Free event tickets is selling until 6 PM

INTERVIEW WITH EDIT SELECT

ტონი სკოტი შოტლანდიელი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც მუსიკას 90-იანი წლებიდან ქმნის. მიუხედავად კარიერის მანძილზე გამოყენებული უამრავი ფსევდონიმისა, უნდა აღინიშნოს, რომ სკოტის შემოქმედებითი მწვერვალი მაინც პროექტი Edit Select არის. ამ სახელით მისი სადებიუტო ალბომი 2014 წელს ლეიბლზე Prologue გამოიცა. 2 წლის შემდეგ, BASSIANI / HOROOM-ზე მისი დებიუტი სწორედ ამ ლეიბლის საღამოს ფარგლებში შედგა.

Edit Select Press Pic 2

BASSIANI-ზე პირველად 2 წლის წინ დაუკარი. როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება და ამჯერად რა მოლოდინები გაქვს ?

BASSIANI-ს მსმენელი და კლუბის სტაფი ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. მათ კარგად იციან რა უნდათ და ამას არც მალავენ. ამიტომ, აქ არტისტს ისეთი გრძნობა გეუფლება, როგორიც მსოფლიოს სხვა კარგად ცნობილ კლუბებში. გრძნობ, რომ ეს ადგილი ხალხს ეკუთვნის. BASSIANI მათი შვილია, რომელსაც სიყვარულით ეპყრობიან და შენც სწორად ასე უნდა მოექცე. ჩემთვის BASSIANI-ზე დაკვრა დიდი პატივია.

თბილისს პირველად Prologue Night-ის ფარგლებში ეწვიე. სწორედ ამ ლეიბლზე გამოიცა შენი სადებიუტო ალბომი Phlox.

სამწუხაროდ ლეიბლმა არსებობა უკვე შეწყვიტა. Prologue ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა, თითოეული არტისტი, ალბომი თუ ტრეკი საინტერესო იყო. შესაბამისად, ჩემთვის ლეიბლის ისტორიის ნაწილად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

შენი მუსიკალური კარიერის ადრეული წლები გლაზგოს უკავშირდება. ამ ქალაქზე საუბრისას  ხშირად აღნიშნავდი, რომ ადგილობრივ ტექნო სცენას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როგორია ამჟამინდელი მდგომარეობა? რა შეიცვალა?

ადრე ზუსტად ასე ვფიქრობდი, მაგრამ დღეისთვის ბევრი რამ შეიცვალა. ამაში განსაკუთრებული წვლილი ჩემს მეგობრებს მიუძღვით (Slam), რომლებმაც საფუძველი ისეთ ტექნო საღამოებს დაუდეს, როგორებიც Maximum Pressure  და Return To Mono არიან. საბედნიეროდ ამ საღამოებზე საკმაოდ ხშირად ვუკრავ და ვხედავ, რომ მსმენელის მხრიდან ყოველთვის დიდი ინტერესია. ისინი (Slam-ის წევრები) მსმენელს შთამბეჭდავ ლაინ აფებს სთავაზობენ, სადაც დაკვრის საშუალება ისეთ ანდერგრაუნდ არტისტებსაც ეძლევათ, რომელთა აღმოჩენა ძალიან რთულია. შესაბამისად, გლაზგოს სცენისადმი ჩემი განწყობაც ოპტიმისტურია და მიმაჩნია, რომ ამ ქალაქში რამდენიმე ძალიან კარგი კლუბია.

Edit Select Press Pic 3

წლების მანძილზე მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმით გამოსცემდი, თუმცა,  ასევე ხაზს უსვამდი იმ ფაქტსაც, რომ Edit Select შენთვის ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტია. რატომ ფიქრობ ასე? მიგაჩნია, რომ ეს პროექტი შენი შემოქმედებით უნარს საუკეთესოდ გამოხატავს?

გულახდილად რომ ვთქვა, კი. Edit Select სწორედ იმიტომ შევქმენი, რომ კონკრეტულ ჟანრში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა.  მუსიკალური კარიერის რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, საკმარისი არ იყო. შესაბამისად ჩემს თავზე უფრო მეტად მუშაობამ მომიწია. რასაკვირველია მირჩევნია მხოლოდ მუსიკას ვქმნიდე ან ვუკრავდე, მაგრამ დღეს ეს საკმარისი არ არის და არტისტი იძულებულია საკუთარ ცნობადობაზეც იზრუნოს.

უკვე 20 წელზე მეტია რაც მუსიკას გამოსცემ და მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში უკრავ. რა გაძლევს იმის მოტივაციას, რომ ამ სფეროში წლების შემდეგაც ასე აქტიურად იყო ჩართული?

ეს ზუსტად ისაა, რასაც ვერასდროს დავთმობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების ჩემთვის სასურველ წესთან დამშვიდობება მომიწევს.  ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მუსიკის და ამ სფეროში მყოფი ადამიანების ირგვლივ ვიტრიალო.

როგორც ჩანს შენთვის  სხვა არტისტებთან ხშირი კოლაბორაციაც საკმაოდ საინტერესოა. სხვა არტისტთან მუშაობისას რა არის მთავარი გამოწვევა?

კი, საინტერესოა, თუმცა თანამშრომლობა წარმატებული მხოლოდ მაშინაა, როცა ორივე მხარეს ერთმანეთის შემოქმედებით სივრცეს პატივს სცემს. მთავარი გამოწვევაა კარგი მუსიკის შექმნა ისე, რომ მეორე არტისტის პრიორიტეტებიც გათვალისწინებული იყო.

შენი ლეიბლი, Edit Select Records, 10 წელზე მეტია არსებობს და ისეთი არტისტების მუსიკას გამოსცემს, როგორებიც Mark Broom, Gary Beck და Snts არიან. რას უნდა ველოდოთ მომავალში?

Edit Select Records ყოველთვის მარტივი მიზანი ჰქონდა –  კარგი, ხარისხიანი ტექნო ჩანაწერების გამოცემა. ამის შეცვლას არც მომავალში ვაპირებ. უბრალოდ ძველ მისიის გაგრძელებას ახალ არტისტებთან ერთად ვაპირებ.

როგორია შენი გეგმები 2018 წელს?

ძალიან მალე, Soma Records-ზე ჩემი ახალი Ep და ალბომი, სახელწოდებით Cyclical Undulations გამოიცემა. (რელიზი 2 მარტს იგეგმება). გარდა ამისა, ვაპირებ BASSIANI Records-თან თანამშრომლობასაც.



Share Blog

Facebook

HOROOM: Objector Trax | Haunebu

10 მარტს, HOROOM-ის ოთახში BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი OBJECTOR TRAX და HAUNEBU, იგივე გივი გელაშვილი დაუკრავენ.

Online Tickets - www.bassiani.com
I Basket - 10 GEL
II Basket - 20 GEL
Door - 20 GEL
... See MoreSee Less

THIS SATURDAY HOROOM: ■ NDRX B2B ZITTO ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL

23 თებერვალს, კლუბში BASSIANI / HOROOM, კიევში დაფუძნებული ივენთების სერიის და ლეიბლის Rhythm Büro-ს ღამე გაიმართება.
BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულისჩამდგმელი Zadig დაუკრავს.
... See MoreSee Less