CONCRETE NIGHT

9 დეკემბერს კლუბი BASSIANI პარიზის წამყვანი ტექნო კლუბის, CONCRETE-ს საღამოს უმასპინძლებს. კლუბი 5 წლის წინ დაარსდა და ეს კონკრეტული ღამეც ამ თარიღის აღსანიშნავი ტურის ფარგლებში გაიმართება. CONCRETE-ს თავისი რეზიდენტები და ფავორიტი დიჯეები, Antigone, Francois X და Shlømo წარმოადგენენ, ხოლო მათ მასპინძლობას BASSIANI-ის რეზიდენტი Kancheli გაუწევს.
CONCRETE პარიზში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მან ადგილობრივი საცეკვაო მუსიკის სცენის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, რომ კლუბი არ ცდილობდა ზედმიწევნით გაეზიარებინა უკვე არსებული რომელიმე კლუბის გამოცდილება. პირიქით, კლუბის მფლობელების მიზანი იყო შეექმნათ მეტნაკლებად „პარიზული“ კლუბი, რომელიც ქალაქის განწყობას გამოხატვადა. ამასთან დაკავშირებით Antigone აღნიშნავდა: „არ ვიცი არსებობს თუ არა ფრანგული ჟღერადობა ელექტრონულ მუსიკაში, მაგრამ პარიზი არასდროს იქნება ბერლინი და ეს დიდებულია. ვიმედოვნებ, რომ ეს ენერგია დიდხანს დარჩება აქ. Berghain-სგან განსხვავებით Concrete არ ასოცირდება კონკრეტულ ესთეტიკასთან“. ფრანგი არტისტის სიტყვები მეტწილად სიმართლეა, რადგან ამ ფრანგულ კლუბში სხვადასხვა მუსიკალური სცენის და მიმართულების ისეთი არტისტები უკრავენ, რომელიც თავიანთ კვალს ტოვებენ არა მხოლოდ კლუბის, არამედ მთლიანად სცენის მუსიკალურ პალიტრაზე. ამ საქმეში თავისი როლი აქვს Concrete Music-საც, ლეიბლს, რომელმაც მოახერხა და პლატფორმაზე შეკრიბა ჰაუს და ტექნოს სცენის ისეთი სახელები, როგორებიც არიან Dario Zenker, Fred P. AKA Black Jazz Consortium, Abdulla Rashim, Stanislav Tolkachev, Le Loup, Matthew Herbert და სხვა.

UN RÊVE w/ Ellen Allien, DJ W!ld, Rag

Antonin Jeanson, იგივე Antigone არა მარტო კონკრეტული კლუბის ან ლეიბლის, არამედ ზოგადად ტექნოს ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი არტისტია. ჯერ კიდევ Concrete-ში მოხვედრამდე მან თანამემამულე Zadig-ის ლეიბლზე, სახელად Construct Re-Form, სადებიუტო Forbiden Works EP გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემდეგი რელიზები, The Deadly Games Of Gamma და The Astral Traveller საკმაოდ კარგად მიიღო ტექნო სცენამ, Antgione-ს ყველაზე ღირებულ ნამუშევრად ალბათ მაინც Token-ზე გამოცემული Cantor Dust უნდა მივიჩნიოთ. ამ ალბომმა აჩვენა, რომ მიუხედავად აბსტრაქტული, ინდუსტრიული ჟღერადობისადმი განსაკუთრებული ორიენტაციისა, ფრანგ არტისტს შეუძლია იყოს მრავალფეროვანი და არ მოერიდოს მელოდიური პასაჟებით ტრეკების გამდიდრებას. იგივე პრინციპი მოქმედებს მის მიერ დაკრულ სეტებშიც. ის აღნიშნავს, რომ დიჯეი მაშინ ასრულებს წარმატებულად თავის საქმეს, როცა მას კონკრეტული სივრცის მისთვის სასურველი ატმოსფეროთი გაჟღენთვა და მსმენელისთვის განსაკუთრებული ისტორიის მოყოლა შეუძლია.

francoisx_1200

„ჩემი მთავარი მუსიკალური გამოცდილება ჰაუსს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი 90-იანი წლების ეპოქა, რომელსაც Louie Vega და David Morales ქმნიდნენ. იმ პერიოდში ტრეკებს ისე აღიქვამდნენ, როგორც სიმღერებს. შესაბამისად მიქსინგი განსაკუთრებული გამოწვევა იყო, უნდა გცოდნოდა კონკრეტულად სად იწყებოდა ბასი ან ბრეიქ დაუნი. ამ სტილის მიქსინგის ტექნოში გათვალისწინება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუსიკას და აადვილებს მისი საუკეთესო მხარეების წინ წამოწევას“ – François X ერთ-ერთი ის დიჯეია, რომელიც პარიზის საცეკვაო მუსიკის სცენას საკმაოდ დიდი ხნის წინ შეუერთდა. ის ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს Dj Deep-ის გავლენას და როლს მის განვითარებაში, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს მის თვითმყოფად არტისტულ სახეს. როდესაც დიჯეინგის კვადაკვალ François-მა მუსიკის კეთება გადაწყვიტა, პირველი პლატფორმა, რომელმაც მისთვის კარი გააღო სწორედ DJ Deep-ის Deeply Rooted House იყო, სადაც 2009-2011 წლებში ფრანგმა არტისტმა სამი EP გამოსცა. ამის შემდეგ კი მან საკუთარი ლეიბლი DEMENT3D შექმნა, სადაც დღემდე არელიზებს მუსიკას.
„DEMENT3D ორი მეგობრის ისტორიაა, რომლებიც საერთო მუსიკალურ გემოვნებას, და ფილოსოფიას იზიარებენ. მე და ჯულიენი(Heartbeat) წლების წინ შევხვდით ერთმანეთს, როდესაც იგი DEMENT3D-ის სახელით პატარა დახურულ საღამოებს აკეთებდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მას უფრო მეტის მოთხოვნილება გაუჩნდა და ლეიბლის შექმნა გადაწყვიტა. დასახმარებლად კი მე დამიძახა“ – DEMENT3D-მა თავისი კატალოგების გამოცემა 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე დაახლოებით 15 რელიზი აქვს გამოცემული. ლეიბლის ფავორიტ არტისტებს შორის არიან: Polar Inertia, In Aeternam Vale, Antigone, Hiss : 1292 (François X + Opuswerk) და ა.შ.
François X საკმოად ეკლექტური დიჯეია, რადგან ის არასდროს გაურბის თავის მუსიკალურ წარსულს. სწორედ ამიტომ, მისი სეტები არ არის ერთი კონკრეტული მუსიკალური მიმართულების რეპრეზენტაცია. ის უკრავს ყველაფერს რაც მოსწონს, თუმცა მთავარი მუსიკალური ღერძი ყოველთვის ჰაუსი და ტექნოა, რაც სავარაუდოდ არც კლუბში BASSIANI შეიცვლება.

shlc3b8mo-press-pic-2

Shaun Baron-Carvais, იგივე SHLØMO პარიზის ტექნო მოძრაობის კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელია. 2013 წელს მან დაარსა ლეიბლი Taapion Records, რომელიც მხოლოდ ვინილზე ფოკუსირდება. ლეიბლის პირველი რელიზი მისი The Harvest EP-ა, რომელზეც პარიზელმა არტისტმა Stephen Brown და Conforce-სთან ერთად იმუშავა. ამის შემდეგ ლეიბლმა Antigone, Francois X, Birth Of Frequency და Roman Poncet-ს უმასპინძლა, თავად Shlømo-მ კი ჯერ Bright Sounds-თან, შემდეგ კი Delsin-თან თანამშრომლობა დაიწყო.
პარიზელი არტისტისთვის განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა 2016 წელი, რადგან მან ერთი წლის მანძილზე 5 რელიზი შექმნა, რომლის ფარგლებშიც ტექნოს სცენის ისეთ სახელებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან Inigo Kennedy, Donato Dozzy, Bambounou და Norman Nodge. Shlømo-ს მუსიკა და დიჯეი სეტები ცალსახად ტექნოს აგრესიულ და ბნელ ჟღერადობაზეა ორიენტირებული, შესაბამისად ის მუდმივად ცდილობს დინამიური, ენერგიული მუსიკის კონტრიბუტორი იყოს. შესაბამისად, François X და Antigone-სთან ერთად იგი საკმაოდ კარგად გამოხატავს კლუბ Concrete-ს მუსიკალურ ფილოსოფიას. რაც შეეხება მათ ქართველ მასპინძელს, Kancheli-ის პროფესიონალიზმის არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ, უფრო მეტიც,ღამის საერთო ხასიათის განსაზღვრაში მისი როლი უმნიშნელოვანესი იქნება.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]