HELENA HAUFF: DISCREET DESIRES

კლუბი BASSIANI ჰამბურგელ დიჯეი და პროდიუსერს, კლუბ Golden Pudel-ის რეზიდენტ Helena Hauff-ს უმასპინძლებს. გერმანელი არტისტი 2012 წელს შეუერთდა James Dean Brown-ის მიერ დაარსებულ პროექტ Hypnobeat-ს, პარალელურად კი F#x-თან ერთად აქვს კოლაბორაციული პროექტი Black Sites, რომელსაც 2013-14 წლებში სამი EP აქვთ გამოცემული.

helena-hauff

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელია რაც Helena Hauff-ის სახელი მისი მშობლიური ქალაქის გარეთაც გახდა ცნობილი, ფაქტია, რომ ის ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამაში თავისი წვლილი Golden Pudel-მა შეიტანა, სადაც მისი, როგორც დიჯეის კარიერა დაიწყო. „ მუსიკის შექმნის პირველი მხდელობა დაახლოებით 7 წლის წინ მქონდა, მაგრამ ამ პროცესით ფრუსტრირებული ვიყავი. ნამდვილად არ მომწონდა კომპიუტერის წინ ჯდომა, ამიტომ მალევე შევწყვიტე. უფრო მეტი დრო დიჯეინგს დავუთმე. თუმცა, დადგა მომენტი როცა დავფიქრდი, რომ აუცილებლად უნდა მეპოვნა გზა მუსიკის შესაქმნელად. ამიტომაც სინთეზატორების შეგროვება დავიწყე“ – Hauff აღნიშნავს, რომ მუსიკის შექმნის პროცესში მის გამოცემაზე და ლეიბლებთან ურთიერთობაზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა ფაქტია, რომ როგორც ყველა არტისტს, პლატფორმა მასაც სჭირდებოდა.

Helena-Hauff-parallax-2-12013 წელს სწორედ ეს პლატფორმა აღმოჩნდა Ninja Tune-ს შვილობილი Werk Discs, რომელსაც Darren Cunningham, იგივე Actress ხელმძღვანელობს. სადებიუტო რელიზი ინდუსტრიული ჟღერადობის მქონე ტექნოს და ესქპერიმენტალური მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა, რაც უცხო არაა Hauff-ის მომდევნო ნამუშევრებისთვისაც. ეს მეტნაკლებად დასტურდება Lux Rec, Solar One Music და Panzerkreuz Records-ზე გამოსულ კრებულებშიც, რომელსაც 2015 წელს პირველი სტუდიური ალბომი, სახელად Discreet Desires მოჰყვა. ამ ალბომში გერმანელმა დიჯეიმ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სიყვარული სინთ პოპის და ელექტროს მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც Discreet Desires-ს ჟღერადობა. სურათი დიდად არ შეცვლილა A Tape -ში, მეორე ალბომში, სადაც აგრესიული EBM და ესიდ ორიენტაცია კიდევ უფრო გამოიკვეთა. Hauff-ს არასდროს დაუმალავს, რომ ის უფრო მეტად „ევროპულ ჟღერადობას უკეთებდა რეპრეზენტაციას, ვიდრე ამერიკულ, ანგლო საქსურ ორიენტაციას“. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ დისკოგრაფია, მისი ასეთი პრიორიტეტები მნიშვნელოვნად ვლინდება მის დიჯეი სეტებში, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს „უფრო მეტად ცივია, ვიდრე თბილი“.

Hauff

„ჩვეულებრივ ვუკრავ ისეთ ადგილებში, სადაც იციან თუ რატომ მიწვევენ. მათ იციან საკუთარი მსმენელის გემოვნებაც. ასეთ დროს შემიძლია გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. თუმცა, ზოგჯერ აღმოჩნდები დიდ ფესტივალზე და ფიქრობ, „აქ რას ვაკეთებ“? – ჰამბურგელ დიჯეის „სტანდარტული“ ტექნო სეტის გარდა სხვა ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რისთვისაც, როგორც თვითონ ამბობს შესაფერისი ადგილი და მსმენელია საჭირო. გარემოს შესაბამისად იცვლება გერმანელი დიჯეის ჟღერადობაც. მისი თქმით ყოველი სეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი დეტალი: ენერგიულობა და სიურპრიზები. ეს უკანასკნელი დეტალი ყოველთვის დიდი დოზით გვხდება, რადგან Hauff -ის მუსიკლაური გავლენები ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. ის ყოველთვის აფიქსირებს, რომ „ელექტრო“ მისთვის ცეკვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. ამის გარდა მის სეტებში აშკარად შეიმჩნევა პოსტ პანკის და კრაუტროკის გავლენაც, რომელიც Hellena-ს ადრეულ მუსიკალურ გამოცდილებას უკავშირდება. ხშირად მისი სეტების ცივ და აგრესიულ ხასიათს კრაუტროკის და EBM-ის დოზა განსაზღვრავს. თუმცა, მთავარი ყოველთვის აუდიტორიაა და მისი როლი მუსიკის გაზიარების პროცესში. „აუდიტორიის გარეშე დიჯეის საჭიროებაც არ არსებობს. თუ მათგან ვერ გრძნობ რეფლექსიას, ამას დაკვრის პროცესში ჩემზე დიდი გავლენა აქვს. მე მომწონს იმის ყურება თუ როგორ იწყებს პირველი ადამიანი ცეკვა, მომწონს მთელი ეს დრამატურგია“.

helenahauff210214-635x365

Helena Hauff ასევე აღნიშნავს, რომ მუსიკის, კერძოდ კი ტექნოს პოლიტიკურობა თუ აპოლიტიკურობა დამოკიდებულია ადგილზე, სადაც ის იკვრება. კონტექსტს კი დიჯეი და მსმენელი ერთად ქმნის. შესაბამისად ცალსახაა, რომ კონკრეტული ღამის ხასიათი და მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული. შესაბამისად 26 ნოემბერს BASSIANI-ის მსმენელს თავისი ჩართულობით შეეძლება დიდი გავლენა მოახდინოს იმ პროცესებზე, რომელიც კონკრეტულ ღამეს შექმნის. მნიშვნელოვანი იქნება HVL-ის ფაქტორიც, რომელიც უკვე დიდი ხანია საკუთარ სეტებში ბევრად უფრო თამამ გადაწყვეტილებებს იღებს. სავარაუდოდ Hauff-თან ერთად ისიც ცალკეული მუსიკალური მიმართულების მიღმა იმოძრავებს და ბევრ სიახლეს შესთავაზებს თავისთვის კარგად ნაცნობ მსმენელს.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]