Recondite: Meditative Music from Pragmatic Mind

28 მარტს Bassiani თავის მორიგ ივენთზე Recondite და Max M-ს უმასპინძლებს, მათ გვერდით კი ქართველი არტისტი Tade დაუკრავს. წარმატებული 2014 წლის შემდეგ Recondite ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი არტისტი გახდა, რის გამოც იგი სხვადასხვა დიდი ფესტივალების და ივენთების ჰედლაინერად იქცა, მათ შორის Time Warp, Melt!, Amsterdam Dance Event, ENTER.Ibiza 2014.

Recondite-ს სახელით მუსიკას გერმანელი მუსიკოსი Lorenz Brunner აკეთებს, რომელმაც დღეისთვის 3 სტუდიურ ალბომს და რამდენიმე EP-ს მოუყარა თავი. Brunner ბავარიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ რეგიონში, Lower Bavaria-ში დაიბადა და როგორც ხშირად ამბობს, ეს ადგილი მისი მუსიკის მთავარი ინპირაციაა. მიუხედავად ამისა, 2009 წელს მან გადაწყვიტა ბერლინში გადასვლა, სადაც 2 წლის შემდეგ დააარსა ლეიბლი Plangent Records და დაიწყო აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა. 2011 წელს Recondite-მ საკუთარ ლეიბლზე 3 რელიზი გააკეთა, რაც სრულიად საკმარისად წარმატებული აღმოჩნდა საიმისოდ, რომ უფრო დიდი ლეიბლების ყურადღებაც მიექცია. აქტიური პროდუსერული საქმიანობის კვალდაკვალLorenz Brunner-მა დიჯეინგიც დაიწყო და იმავე წელსPanorama Bar/Berghain-შიც დაუკრა, რამაც არტისტს კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი თავის დამკვიდრებაში. საკუთარი ლეიბლის პარალელურად, 2012 წელს მან Scuba-ს Hotflush Recordings-ზე დაარელიზა DRGN / Wist 365 EP, პარალელურად კი სადებიუტო ალბომი On Acid გამოუშვა Absurd Recordings-ზე.
77869003929260304744
„Tie In მახსენებს რამდენად მშვენიერია Roland TB-303, როდესაც მას სწორად იყენებენ“- ამ სიტყვებით შეაფასა Richie Hawtin-მა On Acid-ის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკი. Hawtin-ის შეფასება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ამ ალბომით Recondite გაექცა ყველა კლიშეს რაც ესიდ ჟღერადობას და TB-303 უკავშირდება. ამ სინთეზატორისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ და ხშირად აგრესიულ ჟღერადობას გერმანელმა მუსიკოსმა დრამატიზმი და მელანქოლიურობა შესძინა, რაც ალბომის მთავარ უპირატესობად ითვლება. 2013 წელს Recondite-მ მორიგი წარმატებული ალბომი, Hinterland გამოუშვა Ghostly International-ზე, რის შემდეგაც მან საკუთარი ლაივ შოუების აქტიური კეთება დაიწყო და იგი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ შემსრულებელად მიიჩნევა ჰაუს და ტექნო მიმართულებაში. 2014 წელს იგი ნომინირებულიყო იყო DJ Awards-ის ნომინაციაში “Electronic Live Performance”, ხოლო Resident Advisor-მა Recondite-ს წლის საუკეთესო ლაივ შემსრულებლის სტატუსი მიანიჭა. ელექტრონული მუსიკის ყველაზე გავლენიანმა ვებ გამოცემამ თავისი გადაწყვეტყილება შემდეგნაირად ახსნა:

„როგორი უნდა იყოს სრულყოფილი ლაივ აქტი, ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა. ფაქტია, რომ არ არსებობს განსაზღვრული მიდგომა ან საშუალება, ეს დამოკიდებულია მხოლოდ არტისტსა და მის მეთოდზე. Recondite ის არტისტია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხობს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი ლაივები მაქსიმალურად ელეგანტური და ოპტიმიზირებულია“.

Recondite არ არის რომელიმე ლეიბლის ან ჟანრის არტისტი, იგი საკუთარ ტრეკებს გამოსცემს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან Dystopian, Innervisions, Hotflush Recordings და სხვა. მისი ბოლო ალბომი „Iffy“ 2014 წელს სწორედ Dixon და Âme-ს მიერ დაარსებულ ლეიბლზე გამოვიდა. გერმანელი არტისტის მუსიკალური ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ბუნებასთან, გარემოსთან ურთიერთობა რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი ხშირად მიმართავს ე.წ. field recording-ს. ბუნებაში ხმების ძიებით, როგორც არტისტი ამბობს, იგი გაურბის დამღლელ და სტრესულ ურბანულ ატმოსფეროს. Recondite-ზე ხშირად საუბობენ, რომ ქალაქური და სოფლის ტიპის ატმოსფერო მის პიროვნულ პრიორიტეტებში ძალიან დაბალანსებულია, რის გამოც მისი მუსიკა ერგება ორივე გარემოს, როგორც კლუბს, ასევე მსუბუქი რელაქსაციისთვის რეკომენდირებულ ადგილებს.

P.S. Resident Advisor-ის მიმომხილველი, Will Lynch იხსენებდა, რომ როდესაც იგი Recondite-სთან ერთად ბერლინის მიმდებარე ტყეში სეირნობდა, Recondite ხეებს შორის გაჩერდა და დაიძახა: „გაიგონე? ამ ხმისგან შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, დაუმატებ ცოტა რივერბს, ატმოსფერულ და მელოდიურ პადებს და სულ ესაა..“ Lynch წერს, რომ შემდეგ იგი ერთ პატარა ხეს მიუახლოვდა, თავისკენ მოქაჩა და შემდეგ ხელი გაუშვა რათა ხმაური გამოეწვია. ხის მიერ გამოცემულ ხმაზე კი თქვა: “That’s a really good sound, could be a bass drum.”



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.