HOROOM NIGHTS #32


ქვიარ ღამეების რიგით ოცდამეთორმეტე სერია, HOROOM-ის ოთახში განსხვავებული ფორმატით გაიმართება და  16:00 საათზე დაიწყება.

BASSIANI-ს რეზიდენტი KANCHELI-სთვის 2018 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის საკულტო კლუბ BERGHAIN-ში CTM FESTIVAL-ის ფარგლებში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე. BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება სიახლეებს და რისკებს, რაც ყველაზე კარგად HOROOM-ის საცეკაო მოედანზე ვლინდება. HOROOM NIGHTS-ზე მასთან ერთად მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBIERI დაუკრავს, რომლის დებიუტიც ამ ოთახში ნოემბერში შედგა.

 

Login to see more details