IRON CURTIS – SOFT WIDE WAIST BAND

4 მაისს, Horoom-ის ოთახში, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეი Iron Curtis, იგივე იოჰან პალუკა და 2017 წლის ელექტრონავტების წლის საუკეთესო დიჯეის ნომინაციაში გამარჯვებული Hamatsuki დაუკრავენ. ნიურბერგში დაბადებულმა Iron Curtis-მა მუსიკასთან ურთიერთობა ჰიპ-ჰოპ კულტურის გაცნობით დაიწყო. „ტექნო და ჰაუსს შედარებით გვიან გავეცანი. ფირფიტების საყიდლად მაღაზიაში ისე დავდიოდი, რომ ჩემთვის საინტერესო არტისტების სახელებსაც კი ვერ წარმოვთქვამდი სწორად. მე უბრალოდ მომწონდა მუსიკაში ქექვა და ახალი აღმოჩენების გაკეთება“ – თინეიჯერობის პერიოდში DJ Westbam-ით შთაგონებული კურტისი ელექტრო და დრამ ენ ბეის მიმართულებით დაინტერესდა, რამაც მისი ელექტრონულ მუსიკასთან კავშირი კიდევ უფრო გააღრმავა.

Iron-Curtis_2-555x387

ბავარიული წარმოშობის მიუხედავად, მუსიკალური თვალსაზრისით იოჰანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ჰამბურგი იყო, რაც მის შემოქმედებაში საკმაოდ მკაფიოდ იკითხება. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჰამბურგი მისთვის არ ასოცირდება რომელიმე კონკრეტულ ჟღერადობასთან: „მე შთაგონებული ვიყავი ყველა იმ მუსიკალური ტალღით, რომელიც ამ ქალაქიდან მოდიოდა, იქნებოდა ეს ნიუ ვეივი, ინდი როკი, გერმანული რეპ კულტურა თუ ელექტრონიკა“. ასეთი მუსიკალური მრავალფეროვნება მოგვიანებით იოჰანის დისკოგრაფიაზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ედიტ პიაფრასთან ერთად ის ტექნო პროექტის Achterbahn D’amour წევრია, მისი მთავარი მუსიკალური მედიუმი მაინც რბილ, მელოდიურ და მელანქოლიურ ჟღერადობაზე აგებული პროექტი Iron Curtis არის.

ironcurtis1

ამ ფსევდონიმით მისი დებიუტი Tensnake-ს ლეიბლზე Mirau Music შედგა, რომელიც საბოლოოდ დღეისთვის მისი ერთადერთი ალბომის მასპინძელიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ Iron Curtis სხვადასხვა დროს ლეიბლებთან Retreat, Mule Electronic, Hudd Traxx თანამშრომლობდა, მისი მუსიკალური ორიენტაციის განმსაზღვრელად მაინც Mirau-ზე გამოცემული Soft Wide Waist Band მიიჩნევა.იოჰანი აღნიშნავს, რომ ამ ალბომზე მუშაობა განსაკუთრებით შრომატევადი და რთული იყო. „კომპოზიციების შერჩევის პროცესსს წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. ეს ალბომი შეიცავს მუსიკას, რომელიც სხვადასხვა დროს, ცხოვრების სხვადასვა ეტაპზე შევქმენი. თუმცა თითოეულ კომპოზიციაში შეიმჩნევა ემბიენთის და ატმოსფერულობის შრეები, რომელიც მსმენელის ყურადღებას არაცნობიერ დონეზე უფრო იპყრობს.“ რაც შეეხება მელანქოლიურ და ზოგჯერ სევდიან ხასიათს, რომელიც არტისტის შემოქმედებაში ხშირად შეიმჩნევა, იოჰანი ამბობს, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება – „მე უბრალოდ ამ განწყობის თავიდან არიდებას ვერ ვახერხებ“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ Iron Curtis-ის მუსიკა ანალოგური და ციფრული ჟღერადობის სინთეზია, რაც არტისტისთვის საინტერესო გამოწვევა. ის მუდმივად ცდილობს სხვადასხვა წარმოშობის მქონე ელექტრონული სიგნალები ისე გამოიყენოს, რომ სინთეზი საინტერესო იყოს. Iron Curtis-თვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და კარიერული ნაბიჯი საცხოვრებლად ბერლინში გადასვლა აღმოჩნდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი თავისთვის კომფორტული გარემოს შექმნა საკმაოდ რთული იყო. თუმცა, არტისტმა თავისი თავი ამ ქალაქშიც იპოვა და საკმაოდ წარმატებული ნაბიჯებიც გადადგა.

იოჰანი დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს შედარებით პატარა, კომპაქტურ ვენიუებს, რადგან მიიჩნევს, რომ ე.წ. ბიგ რუმ მუსიკა და მისთვის განკუთვნილი დენსფლორი მისი შესაფერისი არ არის. „მე ბერლინშიც კი ისეთი წვეულებები და ვენიუები მომწონს, როგორიც ჩემს მშობლიურ ქალაქში, ნიურბერგში იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ის დამოკიდებულებები, რაც თავიდან მომყვებოდა, არასდროს შეცვლილა. ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია პატარა სივრცეში დაკვრა, რადგან ჩემი მუსიკა ასეთ სივრცეებს შეესაბამება.“ ამ კუთხით შეგვიძლია დარწმუნებუყლი ვიყოთ, რომ Horoom-ის ოთახი მის მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.