Konstantin, Giegling & Weimar

Konstantin მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმით ქმნის, მათ შორის Herr Koreander და Hasso. მას ასევე აქვს კოლაბორაციული პროექტი Leafar Legov-სთან ერთად სახელწოდებით Kettenkarussell, რომლის უკანასკნელი ალბომი „Easy Listening“ 2014 წელს გამოვიდა ლეიბლ Giegling-ზე.

Kostantin ჯერ კიდევ Bauhaus University-ის სტუდენტი იყო, როდესაც მასთან ერთ-ერთი სტუდენტური ბარის მეპატრონე მივიდა და ჰკითხა რა შეიძლება გაკეთებულიყო ახალი მის ბარში. Konstantin იმ პერიოდში საკუთარ მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ DJ Dustin, Dwig, Ateq და Rafael, გატაცებული იყო ელექტრონული მუსიკით, შესაბამისად ,სტუდენტური ბარის ღამის კლუბად გადაკეთების იდეა მისგან გასაკვირი არც ყოფილა. ძალიან მალე, ჩვეულებრივი ბარი, რომელშიც მაგიდის ტენისის თამაშით ირთობდნენ სტუდენტები თავს, გადაიქცა სტუდენტების საყვარელ ღამის კლუბად, სახელად Giegling. სამწუხაროდ, კლუბმა ფუნქციონირება დიდი ხნით ვერ შეძლო, თუმცა რამდენიმე ადამიანისთვის ის ცხოვრების მთავარ ინსპირაციად იქცა, ენერგიად, რომლის დაკარგვა არავის სურდა. შესაბამისად ამ ენერგიის აკუმულირებამ და მუსიკალური იდეების შენარჩუნების იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლეიბლს. Giegling-ის დაარსებიდან წლების შემდეგაც კი მის ერთ-ერთ დამაარსებელს, Konstantin-ს მასზე საუბარი ისევ უჭირს:

„ეს არის რაღაც არამატერიალური.. თუმცა ნამდვილი და რეალური.. რაღაც ისეთი რის გამოც ცხოვრება ღირს“.
09132344619956670847
პათეტიკა პირველი საფრთხეა რომელსაც ამ ლეიბლზე საუბრისას შეიძლება წავაწყდეთ, რადგან Giegling-ის თითოეული რელიზის მიღმა ცალკე ისტორიაა. ეს ისტორია კი ფაქტია, რომ ჯერ კიდევ იმ კლუბში გატარებული ღამეებიდან იწყება, რომელიც ვაიმარში სხვადასხვა გზით მოხვედრილმა მეგობრებმა დააარსეს. Konstantin თავიდანვე ლეიბლის მთავარი იდეების გენერატორი იყო, Dustin ადმინისტრაციულ საქმეებს აგვარებდა, სხვები ლეიბლისთვის შესაფერისი ჟღერადობის ტრეკებს უკეთებდნენ სელექციას, ხოლო Prince Of Denmark. როგორც Konstantin იხსენებს, Prince Of Denmark იყო ის, ვისთან ერთადაც ოცნება ძალიან ადვილია. ამ კოლექტივმა ლეიბლის პირველი 12 ინჩიანი რელიზი (Kettenkarussell – I Believe You And Me Make Love Forever) Hard Wax-ს შესთავაზა, სადაც ჩათვალეს, რომ ფირფიტას პოტენცია ჰქონდა და 100 ეგზემპლარი დაიტოვეს. Giegling-მა რელიზის ყველა ვინილი (300 ცალი) გაყიდა იმავე წელს, რაც Konstantin და მისი მეგობრებისთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.

Resident Advisor-მა Giegling 2014 წლის საუკეთესო ლეიბლად დაასახელა და ეს მოულედნელი სულაც არ ყოფილა, რადგან Giegling არის თავისუფალი სივრცე არტისტებისთვის, რომელთაც აქვთ საკუთარი, ინდივიდუალური იდეები. სწორედ ეს განაპირობებს ლეიბლის ემოციურ, მელანქოლიურ ჟღერადობას, აქ არტისტების უკან საინტერესო პიროვნებები დგანან, რომელთაც საკუთარი პიროვნული იდეების მუსიკალური ტრანფორმაცია არ უჭირთ.
lotm-giegling-crew

„”For me it was like, I’d been in a dark room for 17, 18, 19, 20, 21 years, And someone was turning the dimmer on slowly, and I began to see everything.” – ეს სიტყვები პასტორ John Triffitt-ს ეკუთვნის და იგი ლეიბლის ერთ-ერთი არტისტის Traumprinz-ის (Prince Of Denmark) ტრეკის I Gave My Life-ის მთავარ მოტივად იქცა. ამ ტრეკში პასტორის მთლიან ქადაგებას მოისმენთ, რომელიც Giegling-ის „ჰამლეტის“ საფირმო მუსიკალურ ატმოსფეროსთან ერთად I Gave My Life-ს მთლიანად EP-ის გამორჩეულ კომპოზიციად აქცევს. Traumprinz კარგად გამოხატავს ლეიბლის მთავარ ფილოსოფიას რაც სხვადასხვა იდეების, შთაბეჭდილებების და გამოცდილებების მსმენელისთვის გაზიარებას გულისხმობს. ამის კიდევ ერთი მაგალითია ლეიბლის ერთ-ერთი საუკეთესო რელიზი All That Thing, სადაც Traumprinz რიტმულ და მსუბუქი ესიდ ჟღერადობით გაჟრენთილ ტრეკში მუდმივად ამეორებს ფრაზას “Don’t cry, even when the road is hard”, რომელსაც მოგვიანებით The Temptations-ის მიერ 1966 წელს დაწერილი სინგლის (I’m Gonna Make You Love Me) სემპლი მოსდევს: „I’m gonna do all the things.“ მართალია ეს კონკრეტული მაგალითებია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, Giegling-ის კონკრეტულ რელიზებს კონკრეტული ისტორიები აქვს რაც ჯამში ქმნის ლეიბლის საერთო ფილოსოფიას. ეს ფილოსოფია კი წლებია შენარჩუნებულია და როგორც Giegling-ში ამბობენ, მათი სამომავლო გეგმებიც ლეიბლის ძირითად იდეოლოგიასთან იქნება დაკავშირებული.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]