ANASTASIA KRISTENSEN: GOING BACK IN TIME

“[თინეიჯერობის ასაკში] რეივერი არ ვყოფილვარ. ძირითადად ისეთ წვეულებებზე დავდიოდი, სადაც მუსიკის ენთუზიასტები არა მხოლოდ მოსასმენად, არამედ ერთმანეთში კომუნიკაციის მიზნით იკრიბებოდნენ. ამ პირობებში საშუალება არ მქონია ლოკალური სცენა უკეთ გამეცნო ან მით უმეტეს მისი ნაწილი გავმხდარიყავი“ – რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ANASTASIA KRISTENSEN-თვის ადრეული მუსიკალური გამოცდილება ბალეტს, საბჭოთა პოსტ-პანკს, 90-იანი წლების ფრანგულ პოპ სცენას და ინდუსტრიულ ჟღერადობას უკავშირდება. მოგვიანებით, როდესაც საცხოვრებლად დანიაში გადავიდა, მისი მუსიკალური გემოვნება უფრო მეტად გამოკვეთილი და მკაფიო გახდა. დეტროიტ ტექნო, გერმანული ელექტრონიკა, ბრიტანული საცეკვაო მუსიკა – ANASTASIA ახალ მუსიკალურ სივრცეში ძალიან სწრაფად გაერკვა და გადაწყვიტა ჰობი შემოქმედებით საქმიანობად ექცია.

anastasia

 ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი წვეულებების მოწყობა იყო, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, კოპენჰაგენის აუდიტორიის პირობებში საკმაოდ რთული აღმოჩნდა: „მე ვცდილობდი უფრო ემბიენტისა და  ნოიზი მუსიკის საღამოების მოწყობას, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ხშირად ღონისძიების წარმატება ბარში იზომება, რაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამე იყო. წვეულებებში ჰედლაინერებთან ერთად, ადგილობრივი არტისტების და განსაკუთრებით ქალი არტისტების ჩართვა ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო – ინკლუზიური გარემოს შექმნა ყოველთვის უმთავრესი მიზანი იყო“.

anastasia 2

არტისტი მომავალშიც ხშირად აღნიშნავდა, რომ კლუბი არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე მარგინალურ ჯგუფსაც კი თავშესაფარს აძლევს და მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარეთ, შიდა სივრცეში უსაფრთხოების და ზრუნვის მომენტი უცვლელი რჩება. საკლუბო კულტურაში ინკლუზიური სივრცის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ხშირად ქალი არტისტებისთვის ამ სივრცეში შეღწევა და თავის დამკვიდრება დამატებითი ბარიერების გადალახვასაც გულისხმობს. ANASTASIA KRISTENSEN კი ის არტისტია, რომელმაც არცერთი კითხვა არ დატოვა უპასუხოდ იმის შესახებ, თუ რატომ იმსახურებს ამდენ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ის საინტერესო პროდიუსერია, პირველი რითიც ყურადღება მიიქცია სელექციის კარგი უნარი და დიჯეი სეტებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ენერგიულობა იყო. მუსიკის დაკვრით იმ მოკლე პერიოდში დაინტერესდა, როდესაც საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ხოლო, როდესაც დანიაში დაბრუნდა, ზუსტად იცოდა, რომ ამ საქმეს თავს აღარ დაანებებდა. ძალიან მალე კი მისი სახელი დანიის ლოკალურ სცენასაც გასცდა.

anastasia 3

„როდესაც კლუბში ვუკრავ, ჩემთვის მთავარი ის ენერგიაა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას მიესადაგება. ამ ენერგიას მე და მსმენელი ერთნაირად განვიცდით. ჩემთვის დაკვრის პროცესი ყოველთვის სპონტანური და სიტუაციურია – გარემოზე ორიენტირებული“ – ANA KRIS-ის სახელით არტისტი ძირითადად ჰაუს და დისკოს უკრავს, ხოლო მისი ძირითადი პროექტი უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს. მისთვის აქტიურობა და მუდმივად ცოცხალ პროცესში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ის, როგორც მუსიკაში, ასევე ცხოვრების სხვა ასპექტებში მუდმივად ენერგიის გამომუშავებაზე ფოკუსირდება. უცნაურია, მაგრამ ANASTASIA მზის შუქზე IT კონსულტანტად მუშაობს და მიიჩნევს, რომ ეს პროფესია და ორმაგი ცხოვრება მას კიდევ უფრო შთაგონებულს და აქტიურს ხდის.

„მე ყოველთვის მინდა ვიცეკვო იმ მუსიკაზე, რომელსაც ვუსმენ“ – არტისტის ეს ფრაზა მის შემოქმედებით მიდგომას ძალიან კარგად გამოხატავს. მუსიკისადმი აქტიური, ცოცხალი რეაქციის ქონა, რასაც ცეკვა წარმოადგენს, KRISTENSEN-თვის აუცილებელი ელემენტია. თუკი დიჯეი სეტებს გავცდებით, ვნახავთ, რომ ეს ორიენტაცია სახეცვლილად შეიმჩნევა მის სტუდიურ ნამუშევრებშიც. მისი კომპოზიციები უფრო მეტად ნარატიული და მრავალშრიანია, ვიდრე ტიპური საცეკვაო მოედნის ჰიტები. „სტუდიაში ყოფნის დროს არ ვფიქრობ ესა თუ ის იდეა როგორ იმუშავებს საცეკვაო მოედანზე. ჩემი მიზანია მსმენელისთვის რაღაც ისტორია შევქმნა, თუნდაც ისეთი, რომელიც ჩემს პირად გამოცდილებას არ მოიცავს. ამიტომ ხშირად ჩემს მუსიკას ის სიბრაზეც აკლია, რაც ტექნო სეტებში ხშირად ვლინდება“. – მუსიკოსი აღიარებს, რომ თუკი მისი შემოქმედება მსმენელს თუნდაც რომანტიულ განწყობაზე დააყენებს, ე.ი. მიზანი მიღწეულია.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.