FUNCTION

იგივე Dave Sumner, ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფიგურაა. ნიუ-იორკელი Dj და პროდიუსერის მიღწევები საკმაოდ მრავალფეროვანია, ის Regis-თან და Silent Servant-თან ერთად წარმოადგენდა Sandwel District-ის კოლექტივს, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში უკვე ჩაიწერა. მისი და Karl O’Connor (Regis)-ის კოლაბორციას წარმოადგენდა ასევე Portion Reform, ამ პრიექტით Function გახდა პირველი არაბირმინგემელი არტისტი, რომელიც Downwards Records-ზე დარელიზდა. 2007 წელს, Dave ბერლინში გადავიდა, 2013 წელს კი Sandwel district-ს გამოეყო, Berghain-ს რეზიდენტი გახდა და Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation(2013), რომელის შექმნაშიც Tobias.-მა მიიღო მონაწილეობა და რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება მოიპოვა. აღსანიშნავია ასევე Function-ის და Vatican Shadow-ს 2014 წლის ერთობლივი ნამუშევარი: Games Have Rules, რომელიც Hospital Production-ზე გამოიცა და მძიმე, ემბიენტ ჟღერადობით გამოირჩევა. 2016 წლიდან კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი.

 



Share