Free event tickets is selling until 6 PM

REMEMBERING M_REC

BASSIANI-ის 2 დეკემბრის ღამე Max_M-ის (Max Margini) მიერ 2009 წელს დაარსებულ ლეიბლ M_Rec Ltd-ს მიეძღვნება. იტალიელმა პროდუსერმა და დიჯეიმ ლეიბლის შექმნისას გადაწყვიტა, რომ ის ღია იქნებოდა ახალი და ორიგინალური იდეებისთვის. შესაბამისად, სცენისთვის უკვე ნაცნობი სახელების გვერდით იგი თავის ლეიბლზე მუდმივად ეპატიჟებოდა დამწყებ მუსიკოსებსაც. Margini აღნიშნავდა, რომ ის მუსიკას არა თაროზე შემოსადებად, არამედ კლუბში დასაკრავად ეძებდა, ამიტომაც M_Rec Ltd-ის კატალოგი ძირითადად დენსფლორზე ორიენტირებული ტრეკებით არის შევსებული. ლეიბლის ისტორია 2015 წელს, Max_M-ისგარდაცვალებასთან ერთად დასრულდა, თუმცა ის მემკვიდრეობა, რომელიც მისგან დარჩა Giorgio Gigli, Obtane, Regis, Silent Servant, NX1, Samuli Kemppi, Brendon Moeller, Wrong Assessment, Ness, Jeff Derringer და სხვა წარმატებული არტისტების ნამუშევრებს მოიცავს. შესაბამისად, M_Rec Ltd-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღამესაც ამ ლეიბლის ორი სახე, Jeff Derringer და Samuli Kemppi დაუკრავენ, ქართველი მასპინძელი კი კლუბს BASSIANI-ის რეზიდენტი NDRX იქნება.

url1-620x400

Max Margini-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუსიკალური გამოცდილება 1991 წელს Underground Resistance-ს ლაივზე დასწრება იყო, რის შემდეგაც მან საკმაოდ დარწმუნებულმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ჩანაწერების მაღაზიის, Remix-ის ოჯახში შესვლა, რომელსაც იმ პერიოდში Sandro Nasonte და Armeni ხელმძღვანელობდნენ. Remix არა მხოლოდ რომის, არამედ ზოგადად იტალიის ფავორიტი ვინილების მაღაზია იყო, სადაც Max-მა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. მალე კი გაჩნდა ლეიბლის იდეაც, რომელმაც დღის სინათლე 2009 წელს ნახა. Armeni აღნიშნავდა, რომ ” ყველაზე მთავარი რასაც მაქსი (ლეიბლთან ერთად) აკეთებს ისაა, რომ მუდმივად ეძებ სორიგინალურ ჟღერადობას, რაც ყოველთვის ძირითადი პრიორიტეტია მისთვის. “ამ ძიების შედეგად M_Rec Ltd საკმაოდ საინტერესო კოლექტივი შეიკრიბა. მარავლფეროვნებისთვის ლეიბლის ძირითად ხაზს დაემატა Grey Series-ის კონცეფციაც, რომელიც უფრო მეტად „სახლში მოსასმენ“ მუსიკაზე ორიენტირდებოდა. ჯამში კი შეიქმნა საკმაოდ წარმატებული პლატფორმა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად იტალიური ტექნო სცენის ძალიან კარგი მემატიანე აღმოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ M_Rec არასდროს იზღუდებოდა გეოგრაფიული ერთეულებით, რისი მაგალითიც არიან თუნდაც Jeff Derringer და Samuli Kemppi.

14192119_1374361059259431_1514175766519141788_n

„წლების მანძილზე ინდი და ალტერნატიურ როკ ბენდებში ვუკრავდი დრამერად. ელექტრონული მუსიკა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ბავშვობაში ჩემზე გავლენას ყველაზე მეტად ფილმების საუნდტრეკები ახდენდა. ტრადიციული მუსიკალური პარადოგმებიდან ელექტრონული მუსიკის სამყაროში ჩემი „მიგრაცია“ კი დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და მის შესაძლებლობებთან“ – ჩიკაგოში მოღვაწე პროდუსერი და დიჯეი Jeff Derringer აღნიშნავს, რომ წლების წინ სარეკლამო სააგენტოებისთვის მუსიკის წერა ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდა მუსიკის შექმნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შესასწავლად. მისი პირველი რილიზები კი თაროებზე 2010 წლის შემდეგ გამოჩნდა, საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ M_Rec-ზე 2012 წელს გამოსული Situational Ethics EP იყო. პარალელურად კი მისი მუსიკა ისეთ ლეიბლებზე გამოიცემოდა, როგორებიც არიან Electric Deluxe, Perc Trax, Soma Records და ა.შ. მუსიკის წერასთან ერთად Jeff Derringer ხელმძღვანელობს, Octave-ს ტექნო ფართების ერთ-ერთ პოპულარულ სერიას, რომელიც პერიოდულად იმართება სხვადასხვა კლუბებსა და ვენიუებში. გარდა ამისა იგი წარმატებული კლუბის, Smartbar Chicago-ს ერთ-ერთი რეზიდენტია. „Smartbar ძირითადად ჰაუს მუსიკაზეა ორიენტირებული, თუმცა იგი ჩემთვის და Oktave-ს ივენთებისთვისაც ძალიან საინტერესო და კომფორტული სივრცეა“. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ის ჩიკაგოში არსებულ კოლუმბიის კოლეჯში ასწავლის და სტუდენტებს თავის ცოდნას უზიარებს. იგი ფილმის საუნდტრეკების გარდა აქტიურად არის გატაცებული ინდუსტრიული საუნდით, IDM და ტრიპ-ჰოპ ესთეტიკით, რის გამოც მისი მოსმენა როგორც კოლეჯში, ასევე კლუბებშიც განსაკუთრებით საინტერესოა. თავის სეტებში Derringer მუდმივად ცდილობს მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილება მსმენელს მაქსიმალურად გაუზიაროს, რის გამოც მისი სეტები ზოგჯერ საკმოად ეკლექტური და ექსპერიმენტალურია.

Samuli_Kemppi_small

რაც შეეხება M_Rec-ის ოჯახის კიდევ ერთ წევრს, Samueli Kemppi-ის იგი ჰელსინკში მოღვაწეობს, სადაც Juho Kusti-სთან ერთად პლატფორმა Deep Space Helsinki-ს ხელმძღვანელობს. Deep Space Helsinki ლეიბლის გარდა ივენთების სერიას და პოპულარულ რადიოშოუსაც მოიცავს, რომელიც ადგილობრივი სცენისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეს აკეთებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Kemppi-ის მთლიან შემოქმედებას ფონად გასდევს მისი განსაკუთრებული კავშირი იმ კულტურულ გარემოსთან, რომელშიც ის ცხოვრობს. ამის გამო ჩრდილოეთის გეოგრაფიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა მისთვის ძალიან შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ელექტრონულ მუსიკასთან ჩემი კავშირი 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც სხვადასხვა ივენთებზე დაკვრა დავიწყე. თუმცა, იმ კლუბებში სადაც მე ვუკრავდი არ იყო განსაზღვრული კონკრეტული მუსიკალური მიმართულება. შესაბამისად საშუალება მქონდა De La Soul-ის ტრეკებიც კი დამეკრა და მოგვიანებით 130 BPM-ზე გადავსულიყავი. ეს უფრო ადრე ხდებოდა, ვიდრე მედიაში სიტყვა „ეკლექტური“ გაჩნდებოდა.“ – Kemppi-ის კარიერა თუკი რაიმემ მუსიკალურ კალაპოტში მოაქცია ეს სწორედ Juho Kusti-თან თანამშრომლობა და პლატფორმა Deep Space Helsinki არის. DSH-ს Kemppi საკუთარ სახლს ეძახის, მშობლიურ გარემოს სადაც ყველაფერი გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ის არც თუ ისე ხშირად აღებს კარებს სტუმარი არტისტებისთვის, რადგან მთვარია იმ ინტიმური გარემოს შენარჩუნება რაც მისმა Kusti-ის კოლაბორაციამ შექმნა. თავად ფინელი მუსიკოსისთვის კი საკმაოდ ბევრი ლეიბლის კარი იღება, მათ შორის არიან Ostgut Ton, Mote-Evolver, Prologue Music, Komisch, Children of Tomorrow, Perc Trax და M_Rec.ამ უკანასკნელზე მისი რილიზი 2014 წელს გამოვიდა. Derringer-ის მსგავსად Kemppi-ც სწორად აფასებს იმ როლს, რაც Max M-მმა და მისმა ლეიბლმა ითამაშეს ტექნო სცენის განვითარებაში, შესაბამისად M_Rec-ის ისტორიას ისინი იდეალურად მოჰყვებიან.



Share Blog

Facebook