Max_M, M_Rec Ltd & Dissertation EP

28 მარტს Bassian-მა თავისი მორიგი ივენთისთვის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ არტისტი Recondite და იტალიური ტექნოს პიონერი Max_M მოიწვია. მათ გვერდით ქართველი არტისტი Tade დაუკრავს, რომელიც თავის ტრეკებს Deep Dash Records და Underyourskin Records-ზე გამოსცემს. Max_M-მა ცოტა ხნის წინ Bassiani-ს კიდევ ერთ სტუმართან, Fabrizio Lapiana-სთან იმუშავა Lapiana-ს უკანასკნელ Isabel EP-ზე, რომელიც Attic Music-ზე გამოვიდა. ამჯერად კი, 12 მარტს, საკუთარ ლეიბლზე, M_Rec Ltd-ზე გამოუშვა მორიგი რელიზი Dissertation EP.
mrc1 mrc2
Max_M-სთვის Dissertation პირველი სოლო EP არის ‘’The Kidnapper Bell’’-ის შემდეგ, რომელიც M_Rec Ltd-ზე 2011 წელს გამოვიდა. Dissertation EP სამი ტრეკისგან შედგება და თითოეული მათგანი სოლიდური, აგრესიული და ჰიპნოტური ტექნოს ტრადიციებს იმეორებს. რიგით პირველი ტრეკი (A) Exceeding Brightness იმეროებს მაქსისთვის დამახასიათებელ ძველ სტილს, რაც სწრაფ ტემპში და ჰიპნოტურობაში გამოიხატება. იტალიელი პროდუსერისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ხშირი, აგრესიული პერკუსიების მუდმივი მოდულაცია Exceeding Brightness-ის მთავარი მახასიათებლებია. მსგავსი კონსტრუქცია და პრიორიტეტები შეიმჩნევა Scape Sequences-შიც (B2), თუმცა პირველი ტრეკისგან განსხვავებით Scape Sequences ნაკლებად აგრესიულია და უფრო პროგრესულად ვითარდება. Dissertation-ის მთავარი იარაღია Architectural Lie, რომელიც ყველაფერს ამბობს როგორც Max_M-ის სტილზე, ასევე მის ლეიბლზე. შეიძლება ითქვას, რომ ჰიპნოტურობა ყველაზე მეტად ამ ტრეკს შეესაბამება. ზომიერი, სოლიდური და მინიმალისტური მელოდიური შაბლონი მთლიანად მიჰყვება ტრეკს, თუმცა პერიოდულად მას უერთდება სინთეზატორის იმპულსური ნოტები, რომელიც ტრეკის მეორე ნაწილს უფრო მრავალფეროვანს ხდის. Dissertation EP ნამდვილად მორიგი წარმატებული ნაწილია იმ კატალოგისა, რომელსაც M_Rec Ltd რამდენიმე წელია ქმნის.

Resident Advisor წერდა, რომ ვერავინ აკეთებს ჰიპნოტურ ტექნოს ისე, როგორც ამას იტალიელები ახერხებენ. ამ სიტყვების ადრესატი ყველაზე მეტად ალბათ Donato Dozzy და Max Margini, იგივე Max_M არიან. Donato Dozzy არა მარტო იტალიური, არამედ ზოგადად ტექნოსთვის ცალკე ისტორიაა, ხოლო Max_M ზუსტად ისაა, ვინც ამ ქვეყნის სახედ აღიქმება თანამედროვე ტექნო სამყაროში. 1991 წელს, Underground Resistance-ს ივენთზე დასწრების შემდეგ მოხდა ის, რომ Max Margini რომში ყველაზე პოპულარულ ვინილების მაღაზიაში მივიდა და მოითხოვა ყველა ფირფიტა რომელიც Underground Resistance-ს უკავშირდებოდა. როგორც თვითონ იხსენებს ეს მომენტი იყო დასაწყისი იმ ყველაფრის, რასაც დღეს Max_M და M_Rec Ltd ჰქვია. ვინილების და ტექნოს სიყვარული Max_M-სთვის სწორედ ამ მაღაზიაში, Remix-ში დაიწყო, რომელიც იმ პერიოდში არა მარტო რომში, არამედ მთლიანად იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. Armeni, რომელმაც Remix თავის პარტნიორ Sandro Nasonte-სთან ერთად დააარსა, მოგვიანებით Max Margini-ს მეგობარი და პარტნიორიც გახდა.

„მე მომწონს Max-ს მუდმივი სწრაფვა ახალი საუნდისკენ. ის თავის ლეიბლზე გამოსცემს როგორც დიდი სახელების, ასევე დამწყები პროდუსერების მუსიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი რასაც მაქსი აკეთებს ისაა, რომ მუდმივად ეძებს

ორიგინალურ ჟღერადობას, რაც ყოველთვის ძირითადი პრიორიტეტია მისთვის.“ – ასე ახასიათებს Armeni თავის მეგობარს. Max Margini ხშირად აღნიშნავს, რომ გარდა ვინილ რელიზებისადმი აქცენტისა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს რელიზები აქტიურად იკვრებოდეს კლუბებში და არ იყოს თაროზე შემოდებული.

სწორედ ამ იდეას ემსახურება მისი ლეიბლი M_Rec Ltd, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად გამოსცემს როგორც იტალიელი, ასევე სხვა ქვეყნის არტისტების რელიზებს. ლეიბლის მთავარი მუსიკალური პოლიტიკაა საცეკვაო ტრეკების გამოშვება, თუმცა მიუხედავად ამისა 2012 წელს მაქსმა გადაწყვიტა, რომ დაეწყო Grey Series, რომელიც აბსოლუტურად სხვა სტილის მუსიკაზეა ორიენტირებული. ამ სერიის მთავარი ინსპირაცია იყო Juho Kahilainen, რომელიც Grey Series-ს პირველი არტისტი იყო.
81745210904244444272
„Grey Series სპეციალურად Juho Kahilainen-სთვის დაიწყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ სერიას რაიმე სპეციფიკური სტილი აქვს. ტრეკები, რომელიც Grey Series-სთვის გამოდის უფრო მეტად ემოციურია, შედარებით ნელი, ხშირად უფრო ბნელი ატმოსფეროს შემცველი, სწორედ ამით განსხვავდება ეს სერია ლეიბლის ძირითადი რელიზებისგან“- ასე ახასიათებს მაქსი Grey Series, რომელიც დღესდღეობით 10 სხვადასხვა არტისტის ტრეკებს მოიცავს. ამ სერიის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტია Depth Of Light, რომელიც უკრაინელმა პროდუსერმა Stanislav Tolkachev-მა შექმნა. უკრაინელი მუსიკოსი Max Margini-ს ერთ-ერთი ფავორიტი არტისტია, მაქსი ხშირად აღნიშნავს, რომ სტანისლავი ძალიან კონტრასტულია. კონტრასტულობაში ის იგულისხმება, რომ იგი ერთნაირი წარმატებით წერს დენსფლორის და ე.წ. Home Listening მუსიკას. ამის მიზეზად მაქსი იმას ასახელებს, რომ ეს არტისტი თავის მუსიკაში ყველა იმ პრობლემას ირეკლავს რაც პირადად მას ან მის ქვეყანას აქვს. Tolkachev-ის გარდა M_Rec Ltd-სთვის მუსიკას წერს ფინელი Samuli Kemppi, Donor და Allen შეერთებული შტატებიდამ რამდენიმე არტისტი ბრიტანეთიდან და საბერძნეთიდან, თუმცა პარადოქსულად ეს ლეიბლი მაინც იტალური ტექნოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლება.

დღესდღეობით Max_M იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო დიეჯია, რომელსაც ხშირად შევხვდებით ევროპის სხვა ცნობილ კლუბებშიც, მათ შორის Tresor და Berghain-ში. Resident Advisor-მა Max_M-ის მუსიკალური პორტრეტის დახასიათებისას აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ მაქსი ცდილობს ჩრდილში იყოს, მისი მუსიკა ამის საშუალებას არ იძლევა“.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.