HÉCTOR OAKS

HECTOR OAKS AKA CADENCY ბერლინში დაფუძნებული DJ და პროდიუსერი მადრიდიდან, რომელიც ორივე ქალაქის ტექნო სცენაზე დიდი წარმატებით სარგებლობს. 2016 წელს Hector-მა საკუთარი ლეიბლი Oaks დააარსა რომლის პირველი რელიზიც თვითონ ეკუთვნის. Oaks-ის ტრეკები კლასიკური ჩიკაგოს და დეტროიტის, თანამედროვე ტექნოს საუნდთან სინთეზს წარმოადგენს და ღრმა, ძლიერი და ემოციური ჟღერადობით გამოირჩევა, ისევე როგორც მისი სეტები რომლებსაც საინტერესო სელექცია და ტექნიკური შესრულება ახასიათებს.  HECTOR OAKS AKA CADENCY 2018 წლიდან არის BASSIANI/ HOROOM რეზიდენტი და   BASSANI Records-ის ოჯახის წევრი.



Share