Horoom Nights – 17 მაისი


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი ადამიანები ათიათასობით მოქალაქემ დაგვარბია. ეს დღე შავი ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ქალაქის ქუჩებში დღისით დაქსაქსული საზოგადოება სამი წლის შემდეგ, მაისში, ღამით, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე გავერთიანდით და ამ ცეკვას HOROOM ვუწოდეთ, ომში გამარჯვების ცეკვის სახელი.

ცეკვა ჩვენი იარაღია თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს კარგად გამოჩნდა 2018 წლის 12 მაისსაც, როდესაც სისტემამ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი დამორჩილება.

17 მაისს, ღამით, ვერთიანდებით BASSIANI-ის მთავარ საცეკვაო მოედანზე. საიუბილეო HOROOM-ზე წარმოდგენილი იქნება პერფორმანსები, რომელიც არტ კოლექტივ KEPLER 452B-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

Login to see more details