Free event tickets is selling until 6 PM

ANTHONY PARASOLE – INFRARED VISION

10 ნოემბერს კლუბში BASSIANI ბრუკლინელი დიჯეი და პროდიუსერი Anthony Parasole დაუკრავს. ამერიკელი არტისტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც 2012 წელს Levon Vincent-მა თავის ცნობილ მიქსში Fabric 63 შეიტანა Parasole-ს ტრეკი “Tyson”. ერთი წლის შემდეგ, რელიზით „Off The Grid”, იგი ლეიბლის MDR Records ოჯახის წევრი გახდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის მუსიკალურ კარიერას. Parasole ნიუ იორკის ერთ-ერთ წარმატებულ რექორდ შოპს, Halcyon-ს და ლეიბლ Deconstruct Music-ს მართავს.

MG_8653-800x460

„ბავშვობაში კლავიშებზე ვუკრავდი, თუმცა ჩემი ბეგრაუნდის მთავარი განმსაზღვრელი მაინც დიჯეინგი იყო. 13 წლის ვიყავი, როდესაც დაკვრა დავიწყე“ – ნიუ-იორკის მუსიკალური სცენის მრავალფეროვანი ხასიათი Parasole-ს მუსიკას დღემდე მოჰყვება, მაგრამ კარიერის პირველ ეტაპზე ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. „ჰიპ-ჰოპი, ჰაუსი, დისკო ან ის, რასაც დღეს ჰიპ ჰაუს ეძახიან – მაშინ ყველაფერს ვუკრავდი, რადგან ეს იყო ნიუ-იორკის საკლუბო მუსიკა.“ თუმცა, როდესაც ქალაქის საკლუბო სცენაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, ამერიკელმა არტისტმა შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტა. „ადრე როდესაც კლუბში მიდიოდი, რეალობისგან გაქცევას ცდილობდი. დღეს კი ყველაფერი მდიდარი ადამიანების გართობას დაემსგავსა.“ – სცენაზე ცვლილების გამომწვევ ფაქტორებს შორის Parasole პირველ რიგში 11 სექტემბრის ტრაგედიას ასახელებს, რომელმაც ნიუ იორკის ეკონომიკური და კულტურული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალა. ქალაქის საერთო პრობლემებს დაემატა ის ფაქტიც, რომ 2001 წელს ბრუკლინერი არტისტი ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დააპატიმრეს. 15 თვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ Parasole-მ გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ახალი ნაბიჯები გადაედგა.

anthony-parasole-01

2003 წელს Anthony Parasole-მ მუშაობა ფირფიტების მაღაზიაში Halcyon დაიწყო, რომელიც ადგილობრივი მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ელემენტად მიიჩნეოდა. Halcyon-ში მუშაობა ამერიკელ არტისტს ახალი კონტაქტების პოვნასა და იდეების განხორციელებაში დაეხმარა, რომელთა შორის იყოს საკლუბო ღამეების სერია “New Jack City“ დაწყება. მოგვიანებით, Levon Vincent-თან ერთად მან ლეიბლი Deconstruct Music დაარსა, რომლის პირველი რელიზიც 2008 წელს გამოიცა. თუმცა, პარტნიორთან უანხმოების გამო რამდენიმე წელიწადში ლეიბლი დაიხურა. 2015 წელს Parasole-მ გადაწყიტა Decontruction-სთვის ახალი შანსი მიეცა და პლატფორმის საშუალებით Wild Life EP დაარელიზა. თუმცა, მანამდე მან ახალი ლეიბლი The Corner დაარსა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე აქტიურად მასპინძლობს ელექტრონული მუსიკის საინტერესო არტისტებს.

anthonyparasole1-1500

Anthony Parasole-ს მუსიკალური კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატალიზატორი ლეიბლი Ostgut Ton და კლუბი Berghain/Panorama Bar აღმოჩნდა, სადაც იგი რამდენიმე წელია რეზიდენტის სტატუსით უკრავს. Ostgut Ton-თან თანამშრომლობა მან 2014 წელს My Block Ep-ით დაიწყო, სადაც არტისტმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ მუსიკალურ პრიორიტეტებს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს, სადებიუტო ალბომი სრულიად ახალ პლატფორმაზე, Dekmantel UFO Series ფარგლებში გამოსცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მუსიკალური ხედვა კვლავ უცვლელია.

„მე არასდროს ვწერ მუსიკას იმისთვის, რომ მუსიკა ვწერო. სტუდიაში ყოველთვის გარკვეული იდეით, განზრახვით ვმუშაობ.“ – სადებიუტო ალბომიც Infrared Vision კონკრეტული იდეების და კონცეპტის მატარებელი გახდა. „ალბომის სახელი ღამის ხედვასთან ასოცირდება, სპეციალური სათვალის მეშვეობით ადამიანსგან გამოყოფილ სითბოს სხვადასხვა ფერებში ხედავ. მაგალითად წითლად ან ყვითლად. პრინციპში დიჯეის ცხოვრებაც ამას ჰგავს, ჩვენ ღამის ცხოვრებით ვცხოვრობთ.“ ფერები, რომლითაც ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი სითბო გამოიხატება, არტისტისთვის საერთოს მუსიკალური მრავალფეროვნების იდეასთან პოულობს. სხვადასხვა მუსიკალური ფერის და მიმართულების შეერთება კი Parasole-სთვის როგორც სტუდიურ, ასევე საკლუბო სივრცეშიც მნიშვნელოვანია.

„90-იან წლებში ჰაუსი და ტექნო არ იყო ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული. დღეს კი მათ შორის იმხელა სივრცეა, რომ ცალკე გამოვყოფთ ჰაუს დიჯეის და ტექნო დიჯეის. მაშინ ყველაფერი უფრო კომბინირებული იყო. ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევა გაცილებით რთულია. თუმცა, მე ამას დღემდე ვცდილობ“ – ამერიკელ არტისტთან ერთად BASSIANI კლუბის Berghain/Panorama Bar-ის კიდევ ერთი რეზიდენტი Kobosil დაუკრავს, რომელიც ახალი თაობის ტექნო არტისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაა. HOROOM-ის ოთახში კი კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტები OBJECTOR TRAX B2B LILITH. და KOTE JAPARIDZE დაუკრავენ.



Share Blog

Facebook

HOROOM: Objector Trax | Haunebu

10 მარტს, HOROOM-ის ოთახში BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი OBJECTOR TRAX და HAUNEBU, იგივე გივი გელაშვილი დაუკრავენ.

Online Tickets - www.bassiani.com
I Basket - 10 GEL
II Basket - 20 GEL
Door - 20 GEL
... See MoreSee Less

THIS SATURDAY HOROOM: ■ NDRX B2B ZITTO ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL

23 თებერვალს, კლუბში BASSIANI / HOROOM, კიევში დაფუძნებული ივენთების სერიის და ლეიბლის Rhythm Büro-ს ღამე გაიმართება.
BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულისჩამდგმელი Zadig დაუკრავს.
... See MoreSee Less