Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI/HOROOM: 04.05.18



4 მაისს, კლუბში BASSIANI, გერმანული ლეიბლის DYSTOPIAN-ის ღამე გაიმართება, რომელზეც ანდერგრაუნდ ტრიო ბერლინიდან FJAAK ლაივს შეასრულებს, მათი შემოქმედება ტექნოსთან ერთად ჰაუსს, ბრეიქბითს და ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ ჟანრებს მოიცავს, ტრეკები კი ბნელ, მძიმე და ქაოტურ გარემოში, მიკროფონებით, გიტარებით და დრამებით იქმნება. სეტებს დაუკრავენ RON ALBRECHT, რომლის მუსიკალური კარიერაც TANITH, ROK, KID PAUL და JEFF MILLS-ის გავლენით 90-იან წლებში დაიწყო და მალევე მოახერხა გლობალური ტექნო სცენის ნაწილი გამხდარიყო და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი ZITTO. HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ, დიფ ჰაუს სცენის გამორჩეული DJ/პროდიუსერი IRON CURTIS, მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: MIRAU, RETREAT, MULE ELECTRONIC, HUDD TRAXX და 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI.

BASSIANI/HOROOM: 04.05.18

BASSIANI
  • FJAAK LIVE
  • RON ALBRECHT
  • ZITTO
HOROOM
  • IRON CURTIS
  • HAMATSUKI

BASSIANI/HOROOM: 27.04.18



27 აპრილს, კლუბში BASSIANI, ლონდონური LOBSTER THEREMIN-ის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღამე გაიმართება, რომელიც 2013 წელს დააარსა JIMMY ASQUITH-მა, რომ შეექმნა მუსიკალური პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. დაუკრავენ LOBSTER THEREMIN-ის სულისჩამდგმელი და FIND ME IN THE DARK-ის ღამეების კურატორი ASQUITH, ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერი NTHNG, რომლის დებიუტი LOBSTER TEHREMIN-ის სუბლეიბლზე MORK შედგა და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი NDRX. HOROOM-ის ოთახში, ბერლინში დაფუძნებული მინიმალ ჰაუსზე და ტექნოზე ორიენტირებული ლეიბლის, WORKSHOP RECORDS-ის ღამე გაიმართება, რომელზეც გამოიცემიან:KASSEM MOSSE, EVEN YUELL, MOVE D, OZEL AB, MADTEO, REAGENZ და ა.შ ერთობლივი ლაივ პროექტით წარდგებიან WORKSHOP-ის დამაარსებელი LOWTEC და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდიუსერი KASSEM MOSSE, მათთან ერთად დაუკრავენ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები KVANCHI და MERCURRIO.

BASSIANI/HOROOM: 27.04.18

BASSIANI
  • ASQUITH
  • NTHNG
  • NDRX
HOROOM
  • KASSEM MOSSE & LOWTEC LIVE
  • KVANCHI
  • MERCURRIO

BASSIANI / HOROOM: 20.04.18



20 აპრილს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, კლუბის BASSIANI / HOROOM რეზიდენტი, SANDWEL DISTRICT-ის კოლექტივის დამაარსებელი და ანდერგრაუნდ ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა FUNCTION და ბერლინში დაფუძნებული ბრიტანელი DJ და პროდიუსერი, HESSLE AUDIO და R&S RECORDS-ის ოჯახის წევრი, ლეიბლის TERNESC დამაარსებელი და პროექტის KARENN მეორე ნახევარი BLAWAN დაუკრავენ. HOROOM-ის ოთახში ბერლინში მოღვაწე პროდიუსერი და DJ, ლეიბლის PERLON გამორჩეული წარმომადგენელი MARGARET DYGAS დაუკრავს, მისი შემოქმედება ღრმა, დაბის გავლენით ფორმირებული ჟღერადობით გამოირჩევა. მასთან ერთად წარდგება ადგილობრივი სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტი HVL.

BASSIANI / HOROOM: 20.04.18

BASSIANI
  • FUNCTION
  • BLAWAN
HOROOM
  • MARGARET DYGAS
  • HVL

BASSIANI/HOROOM: 13.04.18



13 აპრილს, კლუბი BASSIANI, ბერლინური ტექნო ლეიბლის INDEX MARCEL FENGLER-ის ღამეს უმასპინძლებს, რომელიც ახალი 3 ნაწილიანი კომპილაციის IMF10-ის ტურის ფარგლებში გაიმართება. ლეიბლის კონცეფციას ახალი ტალანტების აღმოჩენა და საინტერესო კოლაბორაციების ხელშეწყობა წარმოადგენს. დაუკრავენ IMF-ის დამაარსებელი და O-TON-ის ოჯახის წევრი MARCEL FENGLER, მის სეტებში ხშირად შეხვდებით ექსპერიმენტებს, სპონტანურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, განსხვავებული ჟანრების და სტილის ერთობლიობას და გერმანელი DJ და პროდიუსერი THOMAS HESSLER, რომლის ტრეკი BASSIANI RECORDS-ის ბოლო რელიზში არის შესული. HOROOM-ის ოთახში, ბერილნში დაფუძნებული HERRENSAUNA-ს სულისჩამდგმელი და რეზიდენტი CEM და ადგილობრივი სცენის წარმატებული არტისტი KANCHELI დაუკრავენ.

BASSIANI/HOROOM: 13.04.18

BASSIANI
  • MARCEL FENGLER
  • THOMAS HESSLER
HOROOM
  • CEM
  • KANCHELI

BASSIANI/HOROOM: 05.04.18



5 აპრილს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი იაპონური ტექნო სცენის ოთხ მნიშვნელოვან არტისტს დაეთმობა, რომელთა ტრეკები BASSIANI RECORDS-ის რიგით მესამე კომპილაციაშია შესული, დაუკრავენ: ლეიბლის BITTA დამაარსებელი და FUTURE TERROR-ის ფართების სერიის ორგანიზატორი DJ NOBU, IORI რომლის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: SEMANTICA, PROLOGUE, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS და THE GODS PLANET. WOLS RECORDS-ის დამფუძნებელი, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჩანაწერების ავტორი TAKAAKl ITOH და პროდიუსერი და DJ ტოკიოდან WATA IGARASHI, რომელიც თანამედროვე ადერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. HOROOM-ის ოთახში ბერლინელი დუო THE GHOST მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს, მათი სეტები 90'-ის ჰაუსსა და ტექნოზე არის ორიენტირებული.

BASSIANI/HOROOM: 05.04.18

BASSIANI
  • DJ NOBU
  • IORI
  • TAKAAKI ITOH
  • WATA IGARASHI
HOROOM
  • THE GHOST
Page 1 of 1612345...10...Last »