Free event tickets is selling until 6 PM

JOB JOBSE: LOST IN MUSIC

24 ნოემბერს HOROOM-ის ოთახში ამსტერდამელი DJ და კლუბის DE SCHOOL რეზიდენტი JOB JOBSE დაუკრავს, რომელიც ახალი თაობის დიჯეებს შორის ცალსახად გამორჩეული არტისტია. ჯერ CLUB 11-ის, ხოლო მოგვიანებით ლეგენდარული TROUW-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კლუბს მეორეჯერ ეწვევა და ამჯერად HOROOM-ის რეზიდენტთან MERCURRIO-სთან ერთად გაიყოფს საცეკვაო მოედანს, 25 ნოემბერს კი HOROOM NIGHTS-ის ქვიარ სერიაზე WILL GATES-თან ერთად დაუკრავს.

WITH DIXON

„დიჯეის ცხოვრების წესით ისეთივე დღესაც სიამოვნებას ვიღებ, როგორც ადრე. სხვაგვარად ცხოვრება არც მომინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს (მაგალითად სახლიდან გამუდმებით შორს ყოფნა), საკუთარ თავს შევპირდი, რომ ამის შესახებ არასდროს დავიწუწუნებდი“ –  ამსტერდამელი დიჯეის პირველი საკლუბო გამოცდილება TROUW-ის წინამორბედ კლუბს CLUB 11 უკავშირდება. როგორც თვითონ იხსენებს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა კლუბში მოხვედრას. „ასაკის გამო კლუბში შესვლის უფლება არ მქონდა, თუმცა, ერთხელაც დაცვის გვერდის ავლით მაინც მოვახერხე შესვლა. იმ ღამემ ჩემი ცხოვრება შეცვალა“. ვინაიდან JOBSE-ს მეგობრებს საკლუბო ცხოვრება ნაკლებად აინტერესებდათ, მას კლუბში სიარული ძირითადად მარტო უწევდა. მისი ენთუზიაზმი უცხო არ აღმოჩნდა კლუბის ორგანიზატორებისთვისაც, რომელთაც JOB JOBSE-ს თანამშრომლობა შესთავაზეს. ასე დაიწყო ღონისძიებების სერია DRUKPERS-ის ისტორიაც, რომელსაც სწორედ ახალგაზრდა ჰოლანდიელი არტისტი კურატორობდა. CLUB 11-ის დახურვის შემდეგ, თანამშრომლობა TROUW-ის ფარგლებშიც გაგრძელდა.
JOBS JOBSE AT TROW

„როგორც კლუბი, TROUW შეუდარებელი იყო და ვამაყობ რომ მისი ნაწილი გავხდი. ჩემთვის, როგორც დიჯეისთვის, ეს კლუბი ძალიან დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩემი აზრით DEKMANTEL და RUSH HOUR-თან ერთად ამ კლუბმა რეივერებს, დიჯეების და პრომოუტერების ახალ თაობას დაუდო საფუძველი. ეს კლუბი ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ამსტერდამს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სცენა აქვს“ – 2009 წელს, როდესაც TROUW თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ღონისძიებების სერია  DRUKPERS პირველი საღამო იყო, რომელსაც მან უმასპინძლა. ამის შემდეგ, წლების მანძილზე,  ამსტერდამელი არტისტი როგორც კლუბის, ასევე ადგილობრივი საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვად პერსონად იქცა.

Job Jobse 3

მისი, როგორც ფრთხილი და ძალიან საინტერესო სელექტორის რეპუტაცია არტისტის მნიშვნელობას ყველაზე მეტად ზრდის. სწორედ ამ მიზეზით, იგი უალტერნატივო კანდიდატი აღმოჩნდა ლეიბლის LIFE AND DEATH მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად ის წარმატება, რომელსაც ლეიბლმა წლების განმავლობაში მიაღწია  დიდწილად JOBSE-ს მუსიკალურმა ხედვამ და გემოვნებამ განსაზღვრა.

JOBS JOBSE T

INNERVISION-თან ერთად ლეიბლი LIFE AND DEATH ერთ-ერთი ის პლატფორმა აღმოჩნდა, რომელმაც საცეკვაო მუსიკის თავისებურად გადაფასება დაიწყო. ამის შედეგია ის, რასაც ტრანსის ახლებურად გაგებას, გადასინჯვას ეძახიან. „ ვფიქრობ 2000-იანების შუა პერიოდში გავრცელებული მინიმალის ბუმის შემდეგ მელოდიურ მუსიკაზე მეტი ორიენტაციის გაკეთება ლოგიკური რეაქცია იყო. LIFE AND DEATH და INNERVISION-ის ასეთი პოპულარობა სწორედ ამის შედეგი მგონია. ამ მიდგომას მე ტრანს ვეძახი და ზოგჯერ ხუმრობით საკუთარ თავს ტრანს დიჯეისაც ვუწოდებ„. რა თქმა უნდა, JOBSE-ს „ტრანსის“ ქოლგის ქვეშ მოქცევა სრულიად წარმოუდგენელია, რადგან იგი საკუთარ სეტებში დისკოს, ჰაუსის და ტექნოს გარდა ბევრი სხვა საინტერესო მიმართულების მუსიკას და ჟღერადობას იყენებს. HOROOM-ის ოთახი, რომელიც მუსიკალურად ძალიან ეკლექტური და თავისუფალი სივრცეა, ძალიან კარგი შესაძლებლობების სივრცეა იმ არტისტებისთვის, რომლებიც უბრალოდ სეტის დაკვრის ნაცვლად, მსმენელისთვის საინტერესო მუსიკალური მოგზაურობის შეთავაზებას ამჯობინებენ. JOB JOBSE ზუსტად ასეთი არტისტია, რომელსაც არა მხოლოდ ამ სივრცის პოტენციალის სრულიად გამოყენება, არამედ მისი ახლებურად განსაზღვრაც შეუძლია.



Share Blog

Facebook

TONIGHT // HOROOM: Vodkast Records with Daniel Wang ... See MoreSee Less

tqveni deda movtyan yvelasi ... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM-ის ოჯახს ახალი რეზიდენტი შეემატა, ბერლინში მოღვაწე მადრიდელი DJ და პროდიუსერი, ანდერგრაუნდ ღამეების სერიის Herrensauna რეზიდენტი და ლეიბლის OAKS დამაარსებელი Héctor Oaks AKA CADENCY. მისი პირველი ჩანაწერი BASSIANI Records-ზე - “Move in Circles, Walk On Lines” 2018 წლის თებერვალში გამოდის.

We are delighted to announce that HECTOR OAKS AKA CADENCY joins BASSIANI / HOROOM family as a new resident. Berlin-based DJ and producer from Madrid, resident of underground party series Herrensauna and founder of OAKS imprint will also release his first record on BASSIANI Records - “Move in Circles, Walk On Lines” in February 2018.
... See MoreSee Less