HOROOM NIGHTS: HALLOWEEN


3 ნოემბერს ჰელოუინის აღსანიშნავად ქვიარ ღამეების სერია BASSIANI-ის სივრცეში გაიმართება, სადაც სტუმრები მხოლოდ კოსტიუმირებული სამოსით დაიშვებიან.

დროა, ჰელოუინის ღამე ყველაზე საშიში კოსტიუმით ვიზეიმოთ: გადმოვიღოთ კარადებიდან ჩვენი სხეულები, სახეები, მიხრა-მოხრები, ხმები, ხასიათები, მოვირგოთ და ისეთებმა, როგორებად ყოფნისაც გვეშინია, როგორებად ყოფნასაც გვიკრძალავენ სხვები, ერთმანეთი თუ საკუთარი თავი, ამჯერად ცეკვით გავათავისუფლოთ. შევიყვაროთ ის, ვისაც ხშირად ვმალავთ, ვისი გათავისუფლებაც ხშირად გვაშინებს და ეს შიში ერთმანეთის მიღებით, მხარდაჭერითა და, რაც მთავარია, გაზიარებით გადავლახოთ.

Login to see more details