Free event tickets is selling until 6 PM

DVS1: HUSH 20

22 ნოემბერს კლუბში BASSIANI თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი, ლეიბლების Hush და Mistress Recordings-ის დამფუძნებელი DVS1 დაუკრავს. წარმოშობით რუსი Zak Khutoretsky ელექტრონული მუსიკის სფეროში ამერიკაში გადასვლის შემდეგ ჩაერთო, როდესაც მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო ანდერგრაუნდ ღამეების ორგანიზება. HUSH 20, ტური, რომლის ფარგლებშიც DVS1 თბილისს ეწვევა მისი კარიერის 20 წელს ეძღვნება და ერთგვარად აჯამებს ყველაფერ იმას, რაშიც მინეაპოლისელი დიჯეი იყო ჩართული ბოლო ორი დეკადის განმავლობაში. თბილისში მას კომპანიონობას BASSIANI-ის რეიდენტი დიჯეი Zitto გაუწევს.

DVS1

„გამოიყენე შენს ირგვლივ არსებული სივრცის უნიკალური ასპექტები იმისთვის, რომ შექმნა საკუთარი ჟღერადობა.“ – DVS1 აღნიშნავს, რომ განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, სადაც შედარებით რთულია კონკრეტული, განსაზღვრული ესთეტიკის ჩარჩოების დანახვა, საუნდის თვალსაზრისით მინეაპოლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. „შესაძლოა ბალახი მეორე მხარეს ყოველთვის უფრო მწვანე ჩანს, მაგრამ მე მჯერა, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც ისეთი, რაც დაკავშირებულია იმ კონკრეტულ სივრცესთან, რომლის ნაწილიც თავად ხარ.“ სწორედ მინეაპოლისი იყო ის ადგილი, სადაც Zak-მა თავისი პირველი ნაბიჯები გადაგდა მუსიკის სამყაროში. ხშირად ეს ნაბიჯები არალეგალურ საქმიანობასაც მოიცავდა, რის გამოც მას ხშირად უწევდა პოლიციასთან და ქალაქის მთავრობასთან გამკლავება, თუმცა ვენიუების ხშირად ცვლის მიუხედავად ის მაინც ახერხებდა მისთვის საყვარელი ფართების მოწყობას. მუსიკისადმი მისი ასეთი ვნება სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდა, შესაბამისად ანდერგრაუნდ ფართების ორგანიზების გარდა ის დაინტერესებული იყო ვინილების შეგროვებით, დიჯეინგით და ხმის რეჟისურითაც, რამაც წლებთან ერთად კიდევ უფრო მკვეთრად იჩინა თავი.

ZKRec2016-SBH_4186rt

„მე არ ვუკრავ იმას, რაც გინდა. მე ვუკრავ იმას რაც გჭირდება“ – TRAXX-ის სიტყვები საკმაოდ ზუსტად აღწერს იმ დამოკიდებულებას, რომელიც DVS1-ს დიჯეის როლის მიმართ აქვს. მისი თქმით უფრო მეინსტრიმული სივრცისგან განსხვავებით, გართობასა და ხელოვნებას შორის უკეთესი ბალანსი სწორედ ანდერგაუნდშია. „ვგრძნობ, რომ ადამიანების უმეტესობა კლუბში იმიტომ მოდის, რომ ნახოს რას ვაკეთებთ და ისინი მზად არიან მოგზაურობაშიც გამოგვყვნენ“. იგი ყოველთვის აფიქსირებს, რომ თითოეული ტრეკი უბრალოდ იარაღია, ხელსაწყო, რომელსაც დიჯეი იყენებს კონკრეტული განწყობის შესაქმნელად. რასაკვირველია ცალკეული ტრეკის თვითმყოფადობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის თუ როდის და როგორ მიქსავ, ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავს მომენტის ესთეტიკას, ამბობს Zak-ი. მისი აზრით მუსიკისადმი გულრწფელი დამოკიდებულება და ვნება ყველაზე მეტად განსაზღვრავს დიჯეის ხასიათს და იმას თუ როგორ აღგიქვამს მსმენელი. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ მე მიყვარს ხანგძლივი სეტების დაკვრა. შესაბამისად ჩემს აგენტთან ერთად ყოველთვის ვცდილობ მივაღწიო იმას, რომ ვენიუზე დიდხანს დაკვრის შესაძლებლობა მომეცეს. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიდერის მიხედვით ორი საათი უნდა დამეკრა, მაგრამ მე მაინც ვცდილობ მივაღწიო შეთანხმებას, რომ ჩემი დაკვრის დრო გაიზარდოს. თუმცა, როდესაც ადგილზე ჩავდივარ, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ 2 საათის დაკვრის შემდეგაც შეიძლება გავგიჟდე, იმდენად საშინელი შეიძლება იყოს სეთაფი.. მომეცით კარგი საუნდსისტემა და სეთაფი და მე შემიძლია გაუჩერებლად დავუკრა. თუ ყველაფერი პირიქითაა, მთელი ენერგია ძალიან მალე ამოიწურება“.

ZKRec2016-SBH_4250rt-e1468597500379

Zak-ის 20 წლიანი კარიერა ამის დასტურად ნამდვილად გამოდგება, რისი შედეგიცაა მისი დღევანდელი პოზიცია საცეკვაო მუსიკის სცენაზე. დიდი გამოცდილების, პრაქტიკის და კარგი საშემსრულებლო ტექნიკის წყალობით DVS1-ის, როგორც დიჯეის რეპუტაცია ეჭვქვეშ არასდროს დამდგრა, თუმცა მოგვიანებით ის მუსიკის წერითაც დაინტერესდა, რაც ცალკე გამოწვევა აღმოჩნდა ამერიკელი არტისტისთვის. თავად იხსენებს, რომ მისი, როგორც პროდუსერის ერთ-ერთი პირველი შემფასებლები Derick May და Ben Klock იყვნენ. 2009 წელს სწორედ ამ უკანასკნელმა დაარელიზა DVS1-ის პირველი EP საკუთარ ლეიბლზე, სახელად Klockworks. ერთი წლის შემდეგ მისი მორიგი კრებული, სახელად Love Under Pressure უკვე Derrick May-ს ლეგენდალურ იმპრინტზე, Transmat-ზე გამოვიდა. DVS1-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩდნა საკუათარი ლეიბლის, HUSH-ის შექმნა, რომელიც მისი მომდევნო რელიზების მასპინძლად უნდა ქცეულიყო. ასეც მოხდა, ამ ლეიბლზე მან სამი EP გამოსცა, პარალელურად კი სუბლეიბლი, Mistress Recordings-იც დაარსა. ეს უკანასკნელი ლეიბლი რელიზების საკმაოდ საინტერესო კატალოგს ფლობს, რომელიც DVS1-თან ერთად Lapien, Luke Slater, Bjarki, Vakula, Borrowed Identity და სხვა არტისტების დამსახურებაცაა. თავად კი თავისი ყველაზე პოპულარული რელიზი მაინც Klockworks უსახსოვრა, Black Russian წლის ერთ-ერთი ჰიტი აღმოჩნდა, რომელიც დღესაც აქტიურად ხვდება სხვადასხვა დიჯეის სეტებში. ვინაიდან მისი თბილისური ვიზიტი დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რაც ტურნეს კონცეფციით არის განპირობებული, სავარაუდოა, რომ DVS1 შეეცდება მუსიკალურად მიმოიხილოს თავის ცხოვრების თუ კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპები, რამაც ის თანამედროვე ტექნოს სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო არტისტად აქცია.



Share Blog

Facebook