MERCURRIO

Mercurrio ელექტრონული მუსიკის არტისტის დიტო ჩიქოვანის სასცენო ფსევდონიმია. მუსიკალურ სივრცეში დიტოს პირველი ნაბიჯები კლასიკურ მუსიკას უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესთა სფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი შედეგიც ელექტრონულ მუსიკასთან დაახლოება აღმოჩნდა. “მუსიკის წერა ჩემთვის ძალიან ინტიმური და ამადროულად სპონტანური პროცესია. მთავარი გასაღები მაინც ინსპირაციების თავმოყრა და განწყობის სწორი მიმართულებით მიცემაა“ – Mercurrio ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. HOROOM-ის რეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მისი მთავარი მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამ მედიუმის გავლით მსმენელთან ურთიერთობაა.



Share