24 HOURS IN OUR WORLD

ერთი დღე და ერთი ღამე – ცოცხალი შესრულებები, კინო ჩვენებები, ინსტალაციები, ვორკშოპები, დისკუსიები და რა თქმა უნდა ცეკვა.  “24/7 ახალი კონცეფციაა, რომელიც RESIDENT ADVISOR-ს სწორედ BASSIANI / HOROOM-ში ჩატარებული ღონისძიების დროს გაუჩნდა და მსოფლიოს 7 კლუბში 24 საათიანი საკლუბო ღამეების ჩატარებას გულისხმობს. ელექტრონული მუსიკის სივრცის ყველა ასპექტების ერთ სივრცეში თავმოყრა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამ კონკრეტული სერიის მიზანი სწორედ ეს არის”

a4504ef6f6d7dc7b1df189157baa0e4d-rimg-w720-h405-gmir

24/7-ის თბილისური სერია SPACEHALL-ში ორი საინტერესო არტისტის, MACHINE WOMAN და FOREST SWORDS-ის ცოცხალი შესრულებით დაიწყება. რუსეთში დაბადებული ანასტასია ვტოროვა დიდი ხანია ევროპაში მოღვაწეობს და ის ექსცენტრიული არტისტების კატეგორიას განეკუთვნება. ნოიზის და ექსპერიმენტული მუსიკის კოლექტივებში დაწყებულიმო ღვაწეობა მოგვიანებით სოლო საქმიანობაში გადაიზარდა დაპროექტი MACHINE WOMAN-იც შეიქმნა. “მუსიკაში უამრავი მიმართულება არსებობს და მე არცერთ მათგანს არ გავურბივარ. ეს ჩემი სტილია. მე MACHINE WOMAN ვარ, შემიძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვიყო“- არტისტის უკომპრომისო ხასიათი მისმუსიკალურ პერფორმანსში განსაკუთრებით ვლინდება, რაც SPACEHALL-ში შეკრებილი აუდიტორიისთვის კიდევ ერთიგამოწვევა იქნება. ის ამავდროულად BASSIANI-ის სცენაზეც წასრგდება, ოღონდ დიჯეი სეტით.

bt-machine-woman-washing-machine

რაც შეეხება FOREST SWORDS, ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ელექტრონულ მუსიკას ლეგიტიმაციის საფრთხე აღარ უდგას. ძალიან ხშირად ამ მიმართულების მუსიკას „მუსიკალურობას“ ან შემოქმედებითი პოტენციალის არქონას უწუნებენ, თუმცა, როდესაც FOREST SWORDS-ის მსგავსი არტისტები არსებობენ, ეს დისკუსია წყდება. რატომ არის აუცილებელი ამ არტისტის არა მხოლოდ სახლში მოსმენა, ამაზე თვითონ პასუხობს: „არ მგონია, რომ ცალკეული ჩანაწერების გამოცემა სამყაროში რამეს ცვლის. თუმცა მუსიკას, როგორც მთლიანობას, შეუძლია დიალოგის და საუბრის პროვოცირება. საკლუბო სივრცეებსა და ფესტივალების ჩემთვის სპეციფიკური დანიშნულება აქვთ. უკრავდე და თან ხედავდე სივრცეს ეს ენერგია როგორ ცვლის, ძალიან განსაკუთრებული შთაბეჭდილებაა. ამიტომ მგონია, რომ მუსიკის ცოცხლად განცდას ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ“. 2017 წელი არტისტისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – ANOHNI და BJORK-ის კომპოზიციებისთვის შექმნილი რემიქსების შემდეგ FOREST SWORDS-მა წლის (და არა მხოლოდ წლის) ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი COMPASSION გამოსცა. ექსპერიმენტული მუსიკის, დაბის და რიგ მომენტებში ფსიქოდელიური განწყობის ერთმანეთში შეზავებამ ალბომი უნიკალურ კრებულად აქცია. ბრიტანელი არტისტის ცოცხალი შესრულება ძირითადად სწორედ COMPASSION-ში გამოხატულ პრიორიტეტებსა და განწყობებს გამოხატავს, ამიტომ ეს შესაძლოა მთელი სერიის მთავარი მარგალიტიც კი იყოს.

BASSIANI-ის საცეკვაო მოედანი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების თრილერს წარმოადგენს. ღამის პირველ ნაწილში MASTERKNOT, AUX FIELD, BERIKA და GACHA დაუკრავენ. მიუხედავად იმისა, რომ MASTERKNOT-ს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჩანაწერი აქვს გამოშვებული, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან ქართული ელექტრონული მუსიკის დიდი ძალა დგას. გიგი ჯიქია, იგივე HVL, დავით დათუნაშვილი და ირაკლი აბრამიშვილის დიდი ხანია ერთ სტუდიაში მუშაობას შეეჩვივნენ, თუმცა მათმა ერთობლივმა პროექტმა დღის სინათლე მხოლოდ შარშან იხილა. საველე ჩანაწერების, ფრთხილად შერჩეული ემბიენთ ფონის და ბევრი ექსპერიმენტების შედეგად შექმნილი „9-15“ ძალიან საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა. შესაბამისად მათი შესრულებისგანაც ბევრ ექსპერიმენტს და კარგ მუსიკალურ მოგზაურობას უნდა ველოდოთ.

22729034_135414600441853_2803571825827311171_n

AUX FIELD ბათუმელი პროდიუსერის რეზო ღლონტის პროექტია. რეზომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ სცენის გარკვეულ კომპონენტებში არსებულ მუსიკალურ ვაკუუმს მასზე უკეთ ვერავინ ავსებს – ის ერთ-ერთი პირველი არტისტია, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენის თავისებურებების განსაზღვრა დაიწყო და წარმატებით აგრძელებს. ძნელია გამოიცნო თუ რას უნდა ელოდო BERIKA-სგან, რომელიც ყოველი ცოცხალი შესრულებისთვის განსაკუთრებულად ემზადება და რაღაც ახალს ამზადებს. მუსიკაში მისი სამოქმედო ველი ბოლო წლებში საკმაოდ გაფართოვდა, ამიტომ მისი ცოცხალი შესრულებაც  ახალი შემოქმედებითი სივრცეების ათვისების წარმატებული მცდელობა იქნება.
GACHA ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო „ლოკალური“ არტისტია, რომელიც თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენაზე საუბრისას გვახსენდება. სხვადასხვა პროექტებით და ფსევდონიმებით ეს არტისტი საკუთარ თავს მუდმივად უმტკიცებს, რომ ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზადაა.

MANNEQUIN RECORDS-ის დამფუძნებელი ALESSANDRO ADRIANI ტურინის მუსიკალური სცენის მემატიანეა. მის მიერ 2009 წელს გამოცემული DANZA MECCANICA: ITALIAN SYNTH WAVE 1982-1987 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელმაც იმ პერიოდის იტალიური ექსპერიმენტული სკოლის საგანძური მსმენელს უფრო ახლოდან გააცნო. ადრიანისთვის არ არსებობს ძველი ან ახალი მუსიკა – მისთვის არსებობს მუსიკა, რომელიც ყოველთვის აწმყო დროშია. მისი 6000 ფირფიტისგან შემდგარი კოლექცია ფაქტიურად პატარა მუსიკალური ენციკლოპედიაა, სადაც ყველაფერს შეხვდებით, რითაც მუსიკალური სამყარო ამაყობს. ამ კოლექციის რაღაც ნაწილი თბილისშიც გაჟღერდება. სწორედ ადრიანის ლეიბლზე გამოიცა ღონისძიების კიდევ ერთი საინტერესო არტისტის JASSS-ის ES COMPLICADO, რომელიც როგორც შთამბეჭდავი ხმის დიზაინის, ასევე არაკონფორმისტული მუსიკალური ნაბიჯების კარგი სინთეზი იყო.

jasss_flash

საბედნიეროდ ელექტრონულ მუსიკას ჯერ კიდევ ჰყავს ისეთი საკულტო ფიგურები, რომლებიც მარტონი განსაზღვრავენ ცალკეული საკითხის ბედს. CONVEXTION სწორედ ასეთი ფიგურაა. დეტროიტ ტექნოს ადრეული წლებით და BASIC CHANEL-ის კლასიკური ჟღერადობით ინსპირირებული ჰენსონის მოგზაურობა საწყისი წერტილიდან იმდენად შორს გრძელდება, რომ შეუძლებელია მის ტრაექტორიას ადვილად მიჰყვე. ის ძალიან ფრთხილად არჩევს დროს, თუ როდის და როგორ გაუზიაროს მსმენელს თავისი მუსიკა, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს, ჩვენ მას ვუსმენთ – ასე მარტივად, ვუსმენთ. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მისი პროექტი EVENT RELATED POTENTIAL (E.R.P.), რომელიც უფრო მეტად ელექტრო ჟღერადობაზე ფოკუსირდება. CONVEXTION-ის თბილისში ვიზიტი ნებისმიერ დროს განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა ახლა და ამ წუთას ამას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს.

convextion

ღამის დასკვნითი ნაწილი ძირითადად დიჯეის სეტებსმათ შორის B2B სეტებს მოიცავს. HÉCTOR OAKS კლუბის რეზიდენტი და მსმენელის მხრიდან განსაკუთრებით დაფასებული დიჯეია. ის საცეკვაო მოედანზე ბოლომდე იხარჯება, არასდროს უყურებს საათს და პუბლიკასაც უკარგავს დროის და სივრცის განცდას. მის შემდეგ კი RYAN ELLIOTT და EFDEMIN-ის B2B სეტის დრო დგება, რომლისგანაც მსმენელი ბევრს უნდა მოელოდესსამი მეტნაკლებად განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე არტისტი KANCHELI , ZITTO და NDRX ერთ საერთო მუსიკალურ ზეიმს დაასრულებს.

B2B სეტების კონცეპტი გაგრძელდება HOROOM-ის ოთახში, სადაც HVL და რუსი არტისტის, INGA MAUER-ის სეტების შემდეგ TEREKKE B2B GALCHER LUSTWERK -ის დროც დადგება. ორივე მათგანს HOROOM-ის ოთახში თავისი შანსი უკვე ჰქონდათ და ძალიან კარგადაც გამოიყენეს. ამჯერად ისინი გაერთიანებული ძალებით ბრუნდებიან, რათა აუდიტორიას განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება შესთავაზონ. KVANCHI B2B MERCURIO კი ამ საცეკვაო მოედნის უკანასკნელი მუსიკალური ღონისძიება იქნება. ამისშემდეგ დოკუმენტური ფილმების, კლასიკური ვიდეო მასალების და საინტერესო ანიმაციების ჩვენება იწყება. პარალელურად შესაძლებელი იქნება ორი პანელური დისკუსიის მოსმენაც, სადაც საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკის პრობლემასადა ზოგადად ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის შესახებ ისაუბრებენ.

galcher_lustwerk_interview_zs__WIDE

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი კიდევ ერთი ახალი სივრცის დინამოს სტადიონის აივანის ათვისება იქნება, სადაც მინიმალისტური საცეკვაო მუსიკის ორი გამორჩეული სახელი, DANA RUH და NICOLA LUTZ დაუკრავენმთლიანი მუსიკალური შემადგენლობისგანგანსხავვებით, ისინი საცეკვაო მუსიკის აბსოლუტურად სხვა ველზე იმყოფებიან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად დივერსიფიცირებული იქნება თბილისური 24/7. არანაირი მუსიკალური ან დროითი ჩარჩოები, მხოლოდ მუსიკა – 24 საათით.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.