Free event tickets is selling until 6 PM

STROBOSCOPIC ARTEFACTS: LUCY & KANGDING RAY

20 ოქტომბერს კლუბი BASSIANI / HOROOM ბერლინში დაფუძნებული ლეიბლის STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ღამეს უმასპინძლებს. Lucy-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლი, რომელიც თავისი ორიგინალური ხელწერით და კონტროვერსული რელიზებით გამოირჩევა, კლუბის სტუმარი ერთხელ უკვე იყო. თუმცა, ამჯერად STROBOSCOPIC ARTEFACTS-ს თავად Lucy და Kangding Ray წარადგენენ. HOROOM-ის ოთახში კი ბრუკლინელი ჰაუს არტისტი X-COAST კლუბის რეზიდენტებთან, Kvanchi და Will Gates-თან ერთად დაუკრავს.

STROBOSCOPIC ARTEFACTS

„ჩემთვის მუსიკის კეთება გართობასთან ან მხიარულებასთან არ ასოცირდება. ეს უბრალოდ ისაა რაც უნდა გავაკეთო, ეს აუცილებლობაა.“ – არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ Luca Mortellaro, იგივე Lucy მუსიკის შექმნის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება. „არასდროს ვქმნი მუსიკას სახლში, ან მოგზაურობის დროს. ჩემთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესში მხოლოდ მაშინ ჩავერთო, როდესაც ირგვლივ საკრალური ატმოსფეროა”. იტალიელი არტისტის მუსიკალური დებიუტი წარმატებული ლეიბლის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე შედგა. 2007 წელს Lucy-მ რამდენიმე EP გამოსცა, სადაც იგი ძირითადად მინიმალისტურ საცეკვაო მუსიკაზე ფოკუსირდებოდა. სწორედ ამ პერიოდში იგი ლეიბლის Meerestief Limited წევრი გახდა, თუმცა მათი თანამშრომლობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის იდეა, ლეიბლის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მსმენელს მუდმივ გამოწვევებს სთავაზობს.  „ლეიბლის რამდენიმე წლიან ისტორიაში ერთ რამეს მივხვდი: ყველაზე აქტუალური რელიზებად რჩებიან ისინი, რომლებიც გამოცემის დღიდან პროვოკაციებს იწვევენ. თუ ყველაფერი კარგად არის, ე.ი. შენ მსმენელს თავისი მოლოდინი გაუმართლე. ეს კი მე არასდროს მაკმაყოფილებს“.

lucy

არტისტის უკომპრომისო და არაკონფორმისტული მიდგომის მაგალითია 3 სტუდიური ალბომი, რომელიც როგორც მუსიკოსისთვის, ასევე ლეიბლისთვისაც ხასიათის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. 2011 წელს გამოცემული  Wordplay For Working Bees, რომელიც აბსტრაქტული ტექსტურებით და IDM ელემენტებით იყო გაჯერებული, Lucy-სთვის ახალი მუსიკალური სივრცის ათვისების პირველი მასშტაბური მცდელობა იყო. 3 წლის მერე გამოვიდა შედარებით უფრო ექსპერიმენტული კრებული სახელწოდებით Churches Schools And Guns, ხოლო უკანასკნელი ალბომი Self Mythology კი ძიების პროცესის ლოგიკური და წარმატებული გვირგვინია. ექსპერიმენტული მიდგომით და ტრიბალური ელემენტებით გაჯერებული სტუდიური ჩანაწერი წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ალბომად იქცა, რამაც STROBOSCOPIC ARTEFACTS კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში. Lucy-ს შემოქმედებაში ცალკეულ აღნიშვნას იმსახურებს კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Marcel Dettmann და Xhin.

kangding ray

Lucy-ს ლეიბლთან Kangding Ray-ს ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო, როდესაც  ფრანგმა არტისტმა Pfirter-თან ერთად Caos Y Orden Superior // Wars EP გამოსცა. არტისტმა, რომლის დისკოგრაფიაც ყველაზე მეტად ლეგენდარულ ლეიბლთან Raster-Noton ასოცირდება, საკუთარი ალბომისთვის პლატფორმის შეცვლა პირველად 2017 წელს, STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი Hyper Opal Mantis არ გაურბის წინა ჩანაწერების მემკვიდრეობას, ის მაინც ბევრად უფრო მკაფიოდ და ცალსახად ცდილობს დააფიქსიროს ტექნოზე ორიენტაცია. Kangding Ray მიიჩნევს, რომ „მუსიკამ სხვადასხვა მუსიკალურ საზღვრებს შორის  ლავირება უნდა შეძლოს. შესაძლოა ზოგჯერ ის იყოს მხოლოდ საცეკვაოდ გამიზნული, ზოგჯერ კი მსმენელს უცნაურ, ექსპერიმენტულ ჟღერადობას სთავაზობდეს. სწორედ ამაში ვპოულობ ჰარმონიას, სწორედ მაშინ მეუფლება მთლიანობის განცდა,  როდესაც მუსიკის ცალკეული ტექსტურები ქმნიან უფრო მეტს ვიდრე გამოიხატება მისი მოსმენით გამოწვეული შეფასებით: „უი, რა მაგარია“.

kangding ray

ფრანგი არტისტის მუსიკალური კარიერა ბენდებში დაკვრით დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ კოლექტივთან მუშაობა გარკვეულ შემოქმედებით კომპრომისებზე წასვლასაც გულისხმობდა. შესაბამისად,  მან დრამერის ნაცვლად დრამ მანქანასთან ურთიერთობა აირჩია. Lucy-ს მსგავსად, Kangding Ray-ის ბერლინში გადასვლის მიზანიც შემოქმედებითი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლა იყო, თუმცა მისი თავდაპირველი მიზნები არქიტექტურას და არა მუსიკას ეხებოდა. იგი მიიჩნევს, რომ ამ ორ სფეროს შორის გარკვეული პარალელების გავლება შესაძლებელია: „არქიტექტურა დამეხმარა აზროვნების წესის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა საკითხების კონცეპტუალიზაცისა და გადაწყვეტაში, თუმცა მუსიკასთან კავშირს მხოლოდ თეორიულ დონეზე ვხედავ და არა პრაქტიკულზე. პრაქტიკულ დონეზე კი მუსიკა და არქიტექტურა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, არქიტექტორის მიზანია პრობლემის გადაჭრა, მუსიკოსს კი მეტი შემოქმედებითი თავისუფლება აქვს“. კითხვების დასმა და არა პასუხების გაცემა ფრანგი არტისტის მიდგომას ნათლად გამოხატავს. როგორც ლაივ არტისტი, ის მიიჩნევს, რომ მსმენელთან ურთიერთობისას აუცილებელია საკუთარი იდენტობა არ დაკარგოს და ატმოსფეროს არ დანებდეს. Kangding Ray-ს მიზანია მსმენელი საკუთარ ველზე გადმოიყვანოს და შესთავაზოს ახალი, უცხო მუსიკალური გამოცდილება, რომელიც მხოლოდ საცეკვაო მოედანზე არ გაიფანტება და გარკვეულ მენტალურ სტრუქტურას შექმნის.



Share Blog

Facebook

HOROOM: Objector Trax | Haunebu

10 მარტს, HOROOM-ის ოთახში BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი OBJECTOR TRAX და HAUNEBU, იგივე გივი გელაშვილი დაუკრავენ.

Online Tickets - www.bassiani.com
I Basket - 10 GEL
II Basket - 20 GEL
Door - 20 GEL
... See MoreSee Less

THIS SATURDAY HOROOM: ■ NDRX B2B ZITTO ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL ... See MoreSee Less

23 FEB BASSIANI / HOROOM: ■ ZADIG ■ SVRECA ■ NA NICH ■ VERO ■ IGOR GLUSHKO ■ HVL

23 თებერვალს, კლუბში BASSIANI / HOROOM, კიევში დაფუძნებული ივენთების სერიის და ლეიბლის Rhythm Büro-ს ღამე გაიმართება.
BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულისჩამდგმელი Zadig დაუკრავს.
... See MoreSee Less