HOROOM NIGHTS #27


HOROOM – ორი წლის წინ ასე დავარქვით პირველ შეკრებას კლუბ BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, რომლის მიზანიც გახლდათ ქვიარ თემისა და მეგობრების, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების გაერთიანება, დამეგობრება, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის, ქალთა ჩაგვრისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ერთად ბრძოლა, ერთად ცეკვა ცვლილებებისთვის. HOROOM გამარჯვების ცეკვაა, გაუცხოებასა და სიძულვილზე სოლიდარობითა და ურთიერთპატივისცემით, მეგობრობითა და სიყვარულით გამარჯვების ცეკვა. ცვლილებები კი ყველა ჩვენგანისთვის შესამჩნევია. HOROOM არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ღამეა. ქვიარ ადამიანები მეგობარი ქვეყნებიდან რეგულარულად სტუმრობენ ჩვენს სივრცეს, ჩვენთან ერთად ცეკვავენ და იბრძვიან საერთო იდეებისა და ღირებულებების დასაცავად. გელოდებით (თარიღი), კლუბ BASSIANI-ის დიდ საცეკვაო მოედანზე HOROOM-ის ორი წლის საიუბილეო ღამეს. Come Closer, We Dance Together, We Fight Together, We Win Tigether!

Login to see more details