Free event tickets is selling until 6 PM

CEM: HERRENSAUNA

„ყოველთვის მძიმე მუსიკა მომწონდა. მაგალითად ბლექ მეტალი და ჰარდკორ პანკი. ამ ტიპის მუსიკაში, ისევე როგორც ტექნოში, არსებობს განმეორებითობის ელემენტი. ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობა 18 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც საკლუბო ღამეების კეთებით დავინტერესდი“ – CEM-ის მუსიკალური საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბერლინში დაფუძნებულ ქვიარ ღამეების სერიასთან HERRENSAUNA.

484137_506241739390242_922429912_n

CEM და მისი მეგობარი ნიკოლასი აღნიშნავენ, რომ HERRENSAUNA არ ყოფილა მორიგი ტექნო პლატფორმის შექმნის მცდელობა. ეს უფრო მეტად სპონტანურ განცდებზე დაფუძნებული კონცეპტი იყო, რომელიც საკლუბო ღონისძიებებით განებივრებულ ბერლინში ახალი, ინტიმური სივრცის შექმნას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ღამე ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდა, დიდი ინტერესის გამო, იდეის ავტორები იძულებული გახდნენ, რომ HERRENSAUNA უფრო დიდ მასშტაბებში განეხორციელებინათ.

18056172_823057521183342_8676879238408610447_o
„აქ არანაირი აკრძალვა არ არსებობს: შენ თავისუფალი ხარ და მოიქეცი ისე, როგორც გინდა. მთავარია სხვას არაფერი დაუშავო“ – მარტივი და გასაგები პრინციპი, რომელიც ამ წვეულებებს ახასიათებს, HERRENSAUNA-ს წარმატების მთავარი გასაღებია. CEM ამბობს, რომ ისინი არ ცდილობენ ბერლინის სხვა დიდ მუსიკალურ სერიებს მიბაძონ. პირიქით, აქცენტი 90-იანი წლების ესთეტიკასა და DIY კულტურაზე კეთდება, რაც კონცეპტს უფრო საინტერესოს და ავთენტურს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეს კონცეპტი ვიზუალურ და იდეოლოგიურ ელემენტსაც მოიაზრებს, ვერ უარვყოფთ, რომ ავთენტურობის განცდა დიდწილად მუსიკალურ მხარესთან არის დაკავშირებული. ამ ელემენტში კი CEM-ის როლი უმთავრესია. ტექნო მუსიკის, როგორც ადამიანებს შორის კომუნიკატორის როლი აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა:“ ტექნო ის ძაფია, რომელიც ამ ქალაქში (ბერლინი) მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვინაიდან ჩვენ ვართ გეები და გვიყვარს ტექნო, გვსურდა ამ ერთობის  ფარგლებში შეგვექმნა ისეთი რამ, რაც ისევ ჩვენი ერთობის სიკეთეს მოხმარდებოდა.“

by Andreas Fux

არტისტისთვის ბერლინში საცხოვრებლად გადასვლას კონკრეტული მიზანი ჰქონდა – მუსიკასთან პროფესიული ურთიერთობის დაწყება. CEM-ისთვის HERRENSAUNA-ს დაბადება მუსიკის სხვებისთვის გაზიარების საუკეთესო საშუალება იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი მუსიკალური გემოვნება ზოგადად წვეულებების ხასიათის განმსაზღვრელი გახდა. მუსიკაში ის არასდროს ირჩევდა მარტივ გზას, თუმცა დროთა განმავლობაში მისმა ქარიზმამ ახალი მასშტაბები იპოვა – ის წარმატებულ და საინტერესო არტისტად ჩამოყალიბდა. ტექნოს, ჰაუსის და ბრიტანული მუსიკალური მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხასიათი მის სეტებში მუდმივად ნათლად იკვეთება. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ CEM HERRENSAUNA-ს ფარგლებს გასცდა და სხვადასხვა საკლუბო სცენის კლუბებსა და ფესტივალებზე გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სივრცე Berlin Atonal იყო, სადაც მან Moritz Von Osvald და Sigha-სთან ერთად დაუკრა. ამას მოჰყვა Hyperreality და ყველასთვის ცნობილი ფესტივალი Amsterdam Dance Event.

Glamcult

BASSIANI / HOROOM-ის მსმენელისთვის CEM საკმაოდ კარგად არის ცნობილი. როდესაც ქვიარ ღამეების სერია HOROOM NIGHTS ერთი წლის გახდა და ჰომოფობიასთან ბრძოლა მასშტაბური საკლუბო ღამით აღინიშნა, ის იმ ღამის მთავარი ჰედლაინერი იყო. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. CEM და მასთან აფილირებული კოლექტივი ჰორუმისთვის დამხასიათებელ ღირებულებებთან ასოცირდებიან. შესაბამისად მისი ჰორუმის ოთახში დაბრუნება არც უნდა გაგვიკვირდეს. BASSIANI კი ამ დღეს ბერლინური ტექნო ლეიბლის INDEX MARCEL FENGLER-ის ღამესMarcel Fengler დაThomas Hessler-თან ერთად აღნიშნავს.



Share Blog

Facebook

27 APR BASSIANI / HOROOM: LOBSTER THEREMIN NIGHT / WORKSHOP NIGHT

27 აპრილს, BASSIANI-ზე, ლონდოლური Lobster Theremin-ს ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღამე გაიმართება, რომელზეც ლეიბლის სულისჩამდგმელი და FIND ME IN THE DARK-ის ღამეების კურატორი Asquith დაუკრავს.
... See MoreSee Less

MAY 8 BASSIANI / HOROOM: TRIP NIGHT ■ NINA KRAVIZ ■ DENIRO ■ PTU

8 მაისს, BASSIANI-ზე, უნიკალური ჟღერადობისა და ვიზუალური სტილის მქონე ლეიბლის трип-ის ღამე გაიმართება, დაუკრავენ დღევანდელ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი წარმატებული ფიგურა Nina Kraviz და трип-ის გამორჩეული არტისტები Deniro და დუო PTU.
... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM: LOBSTER THEREMIN NIGHT / WORKSHOP NIGHT

27 აპრილს, BASSIANI-ზე, ლონდონური ლეიბლის LOBSTER THEREMIN-ის ხუთი წლისთავისადმი მიძღვილი ღამე გაიმართება, HOROOM-ის ოთახი კი მინიმალ ჰაუსსა და ტექნოზე ორიენტირებული ლეიბლის WORKSHOP RECORDS-ის ღამეს უმასპინძლებს.
... See MoreSee Less

TONIGHT HOROOM: ■ ZITTO B2B BMI ■ WILL GATES ... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ BLAWAN ■ MARGARET DYGAS ■ HVL

20 აპრილს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, ბერლინში დაფუძნებული ბრიტანელი DJ და პროდიუსერი, Hessle Audio და R&S Records-ის ოჯახის წევრი, ლეიბლის TERNESC დამაარსებელი და პროექტის KARENN მეორე ნახევარი Blawan დაუკრავს.
... See MoreSee Less