SANDRIEN: SHE REALLY

16 მარტს, კლუბში BASSIANI, ამსტერდამელი დიჯეი და პროდიუსერი, კლუბ Trouw-ის რეზიდენტი Sandrien დაუკრავს, რომელსაც კომპანიონობას Zitto გაუწევს. იგივე საღამოს Horoom ფრანგ მუსიკოსს Raar-ს და „ელექტრონავტები 2016-ის“ გამარჯვებულს, Hamatsuki-ს მასპინძლობს. “მუსიკაში სქესზე ყურადღების გამახვილება მოსაწყენია“ – სანდრიენი დაახლოებით 20 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. მანამდე ის ჰოკეის პროფესიონალი მოთამაშე იყო, თუმცა რამდენიმე წელიწადში მიხვდა, რომ მისთვის მუსიკა ბევრად მნიშვნელოვანი იყო. როგორც თვითონ იხსნებს, მთავარი უნარი, რომელიც სპორტულმა გამოცდილებამ განუვითარა, წნეხის ქვეშ წარმატების მიღწევისკენ სწრაფვაა. „ მივხვდი, რომ მუსიკის დაკვრა მსიამოვნებდა და დავიწყე იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. მთელი ამ დროის განმავლობაში არასდროს მქონია განცდა, რომ ჩემი სქესის გამო პროცესის გარეთ უნდა დავრჩენილიყავი, ან ის შესაძლებლობები არ უნდა მიმეღო, რომელიც ბიჭებს ჰქონდათ. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაც გაინტერესებს, მას უნდა მისდიო“.

Sandrien

სანდრიენის მუსიკალური საქმიანობა ყველაზე მეტად ლეგენდალურ ამსტერდამულ კლუბს Trouw უკავშირდება, რომლის რეზიდენტიც 4 წლის განმავლობაში იყო. როგორც აღნიშავს, რეზიდენტობის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ მას დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაკვრა უწევდა. „თავდაპირველად, როდესაც გამხსნელ სეტებს ვუკრავდი საშუალება მქონდა ყველანაირი ტიპის მუსიკა დამეტესტა. კარგ ხმის სისტემაზე სხვადასხვანაირი მუსიკის ხშირად დაკვრა კი განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.“ – მოგვიანებით, როდესაც კლუბმა სანდრიენს მუსიკალურ პროგრამაში ლავირების საშუალება მისცა, მან ეს შანსიც კარგად გამოიყენა. ამიტომაც, ის ხაზს უსვამს, რომ დიჯეის უნარების ჩამოსაყალიბებლად კლუბის რეზიდენტად ყოფნა საუკეთესო საშუალება. კარიერის საწყის პერიოდში, სოლო სეტების პარალელურად, ის ხშირად კარლოს ვალდესთან ერთად უკრავდა. Mal Borrowed & Frei Bauwerker – ამ ფსევდონიმით კარლოსი და სანდრიენი დაახლოებით 17 წლის მანძილზე უკრავდნენ. დიჯეები აღნიშნავდნენ, რომ მათი გემოვნება საკმარისად ემთხვეოდა საიმისოდ, რომ წარმატებული კოლაბორაცია შეძლებოდათ. უფრო მეტიც, სანდრიენი აღნიშნავდა, რომ სეტის დროს ერთმანეთთან საუბარიც კი არ უწევდათ, იმდენად ზუსტად ხვდებოდნენ პროცესის დინამიკას. კიდევ ერთი კოლაბორაციული პროექტი, რომელზეც ამსტერდამელი არტისტი მუშაობდა იყო Amsterdam Assholes, რომელიც კლუბში დაკვრასთან ერთად სტუდიურ საქმიანობასაც მოიცავდა. მათი სადებიუტი რელიზი, სახელად Boormachine 2007 წელს გამოიცა.

A-2233494-1364843972-6719.jpeg

ამის შემდეგ მუსიკოსის შემოქმედებაში ცალკეული რელიზები ფრაგმენტულად ჩნდება, რადგან სანდრიენისთვის სტუდიური მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და სპეციფიკურია: „ჩემთვის მუსიკის დაკვრა ბევრად უფრო კომფორტულია. ამას წლებია ვაკეთებ და ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად გამომდის. ხოლო იმისთვის, რომ მუსიკა შევქმნა, კონკრეტული შემოქმედებით მდგომარეობაში უნდა ვიყო, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება“.ხშირად არ ხდება, თუმცა როდესაც ის მუსიკას გამოსცემს, მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი არტისტული ხედვა გამოხატოს. ამის მაგალითია 2010 წლის რელიზი I Really, რომელსაც შემდეგ მოჰყვა Marcel Fengler-თან ერთად გამოცემული EP ტრიპეოს ლეიბლზე Wolfskuil. ტრიპეოსთან ერთად მან ბენ სიმსის ლეიბლზე Theory ცნობილი კომპოზიცია I Left My Girlfriend At The Club გამოსცა. „თუკი სპორტის სამყაროს შევხედავთ, გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ წარმატებას ყველაზე ნიჭიერი სპორტსმენები ახერხებენ. ხშირად ის იმარჯვეს, ვინც შედეგისთვის უფრო მეტი ენერგია და ძალისხმევა დახარჯა.“ – სანდრიენს მიაჩნია, რომ ის ენერგია, რომელიც მან საკუთარ საქმეში ჩადო, მისი წარმატების მთავარი გასაღებია. „მიმაჩნია, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დავაგროვე, აუდიტორიასთან სწორი კავშირის დამყარებაში ძალიან მეხმარება.“

ტროუს რეზიდენტობისას მიღებული გამოცდილების ნაწილია ისიც, რომ მას მსმენელთან ხშირი ურთიერთობა გარკვეული გამოწვევის წინაშე აყენებდა. ეს პირველ რიგში მოტივაცია იყო, რომელიც მას ახალი მუსიკალური სივრცეების ათვისებისთვის ბიძგს აძლევდა. სწორედ ამიტომ, ის არის დიჯეი, რომელმაც კარგად იცის წარსული და ამავდროულად ყოველთვის რელევანტურად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა არსებობა შეწყვიტა, სანდრიენის შემოქმედებით საქმიანობაში ვაკუუმი არ გაჩენილა – ის კვლავინდებურად ახერხებს მსმენელისთვის ახალი და საინტერესო მუსიკის შეთავაზებას. ცალკეული საკითხია ის მეთოდები და უნარები, რომლითაც ის ამ მსმენელთან ურთიერთობს. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამსტერდამელმა არტისტმა აღნიშნა, რომ ბერგჰაინის, ლონდონური ვილიჯ ანდერგრაუნდის და ამსტერდამული De School-ის მიღმა, საქართველოში, კერძოდ კი საკლუბო სფეროში, საინტერესო პროცესები ვითარდება. ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტ Zitto-სთან ერთად, იგი მალე ამ პროცესების მონაწილე გახდება.



Share Blog

Facebook

Unable to display Facebook posts.
Show error

Error: Error validating application. Application has been deleted.
Type: OAuthException
Code: 190
Please refer to our Error Message Reference.