Preview: Fabrizio Lapiana – Isabel EP

Artist: Fabrizio Lapiana                                                                 Tracklist:
Remixers: Reeko, Max_M                                                             A1. Dfract
Title: Isabel                                                                                    A2. Dfract (Reeko rmx)
Format: 12” Vinyl EP                                                                     B1. Dfract (Max_M rmx)
Label: Attic Music                                                                          B2. Overlap
Catalogue: ATTIC007
Release date: 10.03.2015

10 მარტს იტალიელი დიეჯის და პროდუსერის, Fabrizio Lapiana-ს მორიგი Isabel EP გამოვა. 4 ტრეკისგან შემგარი EP Reeko და Max_M-ის რემიქსებს შეიცავს და Lapiana-ს მიერ 2008 წელს დაარსებულ ლეიბლზე, Attic Music-ზე გამოვა. 9 თებერვალს, Fabrizio Lapiana-მ Bruno Sacco-სთან ერთად ფრანგულ Gravite-ზე დაარელიზა Lucent.01, სადაც მისი ახალი ტრეკი Dissociation შევიდა. რაც შეეხება Isabel-ს, აქ არტისტის ორი ტრეკი Dfract და Overlap არის წარმოდგენილი.
10848828226299795504
Isabel EP-ის პირველი ტრეკია Dfract, რომელიც მინიმალისტური, განმეორებადი მუსიკალური პარტიის ფონზე საკმაოდ აგრესიული და დინამიურია. Mental Disorder და Pole Group-ის არტისტმა Reeko-მ Dfract-ს კიდევ უფრო მეტად შეიტანა მინიმალისტური ელემენტები და პერკუსიების ინტენსივობის ზრდის ხარჯზე ტრეკი სტუქტურულად უფრო მკაცრი გახადა. მილანელმა პროდუსერმა და დიეჯიმ, Max_M-მა, რომელიც ამავდროულად ფლობს ლეიბლ M_Rec-ს, Dfract-ს შეუნარჩუნა საწყისი სტურქტურა, თუმცა ტრეკს საკუთარი სტილი აშკარად დაამჩნია. Max_M-ის რემიქსი მაღალი ტემპით და მეტი ატმოსფრულობით გამოირჩევა, რაც Dfract-ს მეტ დინამიურობას სძენს. EP-ის მეოთხე ტრეკი, სახელწოდებით Overlap, შედარებით მრავალფეროვანი და მდიდარია მუსიკალური თემებით ვიდრე Isabel EP-ის სხვა ტრეკები. Overlap არ უკეთებს პროვოცირებას ტრეკის რიტმს და პირიქით, უფრო ნელა და თანმიმდევრულად ვითარდება ცივი, ატმოსფერული pad-ის და ეფექტების ფონზე.

Fabrizio Lapiana 28 თებერვალს Bassiani-ს ივენთზე Ben Klock-თან ერთად დაუკრავს და სავარაუდოდ თავის ახალ ტრეკებსაც შემოგვთავაზებს.



Share Blog

Facebook

[custom-facebook-feed]