Free event tickets is selling until 6 PM

Ben Klock: The Sound Of Berghain

ყველამ ვიცით, რომ ტექნო სამყაროს დეტროიტმა აჩუქა, თუმცა ძალიან სწრაფად ევროპამ ეს საჩუქარი სხვა, მისი საწყისებისგან განსხვავებულ ენერგიად გარდაქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ტექნო დეტროიტულ იდეოლოგიას ვერასდროს გაექცევა, ფაქტია, რომ ევროპული სცენა სრულიად ავტონომიურია. ტექნოს ევროპულ ხასიათს სულ რამდენიმე ქვეყანა განსაზღვრავს, თუმცა გერმანიის როლი ამ ყველაფერში განსაკუთრებულია, რადგან ტექნოს ცივი, ხმაურიანი და ხშირად აგრესიული ბუნება ყველაზე უკეთ სწორედ აქ განვითარდა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბერლინი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური წყაროა ევროპული ტექნო სცენისთვის. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ბერლინში ტექნოს აღორძინება იმეორებს იმ კულტურულ ნარატივს და ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მან წლების წინ დეტროიტში უკვე შეასრულა. ეს ფუნქცია კი ძალიან მარტივად ჟღერს: ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. 1967 წელს დეტროიტში მომხდარი ე.წ. „12th Street Riot“-ის ანალოგად გერმანიას ჰქონდა დემოკრატიულ და ფედერაციულ რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრები, რომელიც ერთი თაობის ადამიანებს შორის გაჩენილ ბარიერებად იქცა.  ბერლინის ლეგენდალური კლუბის, Tresor-ის ერთ-ერთი დამაარსებელი დიმიტრი ჰეგემანი Tresor-ის გახსნას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდა. იგი ამბობდა, რომ ამ კლუბის ერთ-ერთ ფუნქცია იყო „რკინის ფარდის“ სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების გაერთიანება და დაკავშირება.
30775899559732879551
Tresor ბერლინის კედელის დანგრევის შემდეგ, 1991 წელს გაიხსნა, თუმცა მანამდე კლუბის მფლობელებმა დაარსეს კლუბი Ufo. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბმა ფინანსურ პრობლემებს ვერ გაუძლო და მალე დაიხურა, ითვლება, რომ Ufo-თი დაიწყო მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ბერლინისთვის, რომელიც შემდგომში Tresor-მა  გააგრძელა.ბერლინში ელექტორნული მუსიკის განვითარების გზაზე Tresor მარტო არ ყოფილა, 1993 წელს მას შეუერთდა E-Werk, რომელიც 4 წელი ფუნქციონირებდა, თუმცა ტექნო სუბკულტურების განვითარებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა. შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში ბერლინში შეიქმნა საკმაოდ კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულში ტექნო სცენა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი ყოფილიყო, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

ბერლინში დღეს Tresor და E-Werk-ის ფუნქციას ითავსებს Berghain, კლუბი, რომელიც ითვლება, რომ ბერლინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუმცა ბერლინში გაიგებთ, რომ იგი მთელს პლანეტაზეა ერთ-ერთი საუკეთესო. შეიძლება ითქვას, რომ Berghain-ს დღეს ისეთივე ფუნქცია აქვს, როგორიც Tresor და E-Werk-ს ჰქონდა 90-იანებში. Berghain ლეგენდალური კლუბის, Ostgut-ის პირდაპირი მემკვიდრეა, რადგან იგი სწორედ ამ კლუბის ბაზაზე დაარსდა 2004 წელს.  Ostgut 1998–2003 წლებში ფუნქციონირებდა და ამ პერიოდში იგი იყო საუკეთესო სივრცე ადამინებისთვის, რომელთაც სურდათ ბერლინში მოესმინათ მათთვის საყვარელი მუსიკა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო Ben Klock, რომელიც მოგვიანებით Berghain-ის სიმბოლოდ იქცა. იგი იხსენებს, რომ Ostgut იყო ის კუნძული, სადაც შეიძლებოდა გაქცევა იმ ატმოსფეროდან, რომელიც იმ პერიოდის ბერლინში იყო.  Ben Klock 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, რომ ამ პერიოდში ძირითადად ელექტროქლეშ და tech house-ს სტილის მუსიკას ჰქონდა მონოპოლია, რის გამოც ძნელი იყო ისეთი ადგილის პოვნა სადაც მოუსმენდი და დაუკრავდი იმას, რაც გსურდა.  Ostgut- დაიხურა 2003 წელს, თუმცა ერთ წელიწადში  დაიწყო Berghain-ის ეპოქა, რომელიც, როგორც ბენ ქლოქი აღნიშნავს, პირველ რიგში ასოცირდებოდა იმის იმედთან, რომ ბერლინში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდებოდა. Jesse Rose-მა, რომლის ლეიბლი (“Made To Play”) 2011 წელს Berghain-ის ხშირი სტუმარი (და მასპინძელიც) იყო ამ კლუბს ასე ახასიათებს:

„ [Berghain] ჯერ კიდევ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში, რადგან ის არ დარდობს იმაზე არის თუ არა საუკეთესო. აქ ადამიანები უბრალოდ აკეთებენ იმას რაც სურთ და არ ჩერდებიან. აქ ვერ ნახავთ VIP განყოფილებებს, ბევრ სარკეს, ძვირადღირებულ სასმელს.. აქ არის კარგი საუნდსისტემა და შესანიშნავი ხალხი, რაც ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდის“.

Berghain-ის შესახებ წარმოდგენები მხოლოდ პირადად განცდილი შთაბეჭდილებებით იქმნება, რადგან ამ კლუბში ვერ ნახავთ ფოტოაპარატს ან კამერას, ერთადერთი საშუალება, რომ „დაიჭირო წამი“ არის ისიამოვნო მისით და აქციო იგი მოგონებად. კამერების აკრძალვით Berghain არავის არაფერს უმალავს, იგი უბრალოდ სთავაზობს ადამინებს ისიამოვნონ კონკრეტული მომენტით, რომელიც აღარ განმეორდება, რომელიც განსაკუთრებულია და ექსკლუზიური. Berghain-ის განსაკუთრებულობა კი მის ჟღერადობაშია, რომელიც ბოლო წლებში არა მარტო ბერლინის, არამედ ზოგადად ტექნოს აღნმიშვნელიც გახდა. ამის უარყოფითი მხარე ისაა, რომ Berghain-სადმი ასეთმა ყურადღებამ იგი გარკვეული კლიშეების შემქნელად აქცია და ხშირად ეს კლუბი ბევრი კრიტიკის ქვეშ ექცევა გადამეტებული პოპულარულობის გამო, თუმცა ფაქტი ისაა, რომ Berghain ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ტექნოს მოსმენაა შესაძლებელი.

Ben Klock-ის როლი Berghain-ისთვის საკულტო სტატუსი მოპოვებაში ძალიან დიდია, რადგან დაარსების დღიდან იგი ამ კლუბის მთავარი მასპინძელია. რის შემდეგაც კი უკვე 10 წელი გავიდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანების როლი შეფასდეს საქმეში. Berghain-ის ჟღერადობა უკავშირდება ლეიბლ Ostgut Ton-ს, სადაც Ben Klock-თან ერთად რელიზებს აკეთებენ Marcel Dettmann, Nick Höppner, Shed და ასე შემდეგ. Ben Klock-მა Ostgut Ton-ის შემდეგ, რელიზების გაკეთება დაიწყო საკუთარ ლებლზე Klockworks, რომელიც 2006 წელს დაარსდა და მალევე იქცა თანამედროვე ტექნო ჟღერადობის ერთ-ერთ სახლად.

28 თებერვალს Ben Klock თბილისში, BASSIANI-ს მორიგ ივენთზე დაუკრავს, სადაც მსმენელს შეეძლება მისი დიჯეი სეტის მოსმენა. გერმანელი დიეჯი ხშირად აღნიშნავს, რომ ხანგძლივი სეტების დაკვრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს მას შესაძლებლობა აქვს გააკეთოს ყველაფერი ის, რაც უნდა, მოასწორს მსმენელთან სრულყოფილი ურთიერთობა და საკუთარი თავის რეალიზება. შესაბამისად BASSIANI-ს მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს თანამედროვე ტექნოს სცენის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ დიჯეის, რომელიც მთელს თავის მუსიკალურ გამოცდილებას და ენერგიას გაუზირებს ქართველ მსმენელს.



Share Blog

Facebook

TONIGHT // HOROOM: Vodkast Records with Daniel Wang ... See MoreSee Less

tqveni deda movtyan yvelasi ... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM-ის ოჯახს ახალი რეზიდენტი შეემატა, ბერლინში მოღვაწე მადრიდელი DJ და პროდიუსერი, ანდერგრაუნდ ღამეების სერიის Herrensauna რეზიდენტი და ლეიბლის OAKS დამაარსებელი Héctor Oaks AKA CADENCY. მისი პირველი ჩანაწერი BASSIANI Records-ზე - “Move in Circles, Walk On Lines” 2018 წლის თებერვალში გამოდის.

We are delighted to announce that HECTOR OAKS AKA CADENCY joins BASSIANI / HOROOM family as a new resident. Berlin-based DJ and producer from Madrid, resident of underground party series Herrensauna and founder of OAKS imprint will also release his first record on BASSIANI Records - “Move in Circles, Walk On Lines” in February 2018.
... See MoreSee Less