KANCHELI

გიორგი ყანჩელი – BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული საკლუბო კულტურის ფორმირებაში. გაიზარდა 90-იანი წლების თბილისში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ყანჩელის პროფესიული ურთიერთობა მუსიკასთან პერკუსიით დაიწყო. 17 წლის იყო, როდესაც პირველად თბილისის ჯაზ-ფესტივალზე დაუკრა, ამავე პერიოდში ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა და უკვე 15 წელზე მეტია, რაც აქტიურად არის დაკავებული. 2010-იანი წლების დასაწყისში ყანჩელმა მეგობრებთან ერთად წამოიწყო პროექტი Stare At Dj, რომელიც იმ პერიოდში ქართული საკლუბო სცენის ცენტრალური მოვლენა გახდა. დღეს ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ტექნო დიჯეია. გიორგი დაკვრასთან ერთად მუსიკისაც წერს . 15 მაისს მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი BASSIANI Records-ზე გამოვა.

Photo By George Nebieridze

 



Share