KOTE JAPARIDZE

Kote Jafaridze ქართველი დიჯეია, რომლის პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ კოტემ გადაწყვიტა, რომ მუსიკით და კერძოდ კი ელექტრონული ჟღერადობით უფრო მეტად დაინტერესებულიყო.მის საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა DJ EZ, Ben Ufo, Karizma და განსაკუთრებით კი Danilo Plessow-ის (Motor City Drum Ensemble) მუსიკალურმა მოღვაწეობამ მოახდინა. თუმცა, ქართველი დიჯეი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი გავლენების და ინსპირაციის მიღმა არტისტული თვითმყოფადობა უნდა იკითხებოდეს. „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ისევე როგორც ფირფიტებით დაკვრას, თავისი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ფირფიტებით დაკვრის ცოდნა დიჯეისთვის საბაზისო უნდა იყოს. ჩემთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, როცა მუსიკასთან ფიზიკურად შეხება შემიძლია“.კლუბის რეზიდენტად ყოფნას რაც შეეხება, კოტე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს ერთდროულად საინტერესოც და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რთულიც არის. მიუხედავად ამისა, ქართველ არტისტს მიაჩნია, რომ სწორი დამოკიდებულების და ენთუზიაზმის შენარჩუნებით ამ სირთულეების გადალახვა შესაძლებელია.



Share