Free event tickets is selling until 6 PM

ALEKSI PERÄLÄ: COLUNDI FREQUENCES

2 თებერვალს კლუბში BASSIANI ვეტერანი ფინელი მუსიკოსი Aleksi Perala ლაივს დაუკრავს. კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე მის გარდა Ndrx და Umwelt დწარდგებიან. ეს უკანასკნელი Rave Or Die და New Flash Records პლატფორმების დამფუძნებელია, რომელიც თავის შემოქმედებაში განსაკუთრებით დიდ როლს ანალოგურ ჟღერადობას და Old School ატმოსფეროს ანიჭებს. Perala-ს მუსიკალური თავგადასავალი პროექტით Ovuca დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისში, გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მას 1 წლით დეტროიტში ცხოვრებამ მოუწია, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი სამომავლო გეგმები. „სწორედ მაშინ, პირველად გავიგე Aphex Twin-ის შესახებ. ერთი წლის შემდეგ კი მან Selected Ambient Works 85 – 92 გამოსცა, რის შემდეგაც ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. მოგვიანებით გავიგე, რომ საკუთარი ლეიბლიც (Rephlex) ჰქონდა. ამიტომ, როგორც კი ფინეთში ჩავედი ლეიბლს ჩემი დემოები გავუგზავნე“. მისი გაგზავნილი დემოების ნაკრები კი საბოლოოდ ალბომის Lactavent სახით 1999 წელს გამოიცა. Aphex Twin-ის ლეიბლზე მუსიკის გამოცემა გარკვეულწილად იმ მუსიკალური ღირებულებების გაზიარებასაც ნიშნავდა, რომლებსაც 90-იან წლებში თავად ბრიტანელი არტისტი ამკვიდრებდა. შესაბამისად Ovuca-ს სახელით გავრცელებული მუსიკა ძირითადად მოკლე, ქაოტურ და Idm ესთეტიკით გაჟღენთილ ტექსტურებს წარმოადგენდა. პირველ ალბომს 1 წელიწადში Onclements, შემდეგ კი Wasted Sunday მოჰყვა, რითიც ეს პროექტი ფაქტობრივად დაიხურა. თუმცა, 2011 წელს Peralam თავისი პირველი ფსევდონიმი კიდევ ერთხელ გააცოცხლა და 90-იანების ბოლო შექმნილი და გამოუცემელი კომპოზიციები დაარელიზა.

DSC00330-900x4002000-იანების დასაწყისში, იგივე ლეიბლზე ფსევდონიმით Astrobotnia რამდენიმე ალბომი გამოიცა. ემბიენთის, ბრეიქ-ბიტის და IDM-ის ძალიან საინტერესო და წარმატებული სინთეზის გამო ბევრს მიაჩნდა, რომ Aphex Twin-მა ახალი პროექტი შექმნა, თუმცა ამ ყველაფრის უკან სწორედ Aleksi Perala იდგა. მიუხედავად იმისა, რომ Aphex Twin- თან შედარებები ლამის მის მთელს კარიერას გასდევდა თან, ფინელი არტისტი მუდმივად აღნიშნავდა, რომ მისი მუსიკა თავის სათქმელს საკმარისად მკაფიოდ ამბობდა.

0_27f518_7d4ccfa0_orig

„ბრეიქ-ბიტმა მუსიკის პროდიუსერები 4/4 განსაზღვრულობისგან გაათავისუფლა, ხოლო ე.წ. ბრეინ დენსი (Braindance – Aphex Twin სწორედ ამ სიტყვით აღწერდა საკუთარ მუსიკას) ელექტრონულ მუსიკაში სხეულის და გონების დაპირისპირებებიდან გაქცევას განსახიერებდა. აქ, [Astrobotnia-ს ალბომებში] ჩვენ გვაქვს რიტმულად ბევრად უფრო ენერგიულ, კომპლექსურ ჟანრთან, რომელიც არ გაურბის თავის საკლუბო ფესვებს, მაგრამ ამავდროულად მსმენელის წარმოსახვაში ახალ სივრცეს ქმნის.“ – ასე აფასებდა Pitchfork ზემოთხსენებულ ალბომებს და თან წარუმატებლად ცდილობდა გამოეცნო ავტორის ვინაობა.

IMG_1946

Aleksi Perala-მ თავისი ნამდვილი სახელით მუსიკის გამოცემა 2007 წელს ალბომით Project V დაიწყო. მეორე ალბომზე მუშაობის პერიოდში კი მას ძველი მეგობარი, Rephlex-ის თანადამფუძნებელი Grant Wilson-Claridge დაუკავშირდა, რომელმაც Perala-ს ახალი კონცეპტი, Colundi გააცნო. „ იცით ის შეგრძნება, როდესაც რომელიმე საოცარ სიმღერას უსმენ და უცებ თმა ყალყზე დაგიდგება? Colundi ზუსტად ამ შეგრძნებას განასახიერებს. ეს საოცარია, თუმცა სიტყვებით ამის გადმოცემა რთულია“. ნამდვილად, სიტყვებით Colundi-ს გადმოცემა რთულია, მაგრამ არტისტის დისკოგრაფიაში ამ კონცეპტითშექმნილი მუსიკის მთელი სერიაა, რომელიც 20 მდე დისკს ითვლის.

a2626967104_10

Grant Wilson-Claridge აღნიშნავდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ის და Perala თავს არიდებდნენ ტრადიციულ დასავლურ მუსიკალურ გამოცდილებას: „ამის ნაცვლად ჩვენ კონკრეტულ ხმის სიხშირეებზე ვკონცეტრირდებოდით. კონკრეტულ რეზონანსულ სიხშირეზე მუშაობის შედეგად კი ინტერკულტურული რწმენებთან, მისტიციზმთან და ასტროლოგიური წარმოდგენებთან წვდომაც კი არის შესაძლებელი.“ შესაბამისად, შეგვიძლია Colundi სერიებს რელიგიური და სამეცნიერო გამოცდილებების სინთეზი ვუწოდოთ. 2017 წელს ფინელმა არტისტმა თავისი სოლო პროექტისთვის ახალი ალბომი ჩაწერა, სადაც ის ერთი შეხედვით საცეკვაო მოედნისთვის შესაფერისი რიტმული სექციებით მანიპულირებს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. ალბომი Simulation, რომელიც Clone Basement სერიის ფარგელბში გამოიცა, ძალიან საინტერესოდ აირეკლავს არტისტის შემოქმედებითი საქმიანობაში იმ პერიოდს, რომლის დროსაც Perala ახალ მუსიკალურ სივრცეებს ეცნობოდა. შესაბამისად, აქაც ვხვდებით ემბიენთის და ელექტროს გავლენას, რომელიც ტექნოს დინამიკასთან ერთად მსმენელს საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

by  Paul Gregory

ფინელი არტისტი BASSIANI-ზე ლაივს შეასრულებს, რომელიც დიდი ალბათობით Perala-ს ექსპერიმენტების, არაორდინალური ხასიათის და სპონტანურობის საინტერესო რეპრეზენტაცია იქნება. თავის მხრივ, HOROOM-ის ოთახი Die Orakel-ის ღამეს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც Oliver Hafenbauer და Jaures დაუკრავენ.



Share Blog

Facebook

HOROOM: Objector Trax | Haunebu

10 მარტს, HOROOM-ის ოთახში BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი OBJECTOR TRAX და HAUNEBU, იგივე გივი გელაშვილი დაუკრავენ.

Online Tickets - www.bassiani.com
I Basket - 10 GEL
II Basket - 20 GEL
Door - 20 GEL
... See MoreSee Less

THIS SATURDAY HOROOM: ■ NDRX B2B ZITTO ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL

23 თებერვალს, კლუბში BASSIANI / HOROOM, კიევში დაფუძნებული ივენთების სერიის და ლეიბლის Rhythm Büro-ს ღამე გაიმართება.
BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულისჩამდგმელი Zadig დაუკრავს.
... See MoreSee Less