Free event tickets is selling until 6 PM

MIKE PARKER: THE THINKER

„ძალიან მომწონს ის, რასაც MIKE PARKER ქმნის და ვცდილობ გავიგო როგორ არის შესაძლებელი თუნდაც იმის ნახევრის მიღწევა, რასაც ის აკეთებს?“ – ამ შეკითხვის ნახვა მუსიკის მოყვარულების ერთ-ერთ ფორუმზე დღესაც არის შესაძლებელი. უამრავ გაცემულ პასუხს შორის კი ერთი ასეთია: „ექსპერიმენტი. ტექნოს გული სწორედ ესაა.” MIKE PARKER უკვე 20 წელზე მეტია ბევრ კითხვას აჩენს და ბევრსაც პასუხობს. თანამედროვე ტექნო სცენაზე შეიძლება ვიპოვოთ მასზე უფრო წარმატებული ან გავლენიანი არტისტები, თუმცა ის, რასაც მისი შემოქმედება შემოსაზღვრავს, ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარმატება. ამერიკალი არტისტი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ტექნოს იდეოლოგი შეიძლება ეწოდოს.

Mike Parker

 “როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ძველი ელექტრონული საკრავებით და სინთეზატორებით ვიყავი გატაცეული. პარალელურად კი THROBBING GRISTLE და EINSTURZENDE NEUBAUTEN-ს ვუსმენდი. ხოლო როდესაც ROBERT KIRZINGER -ს ბენდის შექმნის იდეა გაუჩნდა, მეც მის გვერდით აღმოვჩნდი. ბენდში მე ძირითადად ხმის დიზაინერის ფუნქცია მქონდა, რადგან ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი მუსიკოსი ვიყავი ან ვარ. მე უბრალოდ ხმაურის გამოწვევა მომწონდა“ – P. CHILDREN, ასე ერქვა PARKER-ის პირველ მუსიკალურ პროექტს, რომელშიც იგი მეგობრებთან ერთად ექსპერიმენტულ მუსიკას და ნოიზს ქმნიდა. 1989-1991 წლებში P. CHILDREN-მა ერთი სტუდიური ალბომი და 2 EP გამოსცა. ამის შემდეგ MIKE PARKER-მა ნაბიჯი სოლო კარიერის სასარგებლოდ გადადგა, თუმცა „ხმაურის“ გამოწვევა არასდროს შეუწყვეტია.
P. CHILDREN
“არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული ისეთი მუსიკის შემქნით, რომელიც კომერციულად საინტერესო იქნებოდა. უბრალოდ მსურდა, შემექმნა ჩემთვის საინტერესო ჟღერადობის მუსიკა. განსაკუთრებით კი დისონანსური და ატონალური ჟღერადობა მაინტერესებდა.“ – ამერიკელი არტისტის მუსიკას ხშირად ‘აბსტრაქტულ ტექნოს’ უწოდებენ, რადგან პარკერი ყოველთვის დიდი ყურადღებას აქცევდა ატმოსფეროს და ხმაურს. სწორედ ამიტომ მის პირველ ჩანაწერებში ხშირად ვხვდებით ემბიენტის პასაჟებს. როგორც თვითონ აღნიშნავს, საკუთარი მუსიკის უცნაური და ზოგჯერ არაორდინალური ხასიათის გამო, სხვადასხვა ლეიბლებს ხშირად ძალიან უჭირდათ მისი ტრეკების გამოცემა. სწორედ ამიტომ, 1997 წელს მან საკუთარი ლეიბლი GEOPHONE შექმნა, რომელიც არტისტის სადებიუტო ნაბიჯების და მათ შორის პირველი სტუდიური ალბომის DISPATCHE-ს მასპინძელი გახდა. „ამ ალბომის შექმნისას, ისეთ კომპოზიციებს მოვუყარე თავი, რომელიც სახლში მოსასმენად შესაფერისი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი CD ფორმატით გამოცემა“.
GPH16გარდა მუსიკის კონტრიბუციისა, GEOPHONE-ს ვიზუალურ მხარეზეც თავად PARKER-მა დაიწყო ზრუნვა, რომელიც სხვადასხვა რელიზების არტვორკებს საკუთარი ხელით ხატავდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აბსტრაქტული და სურეალისტური მხატვრობები ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რასაც არტისტი თავის ლეიბლთან ერთად აკეთებდა და აკეთებს. როგორც აუდიო, ასევე ვიზუალურ ასპექტში ასეთი ჩართულობის გამო ამერიკელი არტისტი შემოქმედება უფრო მეტად კონცეპტუალური და თვითმყოფადი გახდა. უფრო მეტიც, მისი ვიზუალური ხელოვნებით სხვა ცნობილი ლეიბლებიც დაინტერესდნენ, რომლებმაც დიდი სიამოვნებით გაიზიარეს მისი ხედვები და მიდგომები. ერთ-ერთი ასეთი ლეიბლი იყო PROLOGUE, რომელზეც მისი მეორე ალბომი, სახელად LUSTRATIONS  გამოიცა.
MIKE PARKER - LUSTRATIONS
„პირველი ალბომისგან განსხვავებით, LUSTRATIONS ძირითადად კლუბში დასაკრავი ტრეკებისგან შედგება. ამჟერად გადავწყვიტე, რომ ემბინეთ პასაჟებისგან თავი შემეკავებინა. ვერ ვიტყვი, რომ ალბომი მხოლოდ დიჯეებისთვის არის, თუმცა თითოეული კომპოზიცია მიქსინგის დროს დიჯეისთვის ძალიან კომფორტულია.“ – PARKER იმ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც საკუტარ მუსიკას ძალიან ხშირად უკრავს, თუმცა იგი იხსნეებს, რომ შესაბამის სივრცეებში მის მიერ შექმნილი კომპოზოციების მოსმენაც ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.
Mike Parker
“ მახსოვს BERGHAIN-ში CIO D’OR-მა ჩემი 8 თუ 9 კომპოზიცია დაუკრა. უმეტესობა  მხოლოდ სტუდიაში მქონდა მოსმენილი, ამიტომ საცეკვაო მოედნიდან ამ ყველაფრის მოსმენა და აღქმა ძალიან საინტერესო შთაბეჭდილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ GEOPHONE და PROLOGUE მისთვის ძალიან კომფორტული პლატფორებს წარმოადგენენ, PARKER არ ერიდება სხვადასხვა ლეიბლებთან ურთიერთობასაც. მას მუსიკა გამოცემული აქვს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან SEMANTICA RECORDS, TRESOR, MOTE-EVOLVER და ა.შ.  საკმაოდ აქტიური სტუდიური მუშაობის და ბევრი მოგზაურობის მიუხედავად, ამერიკელი მუსიკოსი აკადემიურ სივრცეში  წარმატებულად მოღვაწეობასაც ახერხებს. იგი ბუფალოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხელოვნების კურსს უძღვება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს. თუმცა, მისი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა მუსიკაა, რომელიც მომავალი თაობის ტექნო თაობისთვის დღემდე შთამაგონებელია.

რაც შეეხება მის დიჯეი სეტებს, PARKER არასდროს გაურბის თავის ძველ მუსიკალურ გავლენებს, რომლსაც ექსპერიმენტალურ მუსიკასთან და ნოიზთან მივყავართ. მისი აზრით ტექნო უფრო მეტად ინტროვერტული მუსიკაა, რადგან მსმენელი არა მომღერალზე ან ბენდზე, არამედ საკუთარ თავზე ფოკუსირდება. „აქ ისტორიის მოყოლისთვის აუცილებელი არ არის ტექსტის ქონა. ადამიანი, რომელიც ტექნოს ისმენს, საკუთარ თავს უსმენს და საკუთარ თავზე უგებს უფრო მეტს“.  MIKE PARKER ნამდვილი იდეოლოგია და სწორედ ამიტომ არის რთული „თუნდაც იმის ნახევრის მიღწევა, რასაც ის აკეთებს“.



Share Blog

Facebook