HŌRŌOM #12


▼ HVL▼ MERCURRIO ▼ ALOK VAID-MENON ▼


HVL:  BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი FLATS ლეიბლზე VOYAGER. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე LINEAR MOVEMENT. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


ALOK VAID-MENON: მწერალი, პერფორმანს არტისტი და აქტივისტია, რომელიც საკუთარ თავს არცერთ გენდერს არ მიაკუთვნებს. იგი ტრანს აქტივისტების კოლაბორაციული პრორექტის, DARKMATTER-ის წევრია. ალოკმა, მისი ექსპრესიული პოეზიის და კომედიის წყალობით, მრავალი მაყურებლის ყურადღება მიიპყრო და ტრანს მოძრაობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივისტად მოიაზრება. ალოკი ნიუ იორკში ცხოვრობს და მისი პერფორმანსები და პოეზიის საღამოები ისეთ დარბაზებს ავსებს, როგორიცაა: თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმი, ბრუკლინის მუზეუმი და მერკური ლაუნჯი. იგი HBO-ს დოკუმენტური ფილმის, THE TRANS LIST-ის გმირი იყო. მისი ნამუშევრები მოხვედრილა THE GUARDIANMTVBUZZFEEDTHE NEW YORK TIMESTHE NEW YORKERTEDX-სა და სხვა .


MERCURRIO:  DJ და პროდიუსერი.


 

Login to see more details