INTERVIEW WITH DJ DEEP

Dj Deep ის იშვიათი არტისტია, რომლის მუსიკალური მოღვაწეობაც ფრანგული ტექნო სცენის განვითარების მთელს ტრაექტორიას მოიცავს. უფრო მეტიც, ის ამ განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და კატალიზატორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ არტისტს მსმენელი უამრავი განსხვავებული ფსევდონიმით თუ პროექტით იცნობს, მისი სტილი მაინც ძალიან ადვილად გამოსარჩევია. Bassiani-თან ინტერვიუში ვეტერანმა არტისტმა თავის ლეიბლზე, კოლაბორაციულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

2016 DJDeep-HD-2_preview

საქართველოში პირველად შარშან დაუკარი. როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება?

თბილი, სტუმარმოყვარე და ენთუზიასტი მსმენელით ძალიან ვისიამოვნე.

როგორც ადრე აღნიშნე, საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდი საიმისოდ, რომ პარიზის ანდერგრაუნდ მუსიკის სცენის როგორც დაბადებას, ასევე განვითარებასაც მოსწრებოდი. წლების მანძილზე, რა შეიცვალა პარიზის ტექნო სცენაზე და როგორია შენი შეხედულებები მის დღევანდელ მდგომარეობაზე?

სცენის განვითარება 20 წლის წინ დაიწყო. შესაბამისად, ბევრი რამ მკვეთრად შეიცვალა. თავდაპირველად სცენა მედიის მხრიდან იგნორირებას განიცდიდა, ხშირად ტექნოს „არამუსიკალურ“ მოვლენად აღიქვამდნენ და დასცინოდნენ. მეგობრებთან და კოლეგებთან დიდი ხნის შეუპოვარი ბრძოლა დაგვჭირდა, რათა სცენას განვითარების შანსი მისცემოდა. თუმცა, დღეს უკვე ყველაფერი სხვაგავარადაა. იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობა მხოლოდ ამჟამინდელი ტენდენციებით არ შემოიფარგლება და საწყისი პერიოდის შესახებინტერესს. მუდმივად გამოიჩენს.

2003 წელს, როდესაც ლეიბლი Deeply Rooted House დაფუძნდა, ამბობდი, რომ ლეიბლი აქცენტს ჰაუს და ტექნო მუსიკის ტრადიციულ ჟღერადობაზე გააკეთებდა. თუმცა, 10 წლის შემდეგ, ლეიბლმა ახალი, განსხვავებული კონცეპტი შეიძინა. რა იყო ამის მიზეზი?

მთავარი მიზეზი ისაა, რომ მინდოდა ლეიბლი მუსიკალურად უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო. შესაბამისად, სამომავლოდ ვფიქრობ, რომ განსხვავებული მუსიკალური მიმართულებების მქონე რელიზები გავაკეთო. შესაძლოა ეს უფრო ემბიენთ საუნდი ან ელექტრონიკაც კი იყოს.

რას იტყვი ლეიბლის ღამეებზე, რომელიც Rex Club-ში იმართება? როდის გაგიჩნდა მსგავსი საღამოების გაკეთების იდეა?

ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თუ ისეთ მუსიკალურ ატმოსფეროს შევქმნიდი, სადაც ერთ სივრცეში შესაძლებელი იქნებოდა როგორც ჰაუს ჟღერადობის მქონე არტისტების, მაგალითად Call Super-ის და ასევე უკომპრომისო, ანდერგრაუნდ ტექნო არტისტების (როგორებიც Adventice ან Roman Poncet არიან) შეკრება. საბედნიეროდ Rex Club-მა დამითმო სივრცე და სრული შემოქმედებითი თავისუფლება მომცა, რათა გამეკეთებინა სერია, რომლის ფარგლებშიც ჰაუსის და ტექნოს გარდა, ექსპერიმენტული მუსიკის პროექტებს ვუმასპინძლებდით.

2016 DJDeep-HD-3_preview

როდის გააცნოებიერე, რომ შენი Deeply Rooted საღამოები საკმაოდ წარმატებულ და გავლენიან პროექტად იქცა?

მგონი პირველივე ღონისძიებიდან, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ცოტა ხნის წინ Deeply Rooted გასცდა Rex Club-ის საზღვრებს და მას ლონდონის Village Undergound-მა და ნიუ იორკის Schimanski-მაც უმასპინძლა.

როგორ ფიქრობ, რა არის წარმატებული საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი?

პირველ რიგში მუსიკა, შემდეგ ადამიანების სწორი „მიქსი“ და იდეალური საუნდ სისტემა. ასევე მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში შესაფერი განათებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი საუნდსისტემა.

ზემოთ Roman Poncet ახსენე, რომელთანაც რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობ. როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი კოლაბორაცია და რა მუსიკალური თუ არამუსიკალური იდეების მატარებელია მასთან ერთად შექმნილი ექსპერიმენტული პროექტი Sergie Rezza? რას იტყვი სხვა მუსიკალური ალტერ ეგოების შესახებ?

მუსიკის ერთად კეთება 2015 წელს დავიწყეთ. Roman თავიდანვე ინსპირაციის ძალიან კარგი წყარო იყო, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც მუსიკალური იდეებზე მუშაობას ვიწყებდი, მასთან ერთად პროცესის დასრულება გაცილებით მიადვილდებოდა. ჩვენს შორის იმდენად კარგი ენერგია ტრიალებდა, რომ გადავწყვიტეთ ის ხანგძლივ კოლაბორაციაში გადაგვეზარდა.
ცოტა ხნის წინ Borderlands-ის “Transport”-სთვის კარლ კრეიგის მიერ გაკეთებული რემიქსი მოვისმინე, რომელიც რომანსაც გავუზიარე. გადავწყვიტეთ, რომ ამ კომპოზიციის ჩვენებური ინტერპრეტაცია შეგვექმნა და მას შემდეგ რაც Juan Atkins, Moritz Von Oswald და Carl Craig-სგან კარგი შეფასებები მივიღეთ, ჩვენი ვერსიაც ოფიციალური რელიზის ნაწილი გახდა.
Sergie Rezza ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტიმური პროექტია. ამ პროექტის სახელით მალე რამდენიმე ტრეკი დარელიზდება. რაც შეეხება ჩვენს სხვა პროექტებს, Adventice სტანდარტული ტექნო პროექტია, რომელიც როგორც Deeply Rooted, ასევე Tresor-თან თანამშრომლობს. Fang უფრო ჰაუს მუსიკაზეა ორიენტირებული. DeepTraum გარკვეულწილად ეხმიანება რომანის პროექტს Traumer, რომელიც რუმინულ მიკრო ჰაუს ჟღერადობაზე ფოკუსირდება. Slang კი ძალიან სპონტანურად შევქმენით და ჩვენი მიზანია მას ექსპერიმენტული ხასიათი შევუნარჩუნოთ.

2016 DJDeep-HD-1_preview

იმ პირობებში, როცა ერთმანეთისგან განსხვავებულ უამრავ მუსიკალურ პროექტში ხარ ჩართული, როგორ ახერხებ იმას, რომ სტუდიური მუშაობის დროს კონკრეტულ იდეაზე ან პროექტზე კონცენტირდე? წინასწარ იცი რომელი პროექტისთვის წერ მუსიკას, თუ ამას სტუდიაში ყოფნისას წყვეტ?

ზოგჯერ წინასწარ ვიცი, ზოგჯერ კი სპონტანურად ვწყვეტ. ხშირად წინასწარ მაქვს იდეა და ვიცი როგორ უნდა განვავითარო, როგორ უნდა მოვარგო კონკრეტულ პროექტს. თუმცა, არის შემთხვევბი, როცა მუშაობას იწყებ და როდესაც პროცესში რაღაც კონკრეტული გამოიკვეთება, მაშინ ხვდები ამ ყველაფერისგან რა გამოვა.

ამჟამად რა პროექტებზე მუშაობ? უახლოეს მომავალში რას შეიძლება ველოდოთ Dj Deep-სგან ?

ცოტა ხნის წინ სპენსერ პარკერის Shape Fascination-თვის გავაკეთე რემიქსები, რომელიც მალე Work Them Record-ზე გამოიცემა. ასევე DeepTraum-ის სახელით დარელიზდება რამდენიმე კომპოზიცია, რომელსაც აპრილში Sergie Rezza-ს ახალი ლეიბლის დაარსება მოჰყვება. გარდა ამისა, პერიოდულად აბსტრაქტულ ტექნო მუსიკაზე ვმუშაობ, რაც ძირითადად 60-იანი წლების ფრანგული ფილმებით არის შთაგონებული.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.