SAMUEL KERRIDGE: SONIC INSTRUMENTS OF WAR

“ჩემი მუსიკა საკუთარი პიროვნულობის გაგრძელებაა. შესაბამისად, ყოველგვარი მუსიკალური ვარიაცია ჩემი კონკრეტული განწყობის შედეგია. სტუდიაში მუშაობის დროს მე არ ვიღებ ცნობიერ გადაწყვეტილებას, მივყვები ემოციას და ვიღებ შესაბამის შედეგს” – Samuel Kerridge-ს დისკოგრაფიაზე დაკვირვებით შესაძლოა ბევრმა იფიქროს, რომ ის მუდმივად ბნელი აზრებით მოცული ადამიანია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. არტისტი თვითონაც აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების მუსიკით გადმოცემა მისი მიზანი სულაც არ არის. მას უბრალოდ სურს მრავალშრიანი ემოციური პროცესები ასევე ბევრი შრისგან შემდგარ მუსიკალურ ფაქტურაში გადმოიტანოს.

kerrigeKerridge-სთვის თავდაპირველად მუსიკის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სწორედ ის ფაქტი იყო, რომ სხვისი მუსიკა მის ემოციურ მდგომარეობას არ ემთხვეოდა. “ვერ ვპოულობდი მუსიკას, რომელიც ჩემს ემოციებს სწორად აირეკლავდა. თითქოს ყველაფერი უსულო ხდებოდა.” – ვინაიდან სხვადასხვა ბგერებით ექსპერიმენტებს ადრეული ასაკიდან მიმართავდა, მან გადაწყვიტა, რომ აქტიური სტუდიური საქმიანობა დაეწყო. 2011 წელს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს იყო, მაგრამ რეალობა მის მოლოდინებს ნაკლებად დაემთხვა. ბერლინის წარმატებული ტექნო და ჰაუს სცენის კვალდაკვალ, Kerridge-სთვის არც თუ ისე დამაკმაყოფილებლად გამოიყურებოდა ექსპერიმენტული მუსიკის სცენა. სწორედ ამაზე რეაქციას ასახავდა ღონისძიებების სერია Contort, რომელიც დასაწყისიდანვე ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. სერიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სცენაზე იმ სიცარიელის არსებობა იყო, რომელიც სწორედ ამ პროექტმა შეავსო. პარალელურად, სანამ არტისტი Contort-თან ერთად მსმენელს საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას აცნობდა, Kerridge-მ საკუთარი მუსიკალური შემოქმედებისთვის იდეალური პლატფორმა იპოვა. ლეგენდარული Regis-ის ლეიბლი Downwards ბრიტანელი მუსიკოსის სადებიუტო ალბომის მასპინძელი გახდა.

downwards-record-label-25-year-special-regis-jk-flesh-kerrdige-1200x675მიუხედავად იმისა, რომ Samuel Kerridge-ს მუსიკა ტექნოს საწყისებთან ყოველთვის ახლოს იყო, მან პირველივე ალბომში აჩვენა, რომ მისი ინტერესები ბევრად უფრო ფართო და მრავალმხრივია. “ბევრი ჩემს მუსიკას ტექნოს ეძახის, მაგრამ მე ასე ვიწროდ არ ვუყურებ. ტექნო ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, თუმცა არა ვიწრო კონტექსტში” – ამის მიუხედავად პროდიუსერი არ უარყოფს, რომ მისი მუსიკა ძირითადად საცეკვაო მოედნისთვის იქმნება. “ სტუდიაში ყოფნისას საცეკვაო მოედნის სპეციფიკას ყოველთვის ვითვალისწინებ. თუ რამეს ვქმნი, მისი ადგილი სწორედ საცეკვაო მოედანზეა.”2015 და 2016 წლებში არტისტმა ზედიზედ ორი ალბომი, Always Offended Never Ashamed და Fatal Light Attraction გამოსცა. ამას მალევე მოჰყვა Downwards-ზე გამოცემული კიდევ ორი კრებული, სადაც კიდევ IDM და ინდუსტრიული ჟღერადობას კიდევ უფრო დიდი დოზით შევხვდით.

მუსიკოსი როგორც დისკოგრაფიაში, ასევე ინტერვიუებში ხშირად უსვამს ხაზს იმ ახალ რეალობას, სადაც შემოქმედებითი საზღვრები თითქმის შეუმჩნეველი გახდა. სწორედ ამ მიზეზით, ის მიიჩნევს, რომ ამ რეალობაში მეტი სითამამე და რადიკალიზმია საჭირო, რაც Kerridge-ს შემოქმედებას შესრულების მანერას ნამდვილად არ აკლია. დღეს ბრიტანელი არტისტის შემოქმედებითი საქმიანობა მუსიკის სფეროს რამდენიმე კუთხით ეხება – ის მუსიკის პროდიუსერია, რომელიც პერიოდულად უკრავს დიჯეი სეტებსა და ლავებს, მართავს ლეიბლს და ორგანიზებას უკეთებს ექსპერიმენტული ღონისძიებების სერიას. ამით მისი გავლენის სფერო მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა ის არასდროს ცდილობს ყურადღების ცენტრში მოქცევას. რამდენადაც მუსიკა პერსონალური განცდების გამოხატვის ფორმაა, არტისტისთვის ინტიმურობის განცდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად მისი ცოცხალი შესრულება გარკვეულწილად სპეციფიკურ, ექსკლუზიურ ხასიათს ატარებს, რაც როგორც მსმენელისთვის, ასევე შემსრულებლისთვისაც გამოწვევაა. BASSIANI კი გამოწვევების ადგილია.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.