KVANCHI

თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.”ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს.დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

Photos by  Daro Sulakauri / Levan Maisuradze

 



Share