Free event tickets is selling until 6 PM

PRURIENT: YOU SHOW GREAT SPIRIT

dominick640
„ჩემი მიზანია გამოვიწვიო შენში გრძნობები და გავაკეთო ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს გრძნობები ნეგატიური ან დისკომფორტის მომტანი იქნება“ – Dominick Fernow-ს მუსიკალური ისტორია რამდენიმე საინტერესო მუსიკალურ პროექტს მოიცავს. თუმცა, არსებობს Prurient, რომლის გარეშე თანამედროვე ნოიზის ისტორიას ვერ მოვყვებით. „ნოიზ ჟღერადობის ფარგლებში მე ყოველთვის ვცდილობდი მაღალი სტანდარტებით მეხელმძღვანელა, ანუ მაქსიმალურად გავცლოდი საკუთარ კომფორტის ზონას და თავი ამერიდებინა გამეორებებისგან, კოპირებისგან.“IMG_9592
ამერიკელი არტისტის მუსიკალური კარიერა რამდენიმე პროექტს, მათ შორის Vatican Shadow-საც მოიცავს, თუმცა Fernow შემოქმედებით საზღვრებს ყოველთვის უარყოფდა. სწორედ ამიტომ, მუსიკოსი სტუდიაში მუშაობის პროცესს გრძელვადიან პატიმრობას ადარებს: “როდესაც თავს შეზღუდვას არ უწესებ, არასდროს იცი როდის და როგორი იქნება პროცესის დასასრული.“ შესაბამისად, ადვილად ასახსნელია მისი მუსიკის ასეთი აბსტრაქტულობა და ქაოტური ხასიათიც. მიუხედავად ამისა, Prurient-ის ოცწლიან კარიერას თუ გადავხედავ, სრულიად გარკვევით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ორ დეკადაში ნოიზ ჟღერადობაზე უფრო დიდი გავლენა არავის ჰქონია. ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად, რომ Fernow-სთვის ნოიზი არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური მიმართულება. უფრო მეტიც, ის მისთვის პერსონალურ ობსესიებთან ურთიერთობის ფორმად იქცა. „ნოიზ მუსიკაში ჩემი ინტერესი მთლიანად ანტიმუსიკალურია. მთავარი უფრო ფართო კონცეპტია.“ 8
Prurient-ის პირველი ალბომი 1998 წელს თავისსავე ლეიბლზე Hospital Productions გამოიცა. ამის შემდეგ ყოველწლიურად იგი რამდენიმე ალბომს გამოსცემს და ასეთი სიხშირის მიუხედავად, ხარისხი და არტისტული მიდგომა არ იცვლება. რაც შეეხება ცალკეული ალბომების და კომპოზიციების იდენტობას, Fernow აღნიშნავს, რომ საქმე დეტალებშია. „ჩეჩენი ჯარისკაცი რადიოთი კომუნიკაციას ამყარებს. მაგრამ რა ტიპის რადიოა? ეს მოტოროლას ხელის რადიოა. მე ამ ტიპის დეტალები მაინტერესებს. ჩემი აზრით მსგავსი ასპექტები წარმოსახვას უფრო აძლიერებს. როდესაც ჟღერადობა აბსტრაქტულია და არც ვოკალი არსებობს, ამ ტიპის დეტალების შემოტანა მსმენელთან კომუნიკაციას ამარტივებს.“
რასაკვირველია ძალიან რთულია რამდენიმე ათეული ალბომისგან შემდგარი დისკოგრაფიის დეტალური შეფასება, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მომენტები, როდესაც ამერიკელმა არტისტმა საკუთარ შემოქმედებაში ახალი სივრცეების ათვისება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი ალბომი იყო Bermuda Drain, სადაც მუსიკოსმა ისტორიის მოსაყოლად ტექსტებიც გამოიყენა.
cd_page12_page1
Bermuda Drain-ის პროტაგონისტი შეხვედრაზე მოტყუებით მოყვანილი ინდივიდის წამებით და მკველობით იღებს სიამოვნებას. ხოლო ინსტრუმენტალური ვერსია ამ სცენების სრულ ისტერიულობას და ფსიქოდელიურ ფონს აღწერს. ავტორისთვის ამ ტიპის აგრესია და ძალადობრივი სიუჟეტები არასდროს ყოფილა უცხო, თუმცა Prurient ინტერპრეტაციის სივრცის შემცრიებას და კონკრეტული ისტორიის მოყოლას ხშირად გაურბის. თუმცა, არასდროს გაურბის პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, რისი შედეგიცაა ცალკეული კომპოზიციები, რომელიც ჰილარი კლინტონს (Washington Buries Al Qaeda Leader At Sea EP), სადამ ჰუსეინს (Mural Of Saddam EP) და ნიდალ მალიკ ჰასანის (Kneel Before Religious Icons EP)-ს ეძღვნება. მნიშვნელოვან მუსიკალურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 2015 წელს გამოცემული ალბომი Frozen Niagara Falls, რომლის კონცეპტსაც არტისტი 12 სტრინგიანი გიტარით და ქვებით სავსე სათლის დახმარებით აღწერს – „იდეა იყო 100%-ით აკუსტიკურად გენერირებული ალბომის შექმნა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს იქნებოდა გიტარის დახმარებით მიღებული ჟღერადობა, თუ ხმები, რომელიც ქვების, მეტალის, ცეცხლის ან სხვა საგნებისგან მიიღება. ამიტომ როდესაც ალბომზე მუშაობა დავიწყე მხოლოდ 12 სიმიანი გიტარა და ქვებით სავსე სათლი მქონდა“. Frozen Niagara Falls-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Fernow შემოქმედება ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობით და პროგრამული უზრუნველყოფებით არ შემოისაზღვრება.

მსგავს მიდგომას ვხვდებით ამერიკელი არტისტის სხვა პროექტებშიც, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია Rainforest Spiritual Enslavement, Exploring Jezebel, Christian Cosmos. თუმცა, Prurient-ის შემდეგ მის ყველაზე აქტიურ და გავლენიან პროექტად Vatican Shadow ითვლება. ამ უკანასკნელი ფსევოდნიმით არტისტმა 2017 წელს 2 ახალი EP დაარელიზა. Luxor Necropolitics თავისსავე ლეიბლზე Hospital Productions გამოიცა, ხოლო 12 ინჩიან Rubbish Of The Flood Waters-ს Ostgut Ton-მა უმასპინძლა.0010000184_10
უფრო მეტიც, ის აღნიშნავს, რომ მისი ლაივები მუსიკის და სხეულის ინტერაქციის შედეგია. ამიტომაც Prurient-ის ლაივის დროს თავად არტისტის სხეულიც კი მუსიკალურ მედიუმად გამოიყენება. ამ მედიუმის მიზანი კი ინფორმაციის, შთაბეჭდილებების გადაცემაა: „ფანტაზია ბევრად უფრო ძლიერი იარაღია რეალურ ცხოვრებაზე სასაუბროდ. თუკი შეეცდები რაღაც ისე თქვა, როგორც შენს დღიურში წერ, მაშინ ვინ ჯანდაბა წაიკითხავს მას“



Share Blog

Facebook

TONIGHT // HOROOM: Vodkast Records with Daniel Wang ... See MoreSee Less

tqveni deda movtyan yvelasi ... See MoreSee Less

BASSIANI / HOROOM-ის ოჯახს ახალი რეზიდენტი შეემატა, ბერლინში მოღვაწე მადრიდელი DJ და პროდიუსერი, ანდერგრაუნდ ღამეების სერიის Herrensauna რეზიდენტი და ლეიბლის OAKS დამაარსებელი Héctor Oaks AKA CADENCY. მისი პირველი ჩანაწერი BASSIANI Records-ზე - “Move in Circles, Walk On Lines” 2018 წლის თებერვალში გამოდის.

We are delighted to announce that HECTOR OAKS AKA CADENCY joins BASSIANI / HOROOM family as a new resident. Berlin-based DJ and producer from Madrid, resident of underground party series Herrensauna and founder of OAKS imprint will also release his first record on BASSIANI Records - “Move in Circles, Walk On Lines” in February 2018.
... See MoreSee Less