Free event tickets is selling until 6 PM

INTERVIEW WITH FRANÇOIS X

François X პარიზის საცეკვაო მუსიკის სცენას საკმაოდ დიდი ხნის წინ შეუერთდა და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ ქალაქის საკლუბო კულტურის განვითარების ერთ-ერთი კატალიზატორიც კი იყო. კლუბ CONCRETE-ის რეზიდენტმა და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელმა წელს თავისი სადებიუტო ალბომი  “Irregular Passion” გამოსცა, რომელიც თავისი კონცეპტით და სტილისტიკით საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო ნამუშევარია. სპეციალურად ბასიანის ბლოგისთვის ფრანგმა არტისტმა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი ახალ ალბომზე, კლუბის რეზიდენტად ყოფნასა და თბილისის საკლუბო სცენის შესახებ საუბრობს.

unnamed (1)

 საქართველოში უკვე მეორედ უკრავ. როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება და რა შეხედულებები ჩამოგიყალიბდა თბილისის საკლუბო სცენაზე?

პირველი ვიზიტის დროს მახსოვს, რომ ღამის 2 საათზე ჩამოვედი და პირდაპირ სასტუმროსკენ გავემართე, სადაც მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ ეს ვიზიტი ჯადოსნური იქნებოდა. მაშინ BASSIANI-ზე ზედიზედ ორი დღე ვუკრავდი და ამ კლუბმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა განსაცვიფრებელი მუხტისა, ჩემი აზრით კლუბს განსაკუთრებულს მისი მსმენელი ხდის. თითოეული მათგანი თავს უძღვნის მუსიკას, რაც მიმაჩნია, რომ ძლიერი სცენის მამოძრავებელ ბირთვს წარმოადგენს.

რას მიიჩნევს შენს მთავარ მოტივატორად როგორც სტუდიაში მუშაობისას, ასევე დაკვრის დროს? როგორ იცავ ბალანს ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროცესს შორის და რა შეიძლება გახდეს შენთვის შთაგონების წყარო?

ორივე მედიუმის გამოყენებით ერთი და იგივე ადრენალინის ძიება და პოვნა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.  როდესაც დიჯეინგით ხარ დაკავებული ამ ადრენალინს მსმენელს უზიარებ. ეს პროცესი გარკვეულ დიალოგს წარმოადგენს, სადაც საერთო განცდა იბადება და სივრცეში მკაფიო ემოციური კავშირი მყარდება. სტუდიაში მუშაობისას კი უფრო იზოლირებული ვარ, რა დროსაც ვცდილობ იმ ემოციების თითოეულ ნაწილს მოვუყარო თავი, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამომიცდია. მუსიკის წერისას გონებაში ყოველთვის ნათელი სურათი მაქვს იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვაპირებ. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც უფრო მეტად გრძნობებზე არიან ორიენტირებული. შესაბამისად, ჩემი შთაგონების წყაროც ხშირად აქედან მოდის. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ ვქმნი და ვუკრავ მუსიკას, ყოველთვის ემოციებს, გრძნობებსა და გონებაში წარმოსახულ ფერებს მივსდევ.

შენი მუსიკალური საქმიანობისთვის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცედ Concrete იქცა. როგორ ფიქრობ,  რა ქნმნის ამ კლუბს განსაკუთრებულს?

ყოველთვის ვამბობ, რომ Concrete ჩემი თავშესაფარია. ეს ის ადგილია სადაც შემიძლია ვიყო თავისუფალი, ლაღი და თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. აქ ბევრი მეგობარი მყავს, რაც კლუბს  ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის . კლუბის ატმოსფეროს დავახასიათებდი, როგორც თბილს და მეგობრულს,  თუმცა უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ის უბრალოდ „ეპიკურია“.

მას შემდეგ რაც Concrete-ს რეზიდენტი გახდი, შეიცვალა თუ არა შენი  დიჯეინგისადმი დამოკიდებულება ან სტილი?

რა თქმა უნდა, კლუბმა დიჯეინგის შესახებ ჩემი წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტირებისა და ცოდნის დაგროვების შესაძლებლობა მომცა. სანამ Concrete-ის რეზიდენტი გავხდებოდი, პარიზში ძირითადად ვარმ აფებს ვუკრავდი, სადაც იმის გამოცდილება მივიღე, თუ როგორ უნდა შემექმნა კლუბში სპეციფიკური ატმოსფერო. თუმცა, Concrete არის ადგილი, სადაც მსმენელთან ურთიერთობა ვისწავლე, რაც არა მხოლოდ 2 საათის განმავლობაში საყვარელი კომპოზიციების დაკვრას, არამედ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს შორის ლავირებას და მუსიკის მეშვეობით პუბლიკისთვის ამბის მოყოლას გულისხმობს.

აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, რამდენიმე წელია Dement3d Records-ს ხელმძღვანელობ. როგორია ლეიბლის სამომავლო გეგმები?

ლეიბლს 2011 წლის ნოემბრიდან ვუძღვები და დაარსების დღიდან ბევრ საინტერესო არტისტს შევუწყვეთ ხელი განვითარებაში, მაგალითად Polar Inertia და In Aeternam Vale. ამას გარდა, ჩვენი იმპრინტი ისეთ მუსიკოსებთანაც თანამშრომლობს, როგორებიც Abdullah Rashim და Silent Servant არიან. საწყის ეტაპზე, ლეიბლის ძირითადი საქმიანობა „ოჯახურ ურთიერთობას“ უფრო ჰგავდა, თუმცა, ეტაპობრივად კარი ახალი არტისტებისთვისაც გაიხსნა. ცოტა ხნის წინ Dement3d-ზე   ჩემი სადებიუტო ალბომი ‘Irregular Passion’ გამოვეცით, მომდევნო რელიზი კი პერსპექტიული არტისტის Coldgeist ჩანაწერი იქნება, რომელიც 2018 წლის დასაწყისისათვის EP-ის სახით დარელიზდება.

ადრეულ ინტერვიუებში აღნიშნავდი, რომ ალბომის შექმნა განსაკუთრებული პროცესია, რომელიც ასევე განსაკუთრებულ კონცენტრაციას მოითხოვს. რას იტყვი შენს სადებიუტო ალბომზე? გქონდა თუ არა ცალკეული იდეა ან კონცეპტი, როდესაც მასზე მუშაობა დაიწყე?

ალბომზე მუშაობა ფილმის სცენარის წერას ჰგავს. იგი თანმიმდევრული უნდა იყოს, დასაწყისი, სიუჟეტი, კულმინაცია და დასასრული უნდა გააჩნდეს. როდესაც ამ LP-ის ჩაწერა დავიწყე, მინდოდა Blade Runner-ით დაწყებული სერია შემეჯამებინა, სადაც ცენტრალური ფიგურა რეიჩელი იყო. იდუმალებით მოცული, მგრძნობიარე და არაპროგნოზირებადი ქალი… ზუსტად ისეთი მუზა, როგორსაც არტისტი შეიძლება ეძებდეს.იდეა რამე მისტიურის შექმნაში მდგომარეობდა და ალბომის შთაგონების ღამის ცხოვრება გახდა, რომელიც ინტენსიურია და ბევრი შემოთავაზება შეუძლია: ეიფორია და მელანქოლია, სცენაზე დგომა თუ ანონიმურობა, სექსუალური კავშირი თუ განცალკევებული ვუაიერიზმი.

ჟღერადობის თვალსაზრისით ჰქონდა თუ არა “Irregular Passion-ს” რაიმე კონკრეტული დანიშნულება?

მინდოდა ჟანრობირივი მრავალფეროვნება უფრო ღრმად მეკვლია. ერთმანეთთან დამეკავშირებინა ის, რამაც გავლენა მოახდინა ჩემზე და ამასთან შემენარჩუნებინა სინემატიკური, სექსუალური დაძაბულობის მქონე, ბუნდოვანი ატმოსფერო.

რას იტყვი ალბომის გარეკანზე, რომელიც საკმაოდ გამომწვევი და დამაინტრიგებელია?

გარეკანის ვიზუალური გაფორმება Silent Servant-ს ეკუთვნის, რომელიც არაჩვეულებრივად გამოხატავს ალბომის კონცეფციას სიმბოლურად. სექსუალური დაძაბულულობა, ვუაიერიზმი…

რას ველოდოთ François X-სგან უახლოეს მომავალში?

დამელოდეთ და მალე გაიგებთ, უბრალოდ იდეებს განვითარების საშუალებას ვაძლებ და მალე ყველაფერი განსაზღვრულ ფორმას მიიღებს.

 



Share Blog

Facebook

TONIGHT // HOROOM: Vodkast Records with Daniel Wang ... See MoreSee Less

tqveni deda movtyan yvelasi ... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM-ის ოჯახს ახალი რეზიდენტი შეემატა, ბერლინში მოღვაწე მადრიდელი DJ და პროდიუსერი, ანდერგრაუნდ ღამეების სერიის Herrensauna რეზიდენტი და ლეიბლის OAKS დამაარსებელი Héctor Oaks AKA CADENCY. მისი პირველი ჩანაწერი BASSIANI Records-ზე - “Move in Circles, Walk On Lines” 2018 წლის თებერვალში გამოდის.

We are delighted to announce that HECTOR OAKS AKA CADENCY joins BASSIANI / HOROOM family as a new resident. Berlin-based DJ and producer from Madrid, resident of underground party series Herrensauna and founder of OAKS imprint will also release his first record on BASSIANI Records - “Move in Circles, Walk On Lines” in February 2018.
... See MoreSee Less