Free event tickets is selling until 6 PM

DIXON: PLAY HARDER

 23 სექტემბერს კლუბში BASSIANI გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლის Innervisions-ის დამფუძნებელი Steffen Berkhahn, იგივე Dixon დაუკრავს, რომელიც ონლაინ გამოცემა Resident Advisor-ის გამოკითხვით 4 ჯერ გახდა პლანეტის საუკეთესო დიჯეი.
DIXON by Christian Werner“როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს სკოლებში ფეხბურთის მწვრთნელი დადიოდა ნიჭიერ ათლეტებს ეძებდა. მე მაშინ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, შემეძლო მაღლა ახტომა და შორ მანძილზე სირბილი, ამიტომაც გადავწყვიტე მთელი დრო სპორტისთვის დამეთმო. თუმცა, 17 წლის ასაკში,  მუხლის პრობლემების გამო იძულებული გავხდი ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა“ – შეიძლება 90′ წლების ბუნდესლიგამ საინტერესო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ დიდი ხანია ამაზე არავინ წუხს. Steffen Berkhan-მა მთელი თავისი ენერგია სრულიად სხვა საქმეს, მუსიკას მოახმარა და დღეს ბევრის აზრით ის თავის საქმეში საუკეთესოც არის.
dixonსანამ პორტალ Resident Advisor-ის გამოკითხვას მთავარ ინტრიგას დაუკარგავდა, კარიერის პირველი წლები Dixon-მა გერმანულ Digital Hardcore კოლექტივთან Atari Teenage Riot-თან თანამშრომლობით დაიწყო, რომელიც მკვეთრად პოლიტიკური შინაარსის მქონე ტექსტებით  გამოირჩეოდა. ანარქისტული კოლექტივის სულისჩამდგმელი  90-იანი წლების ბერლინის ტექნო სცენის საინტერესო პროდიუსერი Alec Empire გახლდათ, სწორედ მის მიერ მოწყობილ ფართების სერია ‘Bass Terror”-ზე  უკრავდა Dixon-ი ჯანგლის.
Alec Empire - Bass terrorმიუხედავად იმისა, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, იმ პერიოდში მისთვის ბევრად მისთვის საინტერესო მუსიკა Drum & Bass იყო, Steffan-ის მუსიკალური ინტერესები ჰარდკორ ესთეტიკასთან ახლოს არასდროს ყოფილა. „ისინი [ATR] ყოველთვის უკიდურესი სიბნელით და სიმძიმით გამოირჩეოდნენ, მე კიდევ ჯგუფში ყველასგან განსხვავებული ვიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ ვამჩნევდი, რომ უფრო და უფრო მეტ ჰაუსს მუსიკას ვუკრავდი. ხოლო როდესაც მათთან დამშვიდობების დრო დადგა, უკანასკნელ წვეულებაზე მთლიანად ჰაუს სეტი დავუკარი. თითქოს დამშვიდობების ასეთი გზა გამოვნახე“.
dixon
ახალი მუსიკალური სიცოცხლის დაწყებიდან მალევე, 1994 წელს, Dixon იმ პერიოდის ყველაზე გავლენიან გერმანულ კლუბში Tresor მოხვდა, სადაც საკუთარი წვეულებების სერია დაიწყო. თუმცა, ტექნო პრიორიტეტების მქონე სივრცეში ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებულმა გერმანელმა არტისტმა თავისთვის კომფორტული სივრცე ვერ იპოვა. სწორედ ამიტომ, კლუბ WMF კლუბში ახალი სერია, სახელად  Audio Video Disco დაარსა.

WMF Club, 1998

WMF Club, 1998

განსხვავებით კლუბის საერთო ესთეტიკისგან, Audio Video Disco უფრო მეტად სოულის და ჰიპ-ჰოპის გამოცდილებაზე იდგა და იმ პერიოდის ბერლინის სცენას საინტერესო მუსიკალურ ალტერნატივას სთავაზობდა. ამ მიზეზით მისი მუსიკალური პარტნიორი ლეიბლი Sonar Kollektiv და ამ იმპრინტის დამფუძნებელი პროექტი Jazzanova გახდა. დაუნ-ტემპო, ხშირად არასაცეკვაო მუსიკაზე ორიენტირებულ ლეიბლთან თანამშრომლობამ გერმანელ არტისტს საშუალება მისცა სრულიად ახალ მუსიკალურ საზღვრებში შეეღწია, თუმცა, როგორც თვითონ იხსენებს, მათი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იყო: „მე მათ ვაჩვენე როგორ უნდა დაუკრა ჰაუს მუსიკა ისე, რომ ის მოსაწყენი არ იყოს“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრაზა მისი მომავალი კარიერის გარკვეულ მახასიათებლადაც იქცა.

dixonDixon ყოველთვის ცდიდა მსმენელის მოთმინების უნარს, არასდროს გასცემდა ზედმეტს, თუმცა არც არასდროს ყოფილა მოსაწყენი. Sonar Kollektiv-თან მისი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი დამოუკიდებელი გზა უნდა გაეგრძელებინა. ვინაიდან ამ ლეიბლის მუსიკალური საზღვარი ძალიან ფართო იყო, თითქმის შეუძლებელი გახდა დიჯეებისთვის საინტერესო მუსიკის შერჩევა და გამოცემა. სწორედ ამ პრობლემაზე რეაქცია გახდა ახალი პლატფორმის, Innervisions-ის დაბადების მიზეზი. ლეიბლის, რომელსაც გამოკვეთილი ჟღერადობა უნდა ჰქონოდა. „ჟღერადობა, რომელსაც დიჯეები ენდობიან“.
innervisions
“საკმაოდ ხშირად ვუკრავდი კლუბში Robert Johnson. ერთ დღეს შევამჩნიე, რომ დაკვრის დროს ადამიანები ჩემთან ახლოს მოდიოდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ თუ რას ვუკრავდი. შემდეგ ისინი ერთ კონკრეტულ ადამიაითან მიდიოდნენ და საუბარს უწყებდნენ. როცა ეს ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა, იმ ადამიანს ვკითხე თუ რა ხდებოდა. მან მიპასუხა, რომ იგი კარლსრუეში ფირფიტების მაღაზიას ფლობდა და თითქმის ყველა ის ჩანაწერი, რომელსაც მე ვუკრავდი თავის მანქანაში ედო. როდესაც ვიღაცა ინტერესდებოდა თუ რას ვუკრავდი, ის მას ზუსტად იმ ჩანაწერის ყიდვას სთავაზობდა. რა თქმა უნდა ეს ადამიანი Kristian (AME) იყო” – Innervisions-ის დაარსების იდეაში Dixon-ის თანამოაზრეების სწორედ პროექტ AME-ს წევრები Kristian Beyer და Frank Wiedemann გახდნენ. მათი თანამშრომლობა პროექტში Lost In A Moment გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც Innervisions-ის კოლექტივმა მსოფლიოს ბევრ არა საკლუბო სივრცეში შეიტანა ელექტრონული ჟღერადობა.
DIXON & AME“ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. მიგვაჩნია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ლეიბლში თავისი როლი იპოვნა. რაც შეეხება ლეიბლისთვის მუსიკის შერჩევას, კრიტერიუმი მარტივია. დავუკრავდით თუ არა ჩვენ მას?“  შესაბამისად ყველა ის რელიზი, რომელიც წლების მანძილზე ამ ლეიბლმა შესთავაზა მსმენელს, საკმაოდ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის შედეგია. თუმცა, ბევრი კითხვა არსებობს თავად Dixon-თან და მის გავლენასთან დაკავშირებით. პასუხი მის პროფესიონალიზმშია.
DIXON
Dixon არასდროს უარყოფს, რომ იგი პირველ რიგში დიჯეია, ხოლო მუსიკოსის უნარებს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თავისი დიჯეი სეტი უფრო სრულყოფილი გახადოს. მისი დაკვრის დროს ნაცნობ მელოდიებს ახლებურად ვისმენთ, რადგან მას მოსწონს, როდესაც უკვე არსებულს ცვლის და თავისებურად აწვდის მსმენელს. თითქოს მარტივი ფორმულა კი წლებია მუშაობს და ბევრისგან კონსერვატიზმში დადანაშაულებული Dixon კვლავინდებურად ახერხებს იყოს ნებისმიერი კლუბის საინტერესო სტუმარი. სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა გამოწვევებია, თუმცა BASSIANI-ს სივრცეში Dixon კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაა. 23 სექტემბერს კი კარგად გამოჩნდება ვინ არის ამ ისტორიის მთავარი გმირი: სივრცე, მსმენელი თუ დიჯეი… შეიძლება ყველაფერი ერთად.



Share Blog

Facebook