HOROOM NIGHTS #10


HŌRŌOM #10 ▼HVL▼HAMATSUKI▼


▼HVL: გიგი ჯიქიას პროექტია. მსმენელი მას ჯერ კიდევ Okinawa Lifestyle-დან იცნობს. HVL-ის სოლო კარიერა 2013 წელს, Across The Sun EP-ით დაიწყო, რომელსაც მალევე მოჰყვა წარმატებული რელიზი ლეიბლს Voyager-ზე, სახელად Flats EP. ამავე წელს, კიოლნში დაარსებულ ლეიბლ Rough House Rosie-ზე გამოვიდა მისი ორი მუსიკალული კრებული, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL-ს „წლის Electronauts“ ჯილდო გადაეცა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. მიუხედავად ამისა, ძირითადად მის მუსიკას House და Deep House-ს მიმართულებას მიაკუთვნებენ. დღესდღეისობით HVLერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია, რომელიც მუდმივად სთავაზობს მსმენელს საინტერესო და ხარისხიან მუსიკას.


▼HAMATSUKI: DJ და პროდიუსერი. დუო Slime Quest-ის წევრი. Hamatsuki მამუკა ცხადაიას ერთ-ერთი პროექტია რომელიც ჰაუსის ჟღერადობასთან ერთად, დაბის და ემბიენტის გავლენით გამოირჩევა.

Login to see more details