DVS1


DVS1, იგივე ZAK KHUTORETSKY ამერიკაში მოღვაწე ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, კლუბ Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი და ლეიბლის HUSH / Mistress Recordings-ის დამაარსებელი. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიური პეტერბურგიდან აშშ-ში გადასვლას უკავშირდება. ადრეული წლებიდან აქტიურად იყო ჩართული 90’ წლების რეივ-კულტურის განვითარებაში, 18 წლიდან აწყობდა ანდერგრაუნდ ფართების სერიებს ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში. მან მრავალმხრივი ტალანტის, გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკის და ენერგიის გამო, ძალიან მალე მოიპოვა აღიარება. 2009 წელს, Ben Klock-ის დაარსებულ ლეიბლ Klockworks-ზე DVS1-ის პირველი ჩანაწერი გამოიცა, ამავე ლეიბლს ეკუთვნის მისი ყველაზე წარმატებული რელიზი Black Russian. 2011 წელს საკუთარი ლეიბლი HUSH დააარსა, რომელზეც რამდენიმე EP-ი აქვს გამოცემული: Envolve/Submerge, Lost Myself და Distress. HUSH-ის სუბლეიბლ Mistress Recordings-ზე კი გამოიცემიან: LapienLuke SlaterBorrowed Identity და ა.შ. DVS1, 2018 წლის ზაფხულიდან BASSIANI / HOROOM-ის ოჯახის წევრი და რეზიდენტი დიჯეია



Share