Newa

თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი და ადგილობრივი ტექნო სცენის უმნიშნელოვანესი ფიგურა ანა კუბლაშვილი სასცენო სახელით NEWA თბილისის საკლუბო სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა. 2012 წელს, მისი სადებიუტო ჩანაწერი გერმანულ Sub.spiele Records-ზე გამოსცა, ხოლო 2016 წელს Bassiani Records-თან თანამშრომლობით მისი კომპოზია Black Eyebrows Are Indifferent BAS002-ის კომპილაციაში შევიდა.

კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე პროდიუსერის შემოქმედება როგორც ძველი სკოლის, ასევე ფუტურისტული მუსიკალური მიდგომების სინთეზით ხასიათდება, რაც ადვილად შეიმჩნევა როგორც მის დიჯეი სეტებში, ასევე  სტუდიურ ნამუშევრებშიც.

„მე ემოციაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსმენელთან ემოციების გაცვლის პროცესია“ – NEWA, პირველი ქალი არტისტია, რომელმაც საკუთარი მუსიკა Ben Klock-ის ლეიბლზე  Klockworks გამოსცა, რასაც ასევე მოჰყვა რელიზები ესპანურ და ფრანგულ პლატფორმებზე Semantica და La Chinerie,რამაც მისი შემოქმედებითი პრიორიტეტები უფრო მკაფიოდ დააფიქსირა.

NEWA-ს წარმატება პირდაპირ აისახა მის აქტუალურობაზე, რისი დამსახურებითაც მან მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან კლუბსა თუ ფესტივალზე დაუკრა. ანა კუბლაშვილი სისტემატიურად მონაწილეობას Ben Klock-ის მიერ დაარსებულ აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიაში Photon.



Share