OBJECTOR TRAX

Objector Trax, იგივე გიორგი ჩიტალაძის მუსიკასთან პროფესიული ურთიერთობა პოსტ-პანკის და ალტერნატიულ როკ-ბენდში დაკვრით დაიწყო. როგორც თვითონ აცხადებს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება მისთვის ელექტრონული ჟღერადობით დაინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში გიორგიმ მუშაობა ემბიენტის, ექსპერიმენტალური მუსიკის და ტრიპ-ჰოპის ჟანრში დაიწყო და სოლო პროექტი Bosberaad შექმნა. Bosberaad-ის შემდეგ ქართველმა არტისტმა მუსიკალური მოღვაწეობის გაგრძელება Objector Trax-ის სახელით განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოქმედო სივრცე ერთი ჟანრით არ შემოისაზღვრება, მისი არტისტული განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტექნო ჟღერადობა, რომლის გავლენაც Objector Trax-ზეც შეიმჩნევა. 2017 წლის აპრილში Marla Singer-ის ლეიბლზე Lunar გამოიცა Objector-ის რელიზი Violent Delights, რომელიც Svarog და Marla Singer-ის რემიქსაც შეიცავს. გარდა ამისა, არტისტი თანამშრომლობს ბულგარულ ლეიბლთან DVNTT, სადაც Objector Trax წლის ბოლომდე კიდევ ერთ რელიზს გამოსცემს.„ჩემთვის, როგორც დიჯეისთვის მნიშვნელოვანია მსმენელთან საერთო ენის გამონახვა და სპეციფიკური კავშირის დამყარება, რომელიც იძლევა მსმენელთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.“ – Objector Trax აღნიშნავს, რომ ინტერაქციის ასეთი ფორმა როგორც არტისტისთვის, ასევე მსმენელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კლუბის რეზიდენტობას, არტისტის აზრით, თავისი სირთულეების მიუხედავად, ეს პროფესიული და პიროვნული განვითარების ძალიან კარგი შანსი და საშუალებაა.

Photos by HITORI NI

 

 



Share