RASSVET RECORDS NIGHT

5 მაისს, HOROOM-ის ოთახში, რუსული ლეიბლის RASSVET RECORDS-ის ღამე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც PAVEL MILYAKOV, იგივე BUTTECHNO, ბერლინში დაფუძნებული ანდერგრაუნდ ღამეების სერიის HERRENSAUNA-ს სულის ჩამდგმელი MCMLXXXV და VALENTIN FUFAEV დაუკრავენ.

12022361_10206457873717301_3328121766099999910_o (1)

PAVEL MILYAKOV რუსეთის ელექტრონული მუსიკის სცენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია. სანამ ის Rassvet Records-ს დააფუძნებდა, თანამოაზრეებთან ერთად ანდერგრაუნდ მოძრაობას Johns’ Kingdom ედგა სათავეში. ეს უკანასკნელი მუსიკალური არტისტების და უბრალოდ თანამოაზრეების ერთობას წარმოადგენდა, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი დიდი ლეიბლებისგან მოშორებით, თავიანთვის საინტერესო სივრცეებში გამოევლინათ. მილიაკოვი აღნიშნავდა, რომ ჟანრი მნიშვნელოვანი არ იყო. მთავარია მუსიკა მისი ნებისმიერი გამოვლინებით.
„ხშირად მესმის როგორ ამბობენ, რომ ‘ჩვენ გვსურს ვიპოვოდ ნიჭიერი არტისტები, რომლებიც გლობალური მუსიკის სცენაზე რუსეთს წარადგენენ’ ან „ჩვენ გვინდა დავეხმაროთ სხვას და შევცვალოთ მათი მდგომარეობა’. ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. Johns’ Kingdom-ში ყველა იმას აკეთებს რისიც სჯერა და ყველაფერი სწორედ მათ მხრებზეა“ – ე.წ. DYI ორიენტაცია, რომელსაც პაველი მუდმივად მისდევდა, მისი შემოქმედების ყველა ასპექტში აისახა. ეს კარგად ჩანს ლეიბლში Rassvet Records, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია დაარსდა და უკვე ორი რელიზის გამოცემა მოასწრო.

13055202_538165989723752_4006263098779131981_o

ორივე კრებულის ავტორი თავად იყო, თუმცა ის აცხადებს, რომ მალე ლეიბლზე სხვა საინტერესო არტისტებიც გამოჩნდებიან. Rassvet-ზე გამოცემული მისი სადებიუტო რელიზის სახელი „1984“ იყო, რომელიც ჯორჯ ორუელის გარდა, ცნობილი დიზაინერის, გოშა რუბჩინსკის ერთ-ერთი კოლექციის კონცეპტს ეხმიანებოდა. უფრო მეტიც, „1984“-ში შესული კომპოზიციების გოშას ჩვენების საუნდტრეკადაც იქცა. ცნობილი რუსი დიზაინერის და პაველის თანამშრომლობა უკვე ძალიან ბევრ წელს ითვლის და როგორ ეს უკანასკნელი აღნიშნავს, ამის საფუძველი საერთო ინტერესებია.
„გოშას პირველად 2009 წელს შევხვდი, როდესაც მისი ერთ-ერთი პირველი ჩვენების მოსაწვევის დიზაინის დამზადებაში დავეხმარე. ამის შემდეგ ჩვენ ერთად მუშაობა დავიწყეთ. მასთან დიდი ხანი ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩემი მუსიკა სწორედ ამ საერთო ინტერესებს აღწერს“ – რუბჩინსკი, რომელიც საბჭოთა კავშირის ვიზუალურ ესთეტიკას ხშირად მიმართავს, საკუთარი კოლექციების მუსიკალურ მხარეს მილიაკოვს უმიზეზოდ არ ანდობს. პაველი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი მუსიკა მისთვის ძალიან შთამაგონებელია. თუმცა ამავდროულად არასდროს იზღუდება ჟანრებში, რადგან მას სჯერა, რომ მუსიკა თავად წყვეტს რომელი მიმართულების ან ჟანრში ნაწილი გახდეს.

ამიტომ, როგორც Buttechno, ისე Pavel Milyakov-ის სახელით შექმნილ ნამუშევრებში ვერ ვიპოვიდ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას, ყოველი კომპოზიცია მოიცავს ქაოტურ, აბსტრაქტულ ტექსტურებს, რაც რუსი არტისტის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა. გარდა საკუთარი ლეიბლისა, Buttechno მუსიკას ისეთ პლატფორმებზე გამოსცემს როგორებიც The Trilogy Tapes, Public System Recordings და Zodiac 44 არიან. Zodiac 44 ზე რამდენიმე თვის წინ დარელიზებული ZCAPRI EP ტექნო და ეისიდ ჟღერადობით გამოირჩევა, რაც Buttechno-ს დიჯეი სეტების მთავარი დამახასიათებელი ნიშანიც არის. თუმცა, ვინაიდან პაველი ჟანრებით თავს არასდროს იზღუდავს, Rassvet Records-ის საღამოზე ნებისმიერი მოულოდნელობაც არ უნდა გაგვიკვირდეს.
როგორც პაველის, ასევე გოშას შემოქმედებით პრიორიტეტებთან ძალიან ახლოს არის ახალგაზრდა არტისტი VALENTIN FUFAEV, რომელიც Horoom-ის ოთახში ამავე ღამეს დაუკრავს.

Capture

ხელოვნების სხვადასხვა ფორმებისადმი ინტერესი ვალენტის ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, თუმცა მისი, როგორც არტისტის წინსვლაში დიდი როლი სწორედ გოშამ ითამაშა. ვალენტინს ხშირად გოშას აღმოჩენად მიიჩნევენ, თუმცა ის შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც მან თავისი მენტორისგან მიიღო, ბევრ საინტერესო კონცეპტში გამოიხატა. მოდელობის და დიზაინის გარდა, ახალგაზრდა არტისტი აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ სამყაროში და ბენდქემფის დახმარებით ორი ალბომიც გამოსცა. მისი წლევანდელი რელიზი НА ВОСТОК აშკარად განიცდის Rassvet Records-ის დამფუძნებლის გავლენას, რადგან თითოეული კომპოზიცია იდეალურად შეესაბამება ამ ლეიბლის ღირებულებებს და მიმართულებას. რაც შეეხება MCMLXXXV-ს, ჰორუმის სტუმრებისთვის ის საკმაოდ კარგად ცნობილი არტისტია, რომლის მუსიკალური საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბერლინში დაფუძნებულ ქვიარ ღამეების სერიასთან HERRENSAUNA.

7acf1a2d2bc54072b176aafb400cb5cb



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.