Free event tickets is selling until 6 PM

STEVE RACHMAD: SECRET LIFE OF MACHINES

“მე 80′ წლებში R&B და დისკოს ჟღერადობაზე გავიზარდე და შემიძლია ვთქვა, რომ მათში დეტროიტ ტექნოს განწყობას ვპოულობდი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ტექნოს, როგორც სწრაფი ტემპის მქონე მძიმე მუსიკას, არამედ იმ კლასიკურ კომპოზიციებს, რომელსაც Derrick May, Carl Craig და Kenny Larkin ქმნიდნენ. მსგავსი ჟღერადობა კი მე პოპ, ფანკ და R&B-ში მქონდა მოსმენილი, ამიტომ ამ მუსიკით ძალიან მოვიხიბლე“ –  დეტროიტის და ამსტერდამის ტექნო სცენის დაკავშირებაში Steve Rachmad-ს დიდი როლი აქვს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა შეძლო დეტროიტისა და ჩიკაგოს სცენისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ევროპის საცეკვაო მუსიკაში ინტეგრირება.
10826491756_cd1fd05b84_o
Steve Rachmad-ის მუსიკასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო. „რასაკვირველია, მამაჩემს ერჩივნა, რომ მუსიკაზე მეტი დრო სკოლის წიგნების კითხვაზე და კარგი ნიშნების მიღებისთვის დამეხარჯა, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, მუსიკა ჩემთვის უმთავრესი იყო“. სახლის სტუდიაში გატარებული დიდი დროის მიუხედავად, Rachmad-ისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც თვითონ იხსენებს, საკუთარი მუსიკის დემოებით ლეიბლებთან ვიზიტი და შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი წლების მანძილზე უშედეგოდ სრულდებოდა.

ყველაფერი 1993 წელს შეიცვალა, როდესაც Steve დეტროიტ ტექნოს ლეგენდას, Derrick May-ს შეხვდა. 90-იანი წლების დასაწყისში Derrick ამსტერდამში ცხოვრობდა და ახალგაზრდა ჰოლანდიელ არტისტსაც შესაძლებლობა მიეცა კონტაქტი ადვილად დაემყარებინა. „როდესაც გავიგე, რომ ის ამსტერდამში ცხოვრობდა, თითქმის ყოველ დღე საკუთარი მუსიკის დემოებით ‘დავსდევდი’.“ ამ „დევნის“ შედეგი კი May-ს ლეიბლ Transmat/Fragile-ზე გამოიცა. მას შემდეგ ჰოლანდიელმა მუსიკოსმა Tons Of Tones-ის სახელით ლეიბლთან Urban Sound Of Amsterdam აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. 90-იანი წლების ბოლომდე მან ამ პლატფორმაზე 10-მდე ჩანაწერი გამოუშვა, მათ შორის იყო სადებიუტო ალბომი Platinium. პარალელურად Rachmad მუსიკას რამდენიმე ფსევდონიმით ქმნიდა, რომელთაგან ყველაზე მეტ ყურადღებას Sterac იმსახურებს. სწორედ ამ სასცენო სახელით გამოიცა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნო ალბომი Secret Life Of Machines, რომელსაც სამიოდე წელიწადში Thera მოჰყვა. მიუხედავად უამრავი სასცენო მეტსახელისა და პროექტისა, Rachmad-ის შემოქმედებით საქმიანობაში მუსიკისადმი პრინციპული და უკომპრომისო დამოკიდებულება ყოველთვის შეიმჩნეოდა. ამ დამოკიდებულების ნაწილი იყო მუსიკალურ მანქანებთან მჭიდრო ურთიერთობაც.
steve-rachmad„წლების მანძილზე მუსიკალურ ინსტრუმენტებთან (და არა კომპიუტერთან) ურთიერთობა ჩემი რეპუტაციის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. როგორც კი საკუთარ ფულს ვშოულობდი მაშინვე ახალ ინსტრუმენტს ვყიდულობდი. თუმცა, მსგავსი დოგმატური შეხედულება მოგვიანებით შემეცვალა. დღეს შემიძლია კომპოზიციის შექმნა კომპიუტერში დავიწყო და შემდეგ სინთეზატორებთან დავასრულო ან პირიქით. ხშირად დრამ მანქანებით დაწყებული სამუშაო კი Ableton-ში სრულდება. ასე უფრო მეტი შესაძლებლობა და შემოქმედებით თავისუფლება მაქვს. არასდროს ვყოფილვარ ერთი კონკრეტული მუსიკის ფარგლებში ჩაკეტილი და ვცდილობ არც მუსიკის კეთების მეთოდებში ჩავიკეტო.“
27666_2_lgმიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით ელექტრონული მუსიკის ინდუსტრია საკმაოდ შეიცვალა, არ იცვლება Rachmad-ის დამოკიდებულებები. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კარიერის საწყის ეტაპზეც კი არასოდეს უოცნებია პოპ ვარსკვლავის იმიჯზე. შესაბამისად, დროის და კონტექსტის მიხედვით მსგავსი ადაპტირება არტისტის გეგმებში არასდროს ყოფილა. უფრო მეტიც, მისი აზრით, ელექტრონული მუსიკის ასეთმა კომერციულმა წარმატებამ შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, მსმენელს უფრო მეტის აღმოჩენის სურვილი გაუჩინოს და ამ მუსიკის უკეთესი მხარეც დაანახოს. საცეკვაო მუსიკის უკეთესი მხარის წარმოჩენა კი Rachmad-ისთვის ყოველთვის მთავარი მიზანი იყო.
steve-rachmad (1)„იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებ საინტერესო მუსიკის შევქმნა. ტექნო და ჰაუს სცენა ტრანსფორმაციის პროცესშია და მსურს ჩემი მელოდიები ამ პროცესისთვისაც ადეკვატური გავხადო. არ გამოვრიცხავ ვოკალისტებთან ან ლაივ ბენდებთან ურთიერთობას. შესაძლოა წინ R&B და დისკოც გველოდებოდეს“ – არავის ეპარება ეჭვი, რომ Steve Rachmad-ისგან კვლავ ბევრი საინტერესო მუსიკალური მოგზაურობა გველოდება. თუმცა, ჯერ კლუბში BASSIANI PHOTON-ის ჯერია.



Share Blog

Facebook

24 NOV BASSIANI / HOROOM: ■ FUNCTION ■ NDRX ■ JOB JOBSE ■ MERCURRIO ... See MoreSee Less

BASSIANI: Antigone | Francois X | Kancheli
HOROOM: Hamatsuki | Objector Trax B2B Lilith.

8 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბის CONCRETE-ს რეზიდენტები: CONSTRUCT RE-FORM-ის და TOKEN-ის ოჯახის წევრი ANTIGONE და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი FRANCOIS X, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტ KANCHELI-თან ერთად დაუკრავენ.
HOROOM-ის ოთახში 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI და OBJECTOR TRAX B2B LILITH. წარდგებიან.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

BASSIANI // FROM ANOTHER MIND NIGHT: SHDW & Obscure Shape | Inland LIVE | Silent-One | Javier Bähr
HOROOM: GALCHER LUSTWERK | HVL | Mercurrio

2 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ტექნო კოლაბორაცია - SHDW & OBSCURE SHAPE, მათ მიერ დაარსებული ლეიბლის -
FROM ANOTHER MIND-ის გამორჩეულ არტისტებთან: SILENT-ONE და JAVIER BAHR-თან ერთად დაუკრავს. ლაივით წარსდგება ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი DJ და პროდიუსერი INLAND იგივე ED DAVENPORT, რომელიც FUNCTION-ის INFRASTRUCTURE NEW YORK-ს და ლეიბლს COUNTERCHANGE RECORDINGS-ს უძღვება.
HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ნიუ-იორკში დაფუძნებული თანამედროვე HOUSE სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, WHITE MATERIAL-ის ოჯახის წევრი და LUSTWERK MUSIC-ის დამაარსებელი GALCHER LUSTWERK და კლუბის რეზიდენტები HVL და MERCURRIO.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
Door: 30 GEL
... See MoreSee Less

<3 8)) ... See MoreSee Less