Free event tickets is selling until 6 PM

ELECTRIC INDIGO – FEMALE: PRESSURE

3 ნოემბერს, კლუბში BASSIANI, ავსტრიელი ელექტრონული მუსიკის პროდუსერი და დიჯეი Susanne Kirchmayr, იგივე Electric Indigo დაუკრავს. თავისი 25 წლიანი კარიერის მანძილზე, მისი პროდიუსერული მოღვაწეობა ფილმებისთვის და თეატრალური დადგმებისთვის მუსიკის შექმნასაც მოიცავს. წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, Electric Indigo სოციალური აქტივიზმით გამოირჩევა, რისი მაგალითიც არის მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ქსელი FEMALE:PRESSURE. პლატფორმა ქალ, ტრანსგენდერ და არაბინარული იდენტობის მქონე ელექტრონული მუსიკოსებისთვის და ციფრული ხელოვანებს აერთიანებს.

Electric-Indigo-by-Michael-Breyer

„80-იანი წლების ბოლოს ძირითადად ჰიპ-ჰოპს ვუსმენდი. ვერ ვიტყვი, რომ ელექტრონულ მუსიკაში გათვითცნობიერებული ვიყავი, სანამ ბრაიან ინოს და რამდენიმე იაპონურ ელექტრონულ მუსიკის არტისტს არ მოვუსმინე.“ იმ პერიოდის ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში, საკლუბო კულტურა ნაკლებად ეფუძნებოდა საცეკვაო ელექტრონული მუსიკის პოპულარულ მიმართულებებს. შესაბამისად, Susanne Kirchmayr-ის მუსიკალურ ინტერეს ჰიპ-ჰოპი, ფანკი და ჯაზ მიმართულება წარმოადგენდა. თუმცა, ეისიდ ჰაუს წვეულებებზე რემდენიმე ვიზიტის შემდეგ, მისი ინტერესის სფერო კიდევ უფრო გაფართოვდა: „როდესაც ტექნოს პირველად მოვუსმინე, ყურებს არ ვუჯერებდი. ეს იყო ის, რაც მუსიკაში ყოველთვის მაინტერესებდა. ამის შემდეგ Underground Resistance-ს შემოქმედებას გავეცანი და მივხვდი, რომ სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა წასვლა.“

ELECTRIC INDIGO

Susanne-მ მუსიკის შექმნა 90-იანი წლების დასაწყისში, ლეგენდალურ Hard Wax-ში მუშაობისას დაიწყო. როგორც არტისტი აღნიშნავს, თავისი პირველი სტუდია HardWax-ის დამფუძნებლის, მარკ ერნესტუსის დახმარებით ააწყო. 1993 წელს ავსტრიელმა არტისტმა სადებიუტო რელიზი გამოსცა, რის შემდეგაც Richard Bartz და DJ Hell-თანაც ითანამშრომლა. ამ პერიოდის კომპოზიციები ძირითადად ტექნო და ეისიდ ჟღერადობით გამოირჩეოდნენ. მოგვიანებით Electric Indigo-ს ჟღერადობა უფრო მრავალფეროვანი გახდა, რის შედეგადაც მის რელიზებში  დაბის, მინიმალის და ელექტროს გავლენაც შეიმჩნეოდა. პარალელურად არტისტმა მუსიკის წერა ფილმებისთვის და თეატრალური დადგმებისთვისაც დაიწყო, რამაც მისი შემოქმედება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. „თეატრისთვის მუსიკის წერა დიდი გამოწვევაა, რადგან შენ კომპოზიცია მანამდე უნდა შექმნა, სანამ რეჟისორი, ქორეოგრაფი და მსახიობი სცენის დადგმას დაიწყებენ. მუსიკის შესაქმნელად კი კონკრეტული იდეაა საჭირო, რაც სცენის დადგმამდე რთული ჩამოსაყალიბებელია.“ მიუხედავად სირთულეებისა, Susanne მიიჩნევს, რომ პროცესი ძალიან პროდუქტიული იყო, რადგან მუშაობის პროცესში დაბადებული იდეები მან თავის სხვა პროექტებშიც განავითარა. არტისტის პროექტებიდან აღსანიშნავია სხვადასხვა ხმოვანი ინსტალაციები, სადაც იგი განსხვავებული აკუსტიკური სივრცეების ათვისებას და ტრანსფორმაციას ცდილობს. მუსიკალურის საქმიანობის მიღმა, Electric Indigo-ს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო აქტივობად საერთაშორისო ქსელის FEMALE:PRESSURE შექმნა მიიჩნევა.

Female:Presure

„როდესაც დაკვრა დავიწყე, ჩემი მოტივაცია მხოლოდ მუსიკის სიყვარული იყო, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ყოველგვარი განზრახვის გარეშე, როგორც ქალი არტისტი, მსმენელში განსაკუთრებულ აღტაცებას ვიწვევდი. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან მეკითხებოდნენ სხვა ქალი არტისტების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხი კი FEMALE:PRESSURE გახდა“. ონლაინ ქსელი 1998 წელს დაარსდა და დღეს ის მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ათასობით არტისტს აერთიანებს. მიზანი ძალიან მარტივი იყო, მსმენელისთვის ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიისთვის იმის შეხსენება, რომ მამაკაცების დომინაციის პირობებში უამრავი საინტერესო ქალი არტისტი არსებობს, რომელიც ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებს.  FEMALE:PRESSURE ხშირად აკრიტიკებს რექორდ ლეიბლების და ფესტივალების პოლიტიკას, რომლებიც განსაკუთრებულ გულგრილობას იჩენენ ქალი არტისტების მიმართ. 2013 წელს პლატფორმის სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფესტივალებსა და რელიზებში გენდერული დისბალანსი კვლავაც თვალშისაცემია, რაც მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელზე არ აისახება. „რასაკვირველია ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროგრესი და განვითარება შეუძლებელია აუდიტორიასთან ურთიერთობის გარეშე“ –  FEMALE:PRESSURE-ს მიზანია დაეხმაროს არტისტებს ახალი შანსის მოძიებასა და აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებაში. Electric Indigo აღნიშნავს, რომ პროექტში ჩართულობამ იმაზე უფრო კარგი შედეგი გამოიღო, ვიდრე მოელოდა, თუმცა წინ კიდევ უფრო ბევრი ბრძოლაა, რომელშიც ქალების როლი უმნიშვნელოვანესია.

ELECTRIC INDIGO byStefan Fuhrer

ავსტრიელი არტისტი კლუბის საცეკვაო მოედანს DVS1-თან ერთად გაიყოფს, რომელიც HUSH RECORDINGS-ის საიუბილეო ღონისძიების მერე თბილისში პირველად ბრუნდება. HOROOM-ის ოთახში, ბერლინში დაფუძნებული ანდერგრაუნდ ღამეების სერიის HERRENSAUNA-ს სულის ჩამდგმელი MCMLXXXV და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი NDRX დაუკრავენ.



Share Blog

Facebook

24 NOV BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ NDRX ■ JOB JOBSE ■ MERCURRIO ... See MoreSee Less

BASSIANI: Antigone | Francois X | Kancheli
HOROOM: Hamatsuki | Objector Trax B2B Lilith.

8 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბის CONCRETE-ს რეზიდენტები: CONSTRUCT RE-FORM-ის და TOKEN-ის ოჯახის წევრი ANTIGONE და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი FRANCOIS X, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტ KANCHELI-თან ერთად დაუკრავენ.
HOROOM-ის ოთახში 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და OBJECTOR TRAX B2B LILITH. წარდგებიან.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

BASSIANI // FROM ANOTHER MIND NIGHT: SHDW & Obscure Shape | Inland LIVE | Silent-One | Javier Bähr
HOROOM: GALCHER LUSTWERK | HVL | Mercurrio

2 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ტექნო კოლაბორაცია - SHDW & OBSCURE SHAPE, მათ მიერ დაარსებული ლეიბლის -
FROM ANOTHER MIND-ის გამორჩეულ არტისტებთან: SILENT-ONE და JAVIER BAHR-თან ერთად დაუკრავს. ლაივით წარსდგება ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი INLAND იგივე ED DAVENPORT, რომელიც FUNCTION-ის INFRASTRUCTURE NEW YORK-ს და ლეიბლს COUNTERCHANGE RECORDINGS-ს უძღვება.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ნიუ-იორკში დაფუძნებული თანამედროვე HOUSE სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, WHITE MATERIAL-ის ოჯახის წევრი და LUSTWERK MUSIC-ის დამაარსებელი GALCHER LUSTWERK და კლუბის რეზიდენტები HVL და MERCURRIO.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

<3 8)) ... See MoreSee Less