LILITH.

Lilith. ქართველი დიჯეის ხატია ტყავაშვილის სასცენო მეტსახელია. მისი მუსიკასთან ურთიერთობა ფსიქოდელიური როკით, ჯაზით და ჰიპ-ჰოპ მუსიკით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ბგერის ელექტრონული ჟღერადობით უფრო დაინტერესდა. 13 წლის ასაკში, კლუბ „ბერლინში“ მიღებულმა პირველმა საკლუბო გამოცდილებამ იგი ელექტრონული მუსიკის სივრცესთან საბოლოოდ დააკავშირა. Lilith.-ის მუსიკალურ ინსპირაციად New Wave​, Synthpop და ინდუსტრიული ტექნო შეგვიძლია დავასახელოთ, თუმცა, მისი დიჯეი სეტები რომელიმე კონკრეტული მიმართულებით იშვიათად შემოისაზღვრება.Lilith.-მა ქართულ საფესტივალო სივრცეებში და კლუბებში აქტიურად დაკვრა 2015 წლიდან დაიწყო, რათა მსმენელისთვის საკუთარი მუსიკალური გემოვნება და შეხედულებები გაეზიარებინა. მისთვის დიჯეი მუსიკას და მსმენელს შორის ერთგვარ მედიუმს წარმოადგენს, რომელსაც არც სქესი და არც სხეული არ გააჩნია.„ისეთი სივრცის ნაწილად ყოფნა, სადაც ყველაფერი გამართულია და რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ნიშნავს, რომ მეტი დრო შემიძლია დავუთმო მუსიკის მოსმენას და მეტი ვიმუშაო დაკვრამდე. ეს კი განვითარებაში ძალიან დამეხმარება „ – მიუხედავად იმისა, რომ Lilith. მანამდე კლუბის რეზიდენტობის გამოცდილება არ ჰქონია, მიიჩნევს, რომ ეს მისთვის ახალი შანსია, რომელიც თავის როლს იმუშავებს Lilith.-ის, როგორც პროდიუსერის განვითარებაშიც.

Photos by HITORI NI

 



Share