HŌRŌOM #11


▼TEREKKE ▼KVANCHI ▼HVL


▼TEREKKE:  იგივე X, ( ͡° ͜ʖ ͡°), ნიუ იორკში გაზრდილი ჰოლანდელი DJ და პროდიუსერის Matt Gardner-ის Deep House / Ambient ჟღერადობის პროექტია. სადებიუტო Damn EP 2011 წელს ცნობილ ლეიბლზე L.I.E.S. (Long Island Electrical Systems)-ზე გამოსცა, ამ ლეიბლს ეკუთვნის მისი ჩანაწერების უმეტესობა. მის სტუდიაში უამრავი ინსტრუმენტი და მოწყობილობაა, თუმცა ჩასაწერად დღემდე კასეტებს იყენებს, რაც მის შემოქმედებას მრავალფეროვნებას მატებს.


▼HVL: გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას ჯერ კიდევ Okinawa Lifestyle-დან იცნობს. HVL-ის სოლო კარიერა 2013 წელს, Across The Sun EP-ით დაიწყო, რომელსაც მალევე მოჰყვა წარმატებული რელიზი ლეიბლს Voyager-ზე, სახელად Flats EP. ამავე წელს, კიოლნში დაარსებულ ლეიბლ Rough House Rosie-ზე გამოვიდა მისი ორი მუსიკალული კრებული, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL-ს „წლის Electronauts“ ჯილდო გადაეცა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. მიუხედავად ამისა, ძირითადად მის მუსიკას House და Deep House-ს მიმართულებას მიაკუთვნებენ. დღესდღეისობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია, რომელიც მუდმივად თავაზობს მსმენელს საინტერესო და ხარისხიან მუსიკას.


▼KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records A&R და HOROOM-ის რეზიდენტი. მისი სეტები ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრების თუ სტილის დინამიურ სინთეზს წარმოადგენს, ჰაუსსა და ტექნოსთან ერთად ხშირად მოისმენთ დისკოს და ელექტრონიკა

 

Login to see more details