HOROOM NIGHTS #14


▼ WILLOW ▼KVANCHI ▼


WILLOW: იგივე Sophie Wilson, ბრიტანელი პროდიუსერი და DJ, რომლის შემოქმედებაც ჰაუსის ჟღერადობით გამორჩევა. არის ცნობილი ფართების სერიის 808-ს რეზიდენტი. Willow-ს მუსიკალური დებიუტი 2015 წელს შედგა, როდესაც მისი ტრეკი Feel Me გერმანული ლეიბლის WORKSHOP-ის საკმაოდ წარმატებულ კომპილაციაში შევიდა. Wilson-ის კომპოზიციამ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, Move D-ს Fabric MIX-ში გაიჟღერა და Resident Advisor-ის წლის ტრეკების ჩამონათვალში მეექვსე ადგილი დაიკავა. 2016 წელს კი Workshop Records-ზე არტისტის პირველი სოლო ჩანაწერი გამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთი აღიარება მოუტანა ავტორს.


 KVANCHIთორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

 

Login to see more details