Review: Florian Kupfer – I Feel You

Label: W.T. Records – WT 21Released: 12 Jan 2015
Format: Vinyl, 12″, 33 ⅓ RPM Country: US
Released: 12 Jan 2015
Genre: Electronic,  Style: House, Techno

A1 – I Feel You06:14            B1 – Discotag 07:37
A2 – Bridge07:46                  B2 – Lemming 08:09
fk 1 fk 2
12 იანვარს გერმანელმა მუსიკოსმა Florian Kupfer-მა Willie Burns-ის ლეიბლ WT Records-ზე თავისი მორიგი EP გამოსცა. 2014 წელი Kupfer-ისთვის საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იყო, L.I.E.S. Records (Long Island Electrical Systems)-ზე გამოცემული ორი 12 ინჩიანი ფირფიტის გარდა გერმანელმა მუსიკოსმა Willie Burns-თან ერთად საერთო 5 ტრეკიანი EP გააკეთა.
74854217194937344834
4 ტრეკისგან შემდგარი WT 21 EP-ის საერთო მუსიკალური ჟღერადობა იმ მუსიკალური იდეოლოგიის გაგრძელებაა, რომელსაც Florian Kupfer თავის წინა რელიზებში მიჰყვებოდა. ალბომის პირველი ტრეკია I Feel You, რომელიც საწყისი წამებიდანვე მელოდიურობით და ცივი ატმოსფეროთი გამოირჩევა. ინტრო მოიცავს ბითის არასტანდარტულ პარტიას, რომელიც შემდგომში სტანდარტული 4/4 პრინციპით ვითარდება. I Feel You გამოირჩევა უხეში პერკუსიით, რომელიც ტრეკის შუა ნაწილში კომპენსირდება ქალის ვოკალით, რაც ტრეკის საერთო ატმოსფეროს აბალანსებს. პირველი ტრეკის მსგავსად Bridge -ც მკვეთრი, განმეორებითი მელოდიური პარიტიით იწყება, რომელიც თანმიმდევრუად ვითარდება პერკუსიით და ჯამში საკმაოდ რიტმულ კომპოზიციას ქმნის. ტრეკის საერთო ხასიათი არ იცვლება, მხოლოდ დროდადრო განიცდის მოდულაციას ხმის ეფექტების დამსახურებით. EP-ის საერთო ჟღერადობისთვის ყველაზე კონტრასტული ტრეკია Discotag, რომელიც მკვეთრი ბასით და ესიდ ჟღერადობით გამოირჩევა. ბასის მუდმივ მოდულაციას კარგად ერწყმის პერკუსიის ხშირი, ინტენსიური გამოყენებით შექმნილი ატმოსფერო, რომელიც თავის მხრივ პერიოდულად ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი რეჩიტატივის სემპლით მდიდრდება. ალბომის უკანასკნელი 8 წუთიანი ტრეკი Lemming გამოირჩევა თავისი სტრუქტურით და პერკუსიის დომინირებით. Hi Hat და Tom-ების მოდულაცია მესამე წუთიდან მდიდრდება ატმოსფერული მელოდიით, რომელიც ტრეკს მთლაიანდ გასდევს უცვლელად.

აპრილის თვეში Kupfer-ს დაგეგმილი აქვს ახალი რელიზი, SAD Edit 01, რომლის ტრეკებიც წინა რელიზებისგან განსხვავებით უფრო რბილი და მსუბუქი ჯღერადობით გამოირჩევა. 20 მარტს Bassiani-ს პირველ შოუქეისზე Florian Kupfer ლონდონში მოღვაწე იტალიელ დიჯეისთან, Marco Shuttle-სთან ერთად დაუკრავს. მსმენელს შესაძლებლობა ექნება მათთან ერთად გამორჩეული ქართველ დიჯეების, Kancheli, Zurkin და HVL-ის სეტებს მოუსმინოს.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]