HOROOM NIGHTS #34


23 მარტს, ქვიარ საღამოების სერია HOROOM NIGHTS გაიმართება, რომელზეც ქართული საკლუბო სცენის საინტერესო სახეები LILITH. და NEBBIERI დაუკრავენ. LILITH. ხატია ტყავაშვილის სასცენო ფსევდონიმია. მისი ადრეული მუსიკალური გავლენები ფსიქოდელიური როკს, ჯაზს და ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება. თუმცა პირველი საკლუბო გამოცდილების მიღების შემდეგ, ის ელექტრონული ჟღერადობის მუსიკით დაინტერესდა. LILITH.-მა ქართულ საფესტივალო სივრცეებში და კლუბებში აქტიურად დაკვრა 2015 წლიდან დაიწყო, რათა მსმენელისთვის საკუთარი მუსიკალური გემოვნება და შეხედულებები გაეზიარებინა. ხატიას დიჯეი სეტები კონკრეტული მუსიკალური ჩარჩოთი არ შემოიფარგლება, მაგრამ შესამჩნევია აქცენტი New Wave​, სინთპოპ და ინდუსტრიულ ტექნო ჟღერადობაზე. ის აღნიშნავს, რომ მისთვის დიჯეი მუსიკას და მსმენელს შორის ერთგვარ მედიუმს წარმოადგენს, რომელსაც არც სქესი და არც სხეული არ გააჩნია. HOROOM-ის ოთახში მასთან ერთად მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBBIERI დაუკრავს, რომლის დებიუტიც ამ საცეკვაო მოედანზე ნოემბერში შედგა. NEBBIERI-ს სეტები სტილისტური მრავალფეროვნებით და საინტერესო სელექციით გამოირჩევა, რაშიც HOROOM-ის მსმენელი რამდენეჯერმე დარწმუნდა.

______________________________________________________________

– ონლაინ ბილეთის გამოწერა შეუძლიათ Horoom Nights-ის ვერიფიცირებულ სტუმრებს. ესტურმეთ თქვენს ანგარიშს: bassiani.com/horoom/login

– ნებისმიერ საკითხზე (ვერიფიკაცია, რეგისტრაცია, სტუმრის დამატება და ა.შ) გთხოვთ მიწეროთ Horoom Nights -ის გვერდს.

HOROOM Nights community, please write to our page for any questions or issues (registration, verification, adding guests, etc.)

Ordering tickets through your account: http://bassiani.com/horoom/login
Click “I am Attending” and then Print in Order History.

 

Login to see more details