I/Y: STAUB

16 თებერვალს, კლუბი BASSIANI გერმანულ ტექნო დუოს I/Y მასპინძლობს.  Irakli Kiziria-ს და Yacoub Chakarji-ს მიერ შექმნილი პროექტი კლუბის საცეკვაო მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს. იაქუბი და ირაკლი ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ. ირაკლი იხსნებეს, რომ მუსიკალური თანამშრომლობის დაწყება ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა: „პოდკასტისთვის სეტი უნდა ჩამეწერა, მაგრამ ვინაიდან ჩემი ფირსაკრავი გაფუჭებული იყო, ჩასაწერად მის სტუდიაში მომიწია მისვლა. შედეგად სეტი ერთად ჩავწერეთ, რაც ორივეს მოგვეწონა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მომავალშიც გვეთანამშრომლა.“ როგორც იაქუბი აღნიშნავს, თავდაპირველად მათი მუსიკალური გემოვნება გარკვეულწილად განსხვავებული იყო, თუმცა, შემოქმედებით პროცესში განმასხვავებელი ფაქტორები კარგად ბალანსდებოდა.

de-0520-961257-front

“როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები ხშირად მოგზაურობდნენ. შესაბამისად ვიზრდებოდი შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, კანადაში. საბოლოოდ კი ბერლინში აღმოვჩნდი“ – იაქუბისთვის ელექტრონული მუსიკის ადრეული გამოცდილება სხვადასხვა მუსიკოსს და ლეიბლს, მათ შორის ჯეიმს ჰოლდენის Border Community-ს უკავშირდება. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ტექნო სამყაროში მასზე ყველაზე დიდი გავლენა კოლექტივს Sandwell District, კონკრეტულად კი Function-ს ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლის, ის თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი არქიტექტურით იყო გატაცებული. „მუსიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, მუსიკალური განათლებაც მაქვს, , მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა.“ – 2002 წელს ირაკლიმ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად კიოლნში გადავიდა. ელექტრონულ მუსიკასაც საფუძვლიანად მანდ გაეცნო. ფირფიტების დაგროვება და მეგობრების წვეულებებზე დაწყებული დაკვრა მალე პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა.

I/Y-ს სახელით პირველი ფირფიტა 2013 წელს გამოიცა. სადებიუტო რელიზიში უკვე შესამჩნევი იყო ის ტენდენცია, რომ არტისტები აქცენტს აბსტრაქტულ ტექსტურებსა და ანონიმურობაზე აკეთებდნენ. ამ მიდგომას კარგად გამოხატავს საკლუბო ღონისძიებების სერია STAUB, რომელიც კლუბში ://about blank პერიოდულად იმართება. ირაკლი იხსენებს, რომ ღონისძიებების სერიის ჩატარების იდეა თავად კლუბის ინიციატივა იყო: „მათ სურდათ დღის ივენთები გაეკეთებინათ, იმიტომ, რომ ბერლინში ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც სურს დღისითაც მოუსმინოს ტექნოს. როდესაც კლუბმა ეს ინიციატივა გააჟღერა, დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად სპონტანურად დავგეგმავდით ივეთებს, ლაინ აპის გამოცხადების გარეშე და ვისიამოვნებდით მუსიკით.“ არტისტების დაანონსებისგან თავის შეკავებას თავისი მიზეზი ჰქონდა, „ფოკუსირება არა კონკრეტულ პიროვნებებზე, არამედ ზოგადად მუსიკაზე უნდა მომხდარიყო“. თანამედროვე საკლუბო სივრცისთვის დამახასიათებელი ინსტიტუციური შეზღუდვებიდან თავისუფალი Staub მალევე გახდა ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკალური კონცეპტი. მსმენელის და დაინტერესების ზრდის მიუხედავად, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ღონისძიებებისთვის კომერციული ფუნქცია არ მიენიჭებინათ და ბოლომდე პრინციპების ერთგულად დარჩენილიყვნენ.მოგვიანებით STAUB-ის კურატორობით რამდენიმე რელიზიც გაკეთდა, რის შემდეგაც, 2017 წელს ირაკლიმ ახალი ლეიბლი Intergalactic Research Institute For Sound შექმნა.

ლეიბლის სადებიუტო რელიზი 6 ქართველი მუსიკოსგან შემდგარ კომპილაციას წარმოადგენდა, ხოლო 2018 წლის დასაწყიში კი Stanislav Tolkachev-ის ახალი EP, Blue Mood გამოიცა. მუსიკის და ზოგადად ხელოვნების განსხვავებულ ასპექტებთან ურთიერთობა I/Y არასდროს გაურბის. უფრო მეტიც, ირაკლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთავარია სათქმელს სწორად გამოხატავდე. ხოლო ამისთვის რა მედიუმს გამოიყენებ, უკვე მეორეხარისხოვანია. „დიჯეიმ მუსიკით ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც მსმენელს მიანიჭებს სიამოვნებას. ეგოისტური დამოკიდებულება არასწორი მგონია. დაკვრისას აუდიტორიასთან წარმატებული კომუნიკაცია უნდა ააწყო, რაც ზოგჯერ მათი სურვილების გათვალისწინებასაც გულისხმობს.“ – I/Y თბილისში მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს, რაც მათი სრული შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. HOROOM-ის ოთახში კი 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და MERCURRIO დაუკრავენ.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.